„სელფი სახეზე სურათის გადაღებაა“ - პატარების გონიერი პასუხები მსახიობის კითხვებზე

ანბანელა

18 თებერვალი 18:00
61

საბავშვო ბაღ „ანბანელას“ პატარებს მსახიობი ლევან სუხიტაშვილი ეწვია. Funtime ძალიან მხიარულ და გონებამახვილურ კითხვა-პასუხს შეესწრო... 

  

  • ლევანი: რა არის სელფი?
    სანდრო კემულარია, 6 წლის: სელფი სახეზე სურათის გადაღებაა.

  • ლევანი: რა არის პოლიტიკა?
    გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: ეგ ძალიან ადვილი გამოსაცნობია. ტელევიზორში ხალხი რომ გამოდის, ეგ არის პოლიტიკა. ჩვენი პრეზიდენტიც ვიცი, ვინ არის - გიორგი მარგველაშვილია.

  • ლევანი: რას ნიშნავს მსახიობი?
    ლიკუნა აროშიძე, 5 წლის: ეკა ბესელია არის მსახიობიც და მომღერალიც.

  • ლევანი: ტელევიზია რა არის?
    სანდრო გოგოლაშვილი, 6 წლის: ტელევიზიაში ბევრი დინამიკია!

  • ლევანი: ბავშვებო, მე რომელი სერიალიდან მოცნობთ?
    გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: „ჩემი ცოლის დაქალებიდან“!  

  • ლევანი: სერიალში რა მქვია?
    ანასტასია ბარამია, 5 წლის: ჩაქუჩა!

  • ლევანი: დედაბოძი რა არის?
    ნიკო ელიზბარაშვილი: გარეთ რომ დგას, ის არის დედაბოძი.

  • ლევანი: რა არის სეზონი?
    გიო ნემსაძე, 6 წლის: სეზონი არის დღე და ღამე.