ირინა ბაირამაშვილი: „გაჩერებას არ ვაპირებ“

ახალი თაობა

17 მარტი 20:00
2124

მომღერალ ირინა ბაირამაშვილსა და მის მეუღლეს მიკა ღაღაშვილს ერთი შვილი ჰყავთ - 4 თვის დანიელი...

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • ირინა: 30 წელი დედობისთვის მაგარი ასაკია! დანიელი რომ დაიბადა, ერთი თვე შოკში ვიყავი! ნელ-ნელა გავაანალიზე, ჩემს თავს რა ხდებოდა. ისეთი საყვარელია, ხანდახან ჩემს ქმარს ვეუბნები, ალბათ, ჩვენს შვილს უნდა, რომ გავგიჟდე და შენ ახალი ცოლი მოიყვანო-მეთქი (იცინის).

  • მიკა: დანიელი 25 ოქტომბერს დაიბადა. მამა 26 წლის ასაკში გავხდი. ოჯახთან მიმართებაში თავიდანვე მობილიზებული ვიყავი, შვილიც გვინდოდა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მისი დაბადებისთანავე გავითავისე მამობა. 3 თვე მაინც დამჭირდა, რომ ამ სტატუსის პასუხისმგებლობები გამეანალიზებინა.

  • ირინა: მე და მიკას ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. გაცნობიდან 3 დღეში ცოლობა მთხოვა და ასე დავოჯახდით. საბედნიეროდ, გაგვიმართლა, ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ და ბედნიერად ვცხოვრობთ.

  • მიკა: ირინა მაგარი დედაა! შვილი ყველა დედას უყვარს, მაგრამ ის დანიელის გარეშე რამდენიმე საათსაც ვერ ძლებს. 

  • ირინა: ოჯახსა და საყვარელ საქმიანობას ერთმანეთს კარგად ვუთავსებ და გაჩერებას არ ვაპირებ. ბენდიც მყავს, რომელიც სხვა მომღერლებთანაც თანამშრომლობს. ყოველ ინტერვიუში ვამბობ, რომ სიახლე მინდა, მაგრამ ამის პერიოდი არ დადგა. ჩავწერო სიმღერა, გადავიღო კლიპი, და მერე რა? კონცერტები არ ტარდება.

  • მიკა: ირინას ძალიან ვეხმარები, თუმცა ძიძა მაინც დაგვჭირდა. მე საკუთარი ივენთკომპანია მაქვს, ირინას - საკუთარი სტუდია. გარდა ამისა, ასე თუ ისე, უწევს საღამოებზე სიმღერა.

  • ირინა: დანიელი თავიდან უფრო რთული იყო. ახლა კი ნელ-ნელა უყალიბდება ხასიათები. მამამისის ასლია. მიკა საოცრად ყურადღებიანი მამაა. როცა დედამთილი მყავს გვერდით, მხოლოდ მაშინ ზარმაცობს.

  • ირინა: მინდა, დანიელთან ერთ წლამდე მაინც ვიყო. საგარეჯოში საბავშვო სტუდია მაქვს. ძიძა კი ავიყვანე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შვილის გვერდით ვარ. ჩემი შვილი ნათლისღებას მოვნათლეთ. 7 ნათლია ჰყავდა. ერთ-ერთი დუტა სხირტლაძე გახლავთ, რომელსაც „ჯეოსტარის“ პერიოდში, კულისებში ვუთხარი, რომ ჩემი შვილის ნათლია უნდა ყოფილიყო. მაშინ გათხოვებას არც ვგეგმავდი.

  • ირინე: დანიელს სხვადასხვა პროფესიის ნათლიები ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი ექიმია და ორი მსახიობი. ჩემი მეგობარი პაატა ქვლივიძე და დუტა ლაპარაკობდნენ, ჩვენი ნათლული მსახიობი უნდა იყოსო.