კახა კუხიანიძე: „ანბანელაში“ ისე გავერთე, ბავშვების დატოვება არ მინდა!

ანბანელა

4 მარტი 18:00
112

საბავშვო ბაღ „ანბანელას“ მომღერალი კახა კუხიანიძე ეწვია. ბავშვებთან სახალისო კითხვა-პასუხი სიმღერით დასრულდა...

  • კახა: ვინ არის ჟურნალისტი?

    არჩილ კვანტალიანი, 5 წლის: ჟურნალისტი შეკითხვებს სვამს.

  • კახა: რა არის დედამიწა?

    გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: დედამიწა არის ის, სადაც ქვეყნებია და ადამიანები დადიან.

  • კახა: რა არის გლობუსი?

    ნიკოლოზ მულაძე, 5 წლის: გლობუსი იგივე დედამიწაა.

  • კახა: რა არის სამშობლო?

    გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: სამშობლო არის ის, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ.

  • კახა: რას ნიშნავს ოპერატორი?

    ნია ჯაფარიძე, 5 წლის: ოპერატორი სურათებს იღებს.

  • კახა: ვინ არის რეჟისორი?

    ლიკუნა აროშიძე, 5 წლის: რეჟისორი სცენარს წერს.

  • კახა: სიყვარული რა არის?

    ბარბარე ბეჟანიძე, 5 წლის: სიყვარულია, როცა მე და ჩემს ჯგუფელს იოანე იობიძეს ერთმანეთი გვიყვარს.

  • კახა: რა არის უნივერსიტეტი?

    გიორგი ლილუაშვილი, 5 წლის: უნივერსიტეტში დიდი ბავშვები სწავლობენ.

  • კახა: პოლიტიკა რა არის?

    ნიკოლოზ კახუაშვილი, 4 წლის: პოლიტიკა ივანიშვილი ბიძიაა.

  • კახა: პარლამენტი რა არის?

    არჩილ კვანტალიანი, 5 წლის: პარლამენტი სიგარეტია.

  • კახა კუხიანიძე: ძალიან საყვარელი ბავშვები არიან! ისე გავერთე და ისეთი საინტერესო იყო, მათი დატოვება არ მინდა! საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს, რაც „ანბანელას“ დამსახურებაა. ფანტასტიკურად მღერიან, აქტიურები და უსაყვარლესები არიან.