ბიზნესი საზოგადოების მხარდასაჭერად - „მაგნიტში“ მასშტაბური ფასდაკლების აქცია დაიწყო

ამბები

27 აპრილი 13:29

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ ფასდაკლების აქცია დაიწყო. „მაგნიტის“ ნებისმიერ მაღაზიაში, მომხმარებლებს სხვადასხვა მოთხოვნადი კატეგორიის პროდუქტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. 

მინუს 20% ყოველდღიურად სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტზე ცხადდება. ფასდაკლების დღეები კი ასე ნაწილდება: ორშაბათი - რძის პროდუქტები, სამშაბათი - ხორცპროდუქტები, ოთხშაბათი - გაყინული ნახევარფაბრიკატები, ხუთშაბათი - ყავა/ჩაი, პარასკევი - ქიმია-ჰიგიენის საშუალებები, შაბათი - ალკოჰოლური სასმელები, კვირა - უალკოჰოლო სასმელები.


სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ცდილობს, ყოველდღიურად 20%-იანი დანაზოგით მოსახლეობას არსებულ რთულ ვითარებაში გარკვეული შეღავათი მისცეს, მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და ამ პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს. რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით რთულ ეკონომიკურ ვითარებას კომპანია საკუთარი მისიის, „ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას“ განხორციელებით ეხმაურება.


კომპანიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი ფასდაკლებების აქცია არის მინიმუმი, რაც ბიზნესმა შეიძლება მოსახლეობისთვის გააკეთოს. „მაგნიტი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, გამოიჩინონ მსგავსი ინიციატივა და დაეხმარონ მომხმარებლებს, რომ ქვეყანაში არსებული რთული ვითარება შეძლებისდაგვარად მარტივად გადალახონ.


„20%-იანი ფასდაკლების აქცია არ არის პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ საზოგადოების მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება. ვალუტის კურსი გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე, თუმცა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს მომწოდებლებთან და ვცდილობთ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას, რათა ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აისახოს მომხმარებელზე,“ - აცხადებს „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ია ნადირაშვილი.


სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.