სახელი: დავით
გვარი: ქაშიაშვილი
სამუშაო ადგილი: ტელეკომპანია „რუსთავი 2“
ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... ბეწვის ხიდი, რომელზეც წლებია, დავიარები.
მჯერა, რომ... საკუთარი საბნის ნაკეცებს გავასწორებთ და არა სხვისას.
ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში... სანამ ბოლომდე არ ამოვწურავ ამბავს, გრძნობებს, თვალებში ცქერას, მიტოვება არ შემიძლია.
რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში... კარის მიჯახუნების შემდეგ იმავე კარის შეღება.
ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის... ნიკო, დათა და მოპარული საათების დროს, ჩვენს თავდაყირა სახლში დამალობანას თამაში.
ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა... დედამიწის ამოყირავება.
ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე... ვმღეროდე აბაზანის გარეთაც (იცინის).
დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება… დათასა და ნიკოს დაბადება, დეკემბრის საათის პატარა ისრების მოძრაობა.
ადრე ვფიქრობდი, რომ… და ახლა ვფიქრობ, რომ... ადრე ვფიქრობდი, სხვა რას იტყოდა, ახლა საერთოდ არ მაინტერესებს, მთავარია, რას ვიტყვი მე.
მეშინია... აუდიტორიის, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს. შესაბამისად, მეშინია ბეწვის ხიდზე ბორიალისა და გზად შეცდომების დაშვების ცდუნებებზე გადაბიჯების.
ვტირი მაშინ, როდესაც... მესმის სხვისი ტირილის ხმა.
მრცხვენია მაშინ, როდესაც... წარსულში ნათქვამი ტყუილი, აწმყოში რომ ამოჰყოფს თავს.
ყველაზე მეტად მიყვარს... წერა, ხატვა, ხედი ჩემი ფანჯრებიდან...
სიყვარული არის... შენზე ძლიერი და არ მიყვარს, როდესაც მერევიან.
პრეზიდენტი, რომ ვიყო… ჯვარი მწერია.
წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი… მწერალი პერუდან.
მოგებული ჯეკპოტით… მაღალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ვიყიდდი სახლს, რომლის აივანიც უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ოთახების ფართი, კიდევ ქარვისფერ შუშებს ფანჯრის ჩარჩოებისთვის.
მამაკაცი უნდა იყოს... სანდო (მამაკაციცა და ქალიც).
ჩემთვის ღმერთი არის… სიძლიერე, რომელიც ყოველი წაბორძიკებისას მაძლევს უნარს, არ დავეცე.
რწმენა არის... „გადაწყვეტილება ფაქტების გარეშე“.
ვენდობი... საკუთარ თვალებს.
არ ვენდობი... ადამიანებს, რომლებიც მაქებენ.
თავისუფლება არის... ქრისტეა თავისუფლება.
იყო პატრიოტი, ნიშნავს... ბრძოლას და არა - მოძღვრებას.
ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... ადამიანებს, რომლებსაც უყვართ არა ადამიანები არამედ მათი გენიტალიები.
მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... ამბების ობიექტური, მშვიდი, დაბალანსებული მთხრობელი.