გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ამბები

25 ოქტომბერი 14:15

ისინი მთავრობას მკურნალობის ხელმისაწვდომობის  აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებასა და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს.


შეხვედრაზე პაციენტებმა და ექიმებმა  არსებული პრობლემები შეაჯამეს, ისაუბრეს დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს.


ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია, რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.


ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იყვნენ  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა არ მოვიდნენ.


დასწრება თავისუფალი გახლდათ. შეხვედრაზე მისულ  დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ და წამყვანი სპეციალისტებისთვის კითხვები დაესვათ.


„რთულია, როცა შენს სახელმწიფოში შენს მთავრობას შენი მოქალაქის არ ესმის. გაზაფხულზე დაპირება მივიღეთ, თითქოსდა გაფანტული სკლეროზის მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა გველის. უფრო მეტიც, 2020 წლის მდგომარეობაც ბუნდოვანია. პასუხსაც არ გვცემენ.  ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ხელისუფლების უყურადღებობამ შესაძლოა, ეს ყველაფერი წაგვართვას და ინვალიდის ეტლს მიგვაჯაჭვოს. შესაბამისად, სახელმწიფოს ინვალიდის შენახვა და მასზე ზრუნვა გაცილებით ძვირი დაუჯდეს, გარდა ამისა ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვჭირდებით აქტიურები და ჩვენს უკან მცირეწლოვანი ბავშვები არიან“, - აღნიშნავს მარიკა ქაჯაია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ებრძვის დაავადებას, ზოგჯერ იმარჯვებს ზოგჯერ ნებდება. დღეს ის აქტიური ადამიანია, მარკეტინგის სპეციალისტია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მისი თანადგომა სჭირდება.


„გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს ძირითადად 20-40 წლის ასაკში და კიდევ უფრო ადრეც ემართებათ. შესაბამისად, ამ დროს პაციენტები გონებრივად, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად აქტიურები არიან და სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ მკურნალობა. დამტკიცებულია, რომ ადეკვატური მედიკამენტოზური და თერაპიული კურსებით დაავადების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია სრულად განკურნება. იმედი გვაქვს, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს ამ ადამიანებისთვის და დააფინანსებს მათ მკურნალობა-რეაბილიტაციას“, - განმარტავს ექიმი ნევროლოგი მარინა ჯანელიძე.


„ჩვენ, პაციენტები, რას ვგრძნობთ და რას განვიცდით: ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ან თავის ტკივილი და თუნდაც თავბრუსხვევა, ეს ენით აუწერელი განცდაა, მჯერა, სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაფიქრდება და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავენ პაციენტები.


„მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა -  ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. ამისთვის ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება გვჭირდება, აუცილებელია, მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს და ინვალიდობამდე არ მივიდეს“, - აღნიშნავს პაციენტი მაიკო მგელაძე.


შეგახსენებთ, რომ  გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“. კამპანიის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.


ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:


გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც  მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას. 


დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რატომ არის „მშვილდოსანი“ საუკეთესო ნიშანი? - 10 მიზეზი

„მშვილდოსანი“  ყველაზე ქარიზმატული და აქტიური ადამიანია დედამიწაზე. ალბათ, ამიტომაც უყვარს იგი ასე ძალიან მის უდიდებულესობა ფორტუნას. „შვილდოსანს“ ძალიან პლუსი აქვს, თუმცა დღეს მის ყველაზე კაშკაშა თვისებებს ჩამოვთვლით. 
კულინარია

როგორ მოვრთოთ საახალწლო სალათები ვირთხის წელში?

2020 თეთრი ვირთხის წელია. ის კი ცნობილია, რომ ძალიან მომთხოვნია. ასე რომ, გააფორმეთ სალათები ისე, რომ თეთრ ვირთხას ასიამოვნოთ.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 
ამბები

ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა

დღეს ოზურგეთში ახალი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მოგიხდებათ თუ არა მოკლე ვარცხნილობა? - ამას წამში გაარკვევთ!

ზოგს ისე უხდება მოკლე თმა, შენც გიჩნდება სურვილი, სალონში გაიქცე და სასწრაფოდ შეიჭრა. მაგრამ, მოგიხდება? სწორედ ამას გაარკვევთ ქვემოთ მოცემული ტესტით, თანაც - 2-3 წამში. მოდით, ვსინჯოთ...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...