არჩევანი რომ ჰქონდეთ, რომელ ცხოველთან იმეგობრებდნენ პატარები?

ახალი თაობა

27 ივლისი 20:00, 2018 წელი

გაიცანით და მოუსმინეთ: ლილე კაპანაძეს, მაშო ნიშნიანიძეს, ანასტასია ტალახაძეს, ლიზა დოლიძეს, გუგა ნოდიას, ლიზი კაციაშვილს, ნიკა ნოდიასა და მართა კაპანაძეს.  

ლილე კაპანაძე - 4 წლის



- ცხოველები მიყვარს. მინდა, რომ მყავდეს შავი ფისო. სახელი შერჩეული მაქვს - მართას, ჩემი დის სახელს დავარქმევ, იმიტომ, რომ მართაც შავგვრემანია. ჩემი მეგობარი ცხოველი იქნებოდა კატა, იმიტომ რომ საყვარელია. ცხოველებიდან ყველაზე მეგობრულია ცხენი, იმიტომ, რომ ზრუნავს თავის კვიცზე და უვლის.


 


მაშო ნიშნიანიძე - 7 წლის  



- ჩემი საყვარელი ცხოველია ძაღლი, იმიტომ რომ ადამიანის გულკეთილი მეგობარია და კიდევ, ძალიან საყვარელია. სულ მინდოდა მყოლოდა ძაღლი. დედიკომ და მამიკომ ამისრულეს ეს ოცნება. მყავს ძაღლი, რომელსაც როი ჰქვია. მინდა ხოლმე გავასეირნო, მაგრამ დიდია და გამირბის. ისე, სულ ერთად ვთამაშობთ მე და როი. კიდევ, ცხოველებიდან ძალიან მიყვარს ცხენი, იმიტომ რომ ჭკვიანი და ლამაზია. მინდა, ცხენთან ვიმეგობრო.


 


ანასტასია ტალახაძე - 7 წლის



- ცხოველებიდან გამორჩეულად მიყვარს ცხენი და კვიცი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზები არიან და გრძელი კუდი აქვთ. ცხოველები კეთილები არიან. ძალიან მინდა პანდასთან მეგობრობა. სახლში მყავს პატარა კნუტი, რომელსაც წიპი დავარქვი. წიპის ვუვლი, ვეფერები, ხან რას ვაჭმევ, ხან - რას.


 


ლიზა დოლიძე - 7 წლის



- ცხოველები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით ძაღლი, იმიტომ რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია. სამწუხაროდ, ძაღლი ჯერ არ მყავს, მაგრამ დედიკოს და მამიკოს უკვე ვთხოვე, ჰასკი მიყიდონ. დამპირდნენ, რომ მიყიდიან, ოღონდ ცოტა დიდი რომ გავიზრდები და როდესაც მე თვითონ შევძლებ ძაღლის მოვლას. როცა მეყოლება სახლში ძაღლი, აუცილებლად ვიმეგობრებ მასთან და ყველა ჩემს საიდუმლოს გავანდობ.


 


გუგა ნოდია - 7 წლის



- ცხოველებიდან ძალიან მიყვარს სპილო და მარტორქა. სპილო იმიტომ, რომ დიდია, მარტორქა კი იმიტომ, რომ რქა აქვს და ძლიერია. სახლში ცხოველი არ მყავს, მაგრამ სამაგიეროდ თევზები მყავს და კიდევ სოფელში მყავს ქათამი.


 ლიზი კაციაშვილი - 8 წლის



- ცხოველები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით კნუტი და ლეკვი. ჩემი აზრით, ყველაზე კეთილი მაინც ძაღლია, იმიტომ რომ ერთგულია. ადრე მყავდა კატა, ახლა ლეკვი მყავს - ლოლიტა დავარქვი. ვფიქრობ, ადამიანებს უნდა ჰყავდეთ სახლში ცხოველი, რადგან ორივეს უყვარს და სჭირდება ერთმანეთი. ლოლიტაზე ძალიან ბევრს ვზრუნავ. ვასეირნებ, ვაჭმევ, ვბან. ძაღლის გარდა, სახლში მყავს თუთიყუში - თუთიკო. კარგია, თუ ცხოველი ან ფრინველი სახლში ყველას ეყოლება, მაგრამ ვისაც უნდა, ჰყავდეს და ვისაც არ უნდა - არ ჰყავდეს.


 


ნიკა ნოდია - 3 წლის



- ყველაზე მეტად მიყვარს სპილო, იმიტომ რომ სპლიყვი ჰყავს. მინდა, რომ სპლიყვი სახლში მყავდეს. დიდი სახლი მაქვს და დაეტევა. ვიმეგობრებდით მე და სპლიყვი. რა მოხდა? კარგად გავერთობით.


 


მართა კაპანაძე - 3 წლის



- ცხოველებიდან ვიმეგობრებდი ძაღლ დანტესთან, მულტფილმ „კოკოდან“, იმიტომ, რომ მიყვარს. დანტე ილოკება, სასაცილოა და კეთილია. კიდევ გრძელი ენა აქვს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?