ვარლამ წიკლაური: მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც ვარლამი და არა „ვაკო“!

არაჟურნალისტურ ამპლუაში

17 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

დღეს Funtine-ს კითხვარს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური პასუხობს...

სახელი: ვარლამ


გვარი: წიკლაური


სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „იმედი“, გადაცემა „იმედის კვირა“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი...  ალბათ, მსახიობი, რადგან ბავშვობაში მესხეთის სახელმწიფო თეატრში არაერთ სპექტაკლში მითამაშია, თუმცა მაინც მგონია, რომ სწორად შევარჩიე პროფესია.


ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს: როდესაც ექსტრემალურ და ყველაზე მნიშვნელოვან  სიტუაციაში მიწევს მუშაობა. ასევე მომწონს ის, რომ საშუალება მეძლევა, კონკრეტულ ადრესატს მივაწოდო ადამიანის გასაჭირი თუ ტკივილი და მისი ცხოვრების თუნდაც ერთი ეპიზოდის უკეთესობისკენ შეცვლაში ჩემი მცირე ვწვლილი შევიტანო.


მჯერა, რომ... ადამიანი  ყველაფერს მიაღწევს, თუ ნამდვილად მოინდომებს!


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... სიმართლე გითხრათ? თითქმის ყველაფერი.  


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში... ზედმეტად განვიცდი ადამიანებთან კონფლიქტს, თუნდაც უმნიშვნელოს.


ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება... სიყვარული!


ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა...  ტელევიზიაში მემუშავა და ეს ოცნება ამიხდა კიდეც.


ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ...  ვიყო გოაზე ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… 26 სექტემბერი - როდესაც ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი. 


ადრე ვფიქრობდი, რომ… და ახლა ვფიქრობ, რომ...  ტყუილის პატიება არ შემეძლო! ნუ ახლაც არ შემიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტყუილსაც გააჩნია.


მრცხვენია მაშინ, როდესაც... ჩემი თანდასწრებით ჩემზე საუბრობენ.


არასოდეს გავაკეთებ... არასოდეს გავუცრუებ იმედს მას, ვისი ნდობაც დავიმსახურე.


როდესაც ცუდად ვარ... ვრჩები მარტო და ბევრს ვფიქრობ!


დღევანდელი დღე  არის გარანტი იმისა, რომ... ხვალ შეიძლება, ამაზე უკეთესი დღე გათენდეს.


შევცვლიდი…ზოგიერთი ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ!


ოქროს თევზს ვთხოვდი… არასდროს დამაბეროს.


სახლში ხანძრის დროს 60 წამი რომ მქონდეს გადავვარჩენდი ნივთს... ბავშვობის ფოტო ალბომს, იმ სურათებს, რომელიც ფირზე არ ინახება და გამეორებაც შეუძლებელია.


ჩემთვის ღმერთი არის… ჩემი ცხოვრების თანამგზავრი!


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... რამდენიმე ადამიანს, მაგრამ მერე ანალოგიურ მდგომარეობაში ვაყენებ. 


ჩემთვის მისაბაძია... ადამიანი, ვისაც მატივად შეუძლია საკუთარი ემოციების მართვა. 

მინდა, დამიმახსოვრონ, როგორც... ვარლამი და არა „ვაკო“!    


 


                                                       

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?