„არქის“ თანამშრომლები სამედიცინო კლინიკებს ესტუმრნენ

ამბები

17 აპრილი 14:42

დღეს „არქის“ თანამშრომლები სამედიცინო კლინიკებს ესტუმრნენ და კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებსა და ექთნებს სიმბოლური საჩუქრებით მადლობა გადაუხადეს და წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

ინფექციური, რესპუბლიკური, პირველი საუნივერსიტეტო, ბოჭორიშვილის, თბილისის ზღვისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი - ეს ის კლინიკებია, რომელთა პერსონალმაც დღეს „არქისგან“ საჩუქრად 1000-მდე სააღდგომო პასკა და ამავე რაოდენობის მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ნ95 ტიპის რესპირატორი მიიღო.


„დღეს ჩვენ ექვსი სამედიცინო კლინიკის ექიმებსა და ექთნებს სააღდგომო სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. „არქის“ მთელი გუნდის და „არქელების“ დიდი ოჯახის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ, რომ ასე თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენი საჩუქრებით გვინდოდა, ცოტა პოზიტივი შეგვეტანა ამ ადამიანების ყოველდღიურობაში,“ - ამბობს ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.  


კომპანიამ ექვსივე ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალს სააღდგომო პასკასთან ერთად სერტიფიცირებული ნ95 ტიპის რესპირატორი გადასცა, რომელიც განსაკუთრებით რეკომენდებულია ექიმებისთვის მომატებული საფრთხის დროს. „არქიში“ აცხადებენ, რომ კომპანიას სურს, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველ ექიმებზე ზრუნვაში და სწორედ ამიტომ გადასცეს მათ ეს დეფიციტური პროდუქტი.


სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები „არქის“ გუნდს მადლობას უხდიან საჩუქრებისთვის, ხოლო მოსახლეობას კიდევ ერთხელ უზიარებენ მთავარ რეკომენდაციას, რომელიც კვლავ უცვლელია - „დარჩით სახლში“.


არქის მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლაა და კომპანია ძალიან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს ამ მიმართულებით.


დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.