„კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა, განუცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ არის გასაჯაროებული.
ცნობისათვის: თბილისის მერიამ ძველი იპოდრომის ტერიტორია 2007 წელს გაასხვისა. ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთადაა დაყოფილი, ამ ნაკვეთების ნაწილი 2009 წლიდან შპს „ინვესტ კაპიტალის“ საკუთრებაში იყო; 2020 წლის ივნისში შპს „ინვესტ კაპიტალმა“ ძველი იპოდრომის ტერიტორია “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუს” მიყიდა.