რა 5 ძირითადი მიზეზით ზიანდება ავტომობილი საგანგებო მდგომარეობის დროს?

ამბები

5 მაისი 11:56, 2020 წელი

უკვე თვეზე მეტი გავიდა, რაც ჯერ კორონავირუსის აქტიურად გავრცელების, შემდეგ კი გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვრჩებით სახლებში და გარეთ გასვლას მაქსიმალურად თავს ვარიდებთ.

ერთი შეხედვით, ავტომობილების მფლობელებისთვის კარგად ჟღერს: წესით, ხომ ამ პერიოდში არც ავტოსაგზაო შემთხვევები უნდა ხდებოდეს და ჩვენი ავტომობილებიც უფრო დაცულები უნდა იყვნენ, თუმცა, როგორც სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის“ ავტოზარალების მომსახურების მენეჯერი ბაჩო ახალაია გვეუბნება, კარანტინის პირობებშიც კი, როცა, თითქოს, საფრთხეს არსაიდან ველით, მანქანების დაზიანებები ამ პერიოდში უფრო მეტადაც კი ხდება, და აი ისინიც:


ავტოსაგზაო შემთხვევა



მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში უნდა გამოვდიოდეთ სახლიდან, როგორც ჩანს მოქალაქეთა უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. შედეგად, მოძრაობა დღის განმავლობაში კვლავაც ინტენსიურია. ვითომ შედარებით თავისუფალ გზებზე სიჩქარის გადაჭარბებით ან უფრო ნაკლები ყურადღებით სიარულიც პრობლემაა. შედეგად, ავარიების რიცხვი დიდად არ შემცირებულა.


დაზიანება დაუდგენელ ვითარებაში



განსაკუთრებით გააქტიურებულები დისტრიბუციის მანქანები არიან, რაც გასაგებიცაა. მაღაზიებთან დაპარკინგებისას კი სხვა გაჩერებული ავტომობილებისთვის გასმა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. საპარკინგე სივრცეების ნაკლებობის გამო მოქალაქეები ავტომობილებს პირდაპირ ქუჩაში, საპარკინგე ზოლში აჩერებენ. ამის გამო ძალიან ხშირია გაჩერებული მანქანებისთვის დარტყმა.


ვანდალიზმი



გარდა ამისა, მოქალაქეთა მომართვიანობა გაზრდილია ვანდალიზმის მიზეზითაც. დაკაწრული ავტომობილები, რომლებიც დღეების განმავლობაში იდგნენ ეზოებში, თითქოს, ყოველდღიურობა გახდა. სამწუხაროდ, ამ განხრით ხშირად პატარები არიან „დამნაშავეები“, რომლებმაც არ იციან, რამდენად ზიანის შემცველია ასეთი საქციელი.


სტიქია



მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში არც წყალდიდობის საფრთხე შექმნილა, არც - ხანძრების და არც - სხვა რამის, თუკი დიდ დიღომში ან ნუცუბიძისკენ ცხოვრობთ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ქარი ხშირადაა ჩვენი ავტომობილების მთავარი „მტერი“. აივნიდან ქარისაგან გადმოვარდნილ ნივთებს კი მანქანის გაფუჭება ნამდვილად შეუძლიათ. ძლიერი ქარის დროს ავტომობილზე ხის დაცემა სადაზღვევო ისტორიებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. მოტეხილი ხე საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ავტომობილს.


საქარე მინების დაზიანება



ესეც ცალკე გამოსაყოფი პუნქტია და საინტერესო მიზეზიც გააჩნია: საქმე ის გახლავთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო უამრავი ადამიანი რეგიონებში, სოფლებში წავიდა, სადაც მარტივია, მოხრეშილ გზაზე კენჭმა საქარე მინა სერიოზულად დააზიანოს.


რა არ შეცვლილა ადამიანების ცხოვრებაში


თუმცა, მთავარი ისაა, რომ სადაზღვევო მომსახურება ვერც კარანტინმა, ვერც საგანგებო მდგომარეობამ და ვერც - კომენდანტის საათმა, ვერ შეცვალა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გამართულმა პროგრამამ გამოაჩინა, რომ კომპანიის ვერც კლიენტებმა და ვერც - თანამშრომლებმა, ვერ იგრძნეს დისტანციური მუშაობის ხარვეზები. საათივით გამართული აპლიკაციის მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელს შეუძლია დაზიანებული ნაწილების ფოტოები გაგზავნოს, შეავსოს აპლიკაცია, რომელიც 3 წუთში ივსება და მიიღოს ავტომატური შეფასება. პარალელურად, გამოგზავნილ ფოტოებს მზღვეველებიც განიხილავენ და ან ადასტურებენ შეფასებას, ან მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაზე გადიან. ამასობაში მომხმარებელი კვლავ ძველებურად აგზავნის ანგარიშის ნომერსა და მოთხოვნილ თანხას და ის რამდენიმე წუთის განმავლობაში ჯდება ანგარიშზე.


„ჯიპიაი ჰოლდინგს“ არ შეუწყვეტია არც ადგილზე ზარალის შეფასების სისტემაც. მათთვის, ვისთვისაც ონლაინ-აპლიკაციები უცხოა, სპეციალისტები ძველებურად, მაგრამ სპეციალური აღჭურვილობით მიდიან ადგილზე და იქვე აფასებენ ზარალს. ანაზღაურების შემატყობინებელი sms კი, როგორც წესი, რამდენიმე წუთში მოდის თქვენს ტელეფონზე.


„ჯიპიაი ჰოლდინგმა” გადაწყვიტა პანდემიის პერიოდში, წაახალისოს ავტოდაზღვევა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს შანსი დააზღვიოს ავტომობილი და თავი დაიცვას იმ რისკებისაგან, რაც ამ პერიოდშიც აქტუალურია.


„ჯიპიაი“ საშუალებას გაძლევთ, გრძელვადიანად საკმაოდ შეღავათიანი პირობებით დააზღვიოთ ავტომობილი.


შეიძინეთ ავტოდაზღვევის პაკეტი საშეღავათო პერიოდით „ჯიპიაიში“ და პირველი სამი თვის განმავლობაში პოლისის ღირებულების 50%-ს კომპანია თავად დაფარავს. გამოიყენეთ შანსი, დააზღვიეთ თქვენი ავტომობილი და იყავით მშვიდად საგანგებო მდგომარეობის დროსაც.


დაზღვევის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: https://mygpi.ge/

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?