„პატარა რომ ვიყავი, დედიკოს ვეუბნებოდი, ტელევიზორიდან ხელი დამიქნიე-მეთქი“

„პატარა რომ ვიყავი, დედიკოს ვეუბნებოდი, ტელევიზორიდან ხელი დამიქნიე-მეთქი“

ახალი თაობა

1 ივნისი 12:00, 2018 წელი

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - ადამიანების, რომლებსაც უფროსების ცხოვრების ყოველი წუთი ეკუთვნით. დღეიდან გაგაცნობთ ჩვენი კოლეგების შვილებს და გავიგებთ, რას ნიშნავს, როცა დედა ჟურნალისტია. ჩვენი პირველი სტუმარი 7 წლის ნიკოლოზ ნიკოლეიშვილია. მისი დედიკო „TV პირველის“ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძეა. 

ნიკოლოზმა წელს პირველი კლასი დაამთავრა:
- ყველაზე ცუდად ვაშლი მახსენდება, რადგან არ მიყვარს და ძალით მაჭმევდნენ. პირველი გიმნაზიის მოსწავლე ვარ. მათემატიკა განსაკუთრებულად მომწონს.


მათემატიკაზე შეყვარებული ბიჭი დედიკოს პროფესიას ასე აფასებს:
- ჟურნალისტის პროფესია არ მიყვარს. თემა უნდა მოიფიქრო, მერე დაწერო და ამ ყველაფერს ორ საათზე მეტი სჭირდება. პატარა რომ ვიყავი, დედიკოს ვეუბნებოდი, ტელევიზორიდან ხელი დამიქნიე-მეთქი. დედიკოც 2-3 საათი წერს და ვბრაზდები ხოლმე. კომპიუტერთან თუ ზის და საქმეს აკეთებს, ოთახში არ შემოხვიდეო, მეუბნება. 


- ნიკოლოზ, დედიკოს ხშირად ეუბნები, რომ გიყვარს?
- ადრე ხშირად ვეუბნებოდი და ახლა ამისთვის არ მცალია. 08:20 საათზე ვიღვიძებ და სკოლაში მივდივარ. ჯერ გახანგრძლივებულში ვრჩები, მერე გაკვეთილებს ვესწრები. სახლში რომ მივალ, ვჭამ, ვმეცადინეობ, კომპიუტერთან ერთ საათს ვატარებ და მერე ვიძინებ.


- სკოლას რომ დაამთავრებ, რა გეგმები გაქვს?
- უნივერსიტეტში ვისწავლი, სადაც ლექციებს კითხულობენ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

„კონფუცის წერტილი“ - განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი ჩვენს სხეულზე

ჩინელები ამბობენ, რომ „ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას 3 წერტილით მართავს: საჭმლის მონელება - „ჩინგისხანის წერტილი“, დროის მართვა - „ცზუ-სან-ლის წერტილი“ და გონების მართვა - „კონფუცის წერტილი“. 
დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

„სიმპსონების“ მისტიკა - მომავლის წინასწარმატყველება და Covid-19

ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“ 31 წელია, აქტუალობას არ კარგავს. მულტსერიალის შემქმენელებმა ამოუხსნელი მიზეზებით დედამიწაზე მომხდარი ბევრი მოვლენა ათეულობით წლის წინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ასეთი ფაქტი „სიმპსონებიდან“...