ავთო გვასალია: „ყოველი დღის გარანტი თვითონ ხარ“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

11 მარტი 20:00, 2018 წელი

„თუ გაქვს მიზანი და არ გეზარება შრომა, მაშინ ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავ“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი ავთო გვასალია პასუხობს. 


სახელი: 
ავთო           


გვარი: გვასალია


სამუშაო ადგილი: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... მსახიობი. ახლაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რომელიმე ფილმში.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს...  ის, რომ წინა დღეს არასოდეს იცი, სად აღმოჩნდები ხვალ. მუდმივად ახალ, საინტერესო ადამიანებს ხვდები.


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... გულწრფელობას, მადლიერებას,  დამოუკიდებლობას.


ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში...  შრომისმოყვარეობა.


რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში... მარტივად ვპატიობ.


 


დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება…  2013 წლის 28 თებერვალი. ჩემი პირველი დღე ტელევიზიაში.


ადრე ვფიქრობდი, რომ… სხვისი წარმატება ყველას უხარია (თუ არ უხარია, არ სწყინს მაინც).

ახლა ვფიქრობ, რომ... 
ასე არ არის.


თავისუფალ დროს... ჩემს საქმიანობაში თავისუფალი დრო რას ნიშნავს, არ ვიცი.


 


არასოდეს გავაკეთებ... იმას, რაც არ შემიძლია.


სიყვარული არის... ყველა ადამიანში, უბრალოდ, ზოგმა არ იცის, როგორ უნდა გამოიყენოს.


დღევანდელი დღე  არის გარანტი იმისა... ალბათ, ყოველი დღის გარანტი შენ თვითონ ხარ.


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის... ის, რომ ერთი და იგივე სისულელე რამდენჯერმე ჩამიდენია.


 


ოქროს თევზს ვთხოვდი… ისეთ ძლიერ ქვეყანაში გვაცხოვროს, რომ ოკუპანტების არ შეგვეშინდეს. 


პრეზიდენტი, რომ ვიყო… ღმერთმა დაგვიფაროს...


წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი… ცირკის მსახიობი.


არასოდეს თქვა… რომ ყველაფერი იცი.


ჩემთვის ღმერთი არის... სიყვარული და სიკეთე.


რწმენა არის... ის, რაც ადამიანს გადარჩენაში ეხმარება.


 


იყო პატრიოტი, ნიშნავს... გიყვარდეს შენი ქვეყნის კარგი შვილები და ცუდის გამოსწორებას ცდილობდე.


ჩემი დევიზია... თუ გაქვს მიზანი და არ გეზარება შრომა, მაშინ ყველა დაბრკოლებას მარტივად გადალახავ და იქნები წარმატებული.


 


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?