სპორტის რომელი სახეობა მოსწონთ ბავშვებს ყველაზე მეტად?

ახალი თაობა

7 აგვისტო 18:00, 2018 წელი

მოუსმინეთ და გაიცანით: ნიკოლოზ მესხიძე, ნიკოლოზ კალანდაძე, რატი კერძევაძე, ლაზარე ხურციძე, ლუკა კერძევაძე, ლუკა ბებია, დათა ქუთელია, ანანო ქუთელია, სანდრო ფარღალავა, დემეტრე კვიჟინაძე და იოანე კვიჟინაძე.

დემეტრე კვიჟინაძე - 7 წლის



- ვფიქრობ, სპორტი აუცილებელია ადამიანისთვის. უფრო აჯანსაღებს ორგანიზმს. მე ფეხბურთი  მიყვარს და დავდივარ კიდეც ფეხბურთზე. მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარი. საყვარელი გუნდი - „ბარსელონა“. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არგენტინას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ რომ გავარდა, მერე ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი, მერე პორტუგალიას და ბოლოს ხორვატიას. მინდა, ნეიმარივით მაგარი ფეხბურთელი გამოვიდე. ძალიან მაგარ ფინტებს აკეთებს, ბურთს კარგად ურტყამს და აქტიურია.


 


ნიკოლოზ კალანდაძე - 10 წლის



- ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა ფეხბურთი, რადგან უფრო აქტიურად ვარ ამ სპორტში ჩართული. პრაქტიკაშიც და თეორიაშიც კარგად ვერკვევი. საყურებლადაც ფეხბურთი მირჩევნია. უფრო სასიამოვნოა ჩემთვის. ვგულშემატკივრობ „ბარსელონას“ და რადგან „ბარსელონას“ ფანი ვარ, გამორჩეულად მიყვარს ლიონელ მესი. ის არის სწრაფი, ტექნიკურია, დრიბლინგი აქვს მშვენიერი, ბურთს აჩერებს ისე, რომ სისწრაფე არ დაკარგოს. მსოფლიო ჩემპიონატზე ვგულშემაკტივრობდი ბრაზილიას.


 


სანდრო ფარღალავა - 8 წლის



- სპორტი მიყვარს. განსაკუთრებით მთამსვლელობა მომწონს და მინდა, მთამსვლელი გამოვიდე. თავიდან პატარ-პატარა მთებზე ავალ და მერე ძალიან დიდზე. მთებზე სულ უნდა ვიარო. ბოლოს მინდა, რომ ევერესტი დავიპყრო. სიმაღლის არ მეშინია და მთამსვლელობისთვის საჭირო სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე მაქვს. მთაზე ასვლა მარტო არ მინდა. მინდა, რომ ევერესტზე მეგობართან ერთად ავიდე. უკვე დაგეგმილი გვაქვს, ერთ რვა წელში, ალბათ, ავალთ.


 


იოანე კვიჟინაძე - 10 წლის



- სპორტი მიყვარს, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ფეხბურთი. სკოლაში ფეხბურთს ვთამაშობდით ხოლმე და ძალიან შემიყვარდა. ახლა დავდივარ კიდეც ფეხბურთზე. აქტიური სპორტია და ცოტა უხეშობებიც ხდება. მე თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობ. ჩემპიონატშიც გავსულვარ და მესამე ადგილი დავიკავეთ. ახლა ვოცნებობ, რომ მოვხვდე „პარი სენ-ჟერმენში“, მაგრამ რომ გავიზრდები, ალბათ, შემეცვლება აზრი. ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ. წლევანდელ ჩემპიონატზეც ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნეიმარი. მინდა მასავით ძლიერი, მაგარი და ტექნიკური ფეხბურთელი გამოვიდე. ბურთსაც კარგად ვფლობ. საკუთარ თავს 10-ბალიანი სისტემით 7 ან 8 ქულით შევაფასებდი.


 


ანანო ქუთელია - 10 წლის



- სპორტულ ცეკვებზე დავდივარ და მიყვარს ძალიან. ეს იგივე სამეჯლისო ცეკვებია, მაგრამ სპორტივითაა. მინდა, მოცეკვავე გამოვიდე. ვცეკვავ ჩა-ჩა-ჩას, სამბას, ჯაივს, რუმბას, ნელ ვალსს, ქუიქ სტეპს. ვოცნებობ, რომ ამერიკაში წავიდე და იქ რომელიმე პროექტში მივიღო მონაწილეობა - დიდ სცენაზე ვიცეკვო და ყველა გავაოცო.


