ჯგუფურად გამოძალვაში ბრალდებულებს 4 წელი და 6 თვე მიესაჯათ

INTERNET დაიჯესტი

29 აპრილი 13:01, 2020 წელი

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვისთვის ბრალდებულები დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. დამნაშავედ ცნო.


განცხადებაში განმარტებულია, რომ ბრალდებულებმა ს.ტ.-სგან მუქარით მოითხოვეს მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის“ გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 10 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, დ.ჯ.-მ, ბ.ს.-მ და დ.კ.-მ, მ.ე.-ს დახმარებით, სატელეფონო კომუნიკაციებისა და პირადად შეხვედრების დროს, ფიზიკური ანგარიშსწორების, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობისა და ქონების განადგურების მუქარით ს.ტ.-სგან მოითხოვეს მის მიერ ონლაინტოტალიზატორ „კრისტალ ბეთის“ გათამაშებაში მოგებული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს“ მოდელის ავტომობილის ღირებულების წილი.


სამართალდამცველებმა დ.ჯ., ბ.ს., დ.კ. და მ.ე. 2019 წლის 28 ივლისს დააკავეს. დ.ჯ.-ს, ბ.ს.-ს და დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვა), ხოლო მ.ე.-ს  25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად გამოძალვაში დახმარება) წარედგინათ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?