 


რატი კერძევაძე - 6 წლის



- მე მიყვარს ცურვა, იმიტომ რომ ცურვასაც გასწავლიან და წყალბურთსაც. ადრე დავდიოდი ცურვაზე და ვისწავლე კარგად. მარტო აუზში კი არ ვცურავ, ზღვაში ცურვაც ვიცი, არც ტალღების მეშინია. ცურვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის კარგია. მე მომწონს, წყალში ზურგზე რომ დავწვები და ისე ვცურავ.  


 


ნიკოლოზ მესხიძე - 7 წლის



- მე მიყვარს ფეხბურთი და „იუვენტუსის“ ფანი ვარ, იმიტომ რომ „იუვენტუსმა“ რონალდო იყიდა. რონალდო ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. მეც დავდივარ ფეხბურთზე და „დინამოში“ ვთამაშობ. ვოცნებობ, მარადონასნაირი ფეხბურთელი გავხდე, იმიტომ რომ მაგარი იყო, სწრაფი იყო და მაგრად ატყუებდა ფეხბურთელებს. მეკარეს „ამატავებდა“ და გოლი გაჰქონდა.


 


ლუკა კერძევაძე - 7 წლის



- სანამ პირველ კლასში შევიდოდი, ფეხბურთზე დავდიოდი, მერე გამოვედი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვფიქრობ, რომ ისევ ვივლი ამ სპორტზე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ. სამივე პროფესიონალი, მოქნილი და სწრაფია. ძალიან კარგად ფლობენ ბურთს. ერთ თამაშში ნეიმარი იყო ძალიან აფერისტი, რაღაცებს იტყუებოდა, საჯარიმოში ვითომ ვიღაცა წააქცევდა და უნდოდა, პენალტები დაერტყა. მართალია, ეს აფერისტული თამაში არ მომეწონა, მაგრამ ნეიმარი მაინც მიყვარს. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას ვგულშემატკივრობდი. ხორვატიის გულშემატკივარი საერთოდ არ ვყოფილვარ.


 


ლუკა ბებია - 7 წლის



- სპორტიდან ყველაზე მეტად მომწონს ჭადრაკი და ცურვა. ჭადრაკი იმიტომ მიყვარს, რომ სააზროვნოა, დავდივარ ჭადრაკზე და კარგადაც ვთამაშობ. რომ გავიზრდები, მინდა ნონა გაფრინდაშვილივით ძლიერი მოჭადრაკე გამოვიდე. მაია ჩიბურდანიძეც მაგარია, ფინალში მოუგო ნონა გაფრინდაშვილს, მაგრამ მე მაინც მინდა, ნონა გაფრინდაშვილს დავემსგავსო ჭადრაკის თამაშში.


 


დათა ქუთელია - 8 წლის



- ყველაზე ძალიან მიყვარს ცურვა, იმიტომ, რომ კარგი სპორტია და თუ მანდ ივლი, ჯანმრთელი გაიზრდები. მე დავდივარ ცურვაზე და მიყვარს კროლის სტილში ცურვა. წყალბურთის თამაშიც მიყვარს და ვთამაშობთ ხოლმე აუზზე. ზღვაზეც ვცურავ და თან დამცავი ჟილეტის გარეშე. უკვე კარგად ვიცი ცურვა და არ მეშინია.


 


ლაზარე ხურციძე - 9 წლის



- ჩემი საყვარელი სპორტია ხრიდოლი. განსაკუთრებით ის სპორტი მომწონს, სადაც თავდაცვა მიწევს. თავდაცვასაც მასწავლიან და ხრიდოლის ილეთებიც მიყვარს, თან კარგად გამომდის. ადრე დავდიოდი ხელჩართულ ბრძოლაზე და ეგეც მომწონდა, მაგრამ მერე უსამართლოდ მექცეოდა მასწავლებელი და გამოვედი. ხრიდოლში შეჯიბრებებზეც გავდივარ. უკვე მედლები და ჯილდოები მაქვს. არ მინდა, ამ სპორტისთვის თავის დანებება და ვეცდები, სულ ვიარო.


 

დღის ჰოროსკოპი

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მამაკაცურობის ეტალონი 100 წლის განმავლობაში

ყველა ეპოქას შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვს და სხვადასხა დროს სხვადასხვა გარეგნობის მამაკაცები სარგებლობდნენ პოპულარობით.
საკნატუნო ამბები

ცხოვრება კაცის გარეშე: სრული სიმართლე ქალურ შიმშილზე

მარტოხელა ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც არ უყვარს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს.
დღის ჰოროსკოპი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...
ამბები

რომელი სმარტფონითაა გადაღებული ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, ჯერ ბაზარზე არარსებული სმარტფონითაა გადაღებული. თუმცა არსებობს მოსაზრება და ეჭვები, რომ ვიდეოკადრები სწორედ იმ სმარტფონითაა გადაღებული, რომელსაც მსოფლიო დიდი ინტერესით ელის!
ამბები

„თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ - კომპანიის ახალი პროექტი

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...