რას ჭამენ ბავშვები ყველაზე გემრიელად?

ახალი თაობა

24 სექტემბერი 17:00, 2018 წელი

მოუსმინეთ და გაიცანით: ლილიანა ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, დემეტრე ბაქრაძე, გიორგი არღვლიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, სალომე გრძელიშვილი, დავით კუხალაშვილი და სიდონია ეზიეშვილი.

დავით კუხალაშვილი, 8 წლის


 



ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელად ბავშვები ჭამენ ნაყინსა და ტკბილეულს, მაგრამ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, რადგან კბილებსაც აზიანებს და ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. ყველაზე ჯანსაღი საჭმელია ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. არაჯანსაღი პროდუქტები არ მიყვარს, ვიცი, რომ საზიანოა. ამიტომ თავს ვიკავებ და არ ვჭამ ჩიფსებს და ასეთ რამეებს.


საჭმელებიდან, ვფიქრობ, ყველაზე გემრიელია ხინკალი, ხაჭაპური და ასეთი კერძები. მე ყველაზე მეტად მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. მეც ვიცი საჭმლის მომზადება. მაგალითად, კვერცხს ვწვავ ძალიან გემრიელად.


 


გიორგი არღვლიანი - 5 წლის


 





ჩემი აზრით, ყველაზე გემრიელად ბავშვები ჭამენ სუპს, წიწიბურას და მაკარონს. კიდევ პიცას, ჰამბურგერს, კატლეტს და ხაჭაპურს. გაზიანი სასმელები და ბევრი ტკბილეული არ შეიძლება. ცუდი და მავნეა. მაგრამ ცოტ-ცოტას მაინც ვჭამ ხოლმე. შოკოლადსაც ძალიან ცოტას ვჭამ, რომ არ მაწყინოს. კიდევ ძალიან მიყვარს ნაყინი. უფრო ჯანსაღ საჭმელს ვჭამ. მაგალითად, დილას საუზმეზე ვჭამ გერკულესს. ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ სასარგებლოა და სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვჭამო. 


 


სალომე გრძელიშვილი, 5 წლის


 



მე მგონი, ბავშვები ყველაზე გემრიელად ჭამენ ფაფას, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ყიყლიყო. დილაობით ვსაუზმობ ხოლმე ფაფას. სადილზე წვნიანსაც მივირთმევ. წვნიანები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებელია ორგანიზმისთვის და ვჭამ. ბაღში რასაც გვაძლევენ, ყველაფერს ვჭამ. კიდევ მიყვარს პიურე, შემწვარი ქათამი, თევზი და კატლეტი. კანფეტებიც მიყვარს, მაგრამ ბევრი ტკბილეული კბილებს ატკიებს და ამიტომ ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო.


ჩიფსები, გაზიანი სასმელები არ მიყვარს. ერთხელ ურეკში ჩიფსები ვჭამე და გული ამერია. მას მერე აღარ ვჭამ. დავრწმუნდი, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა.


 


ლილიანა ჩხარტიშვილი - 3 წლის


 



ყველაზე გემრიელი საჭმელია შემწვარი ქათამი და ფაფუშა (ფაფა). ფაფა სასარგებლოა ბავშვებისთვის და ვინც ფაფას ჭამს, ის ძალიან დიდი იზრდება. ჩიფსები და ტოფიტა არ მიყვარს. არ არის კარგი. კიდევ მიყვარს შოკოლადები, საზამთრო და სიმინდი.


 


დემეტრე ბერაძე - 4 წლის


 



ბავშვები ყველაზე გემრიელად ჭამენ კექსს. მე მიყვარს დედიკოს გამომცხვარი კექსი. ბაღში წიწიბურას ვჭამ ხოლმე. კიდევ მიყვარს სუპი და ხაჭაპურიც. ნაყინი მიყვარს, მაგრამ დედიკო არ მაჭმევს, ყელი გაგიცივდებაო. ჩიფსებზე და ჰამბურგერებზეც მეუბნება დედიკო, არ შეიძლებაო, იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სულ ყველაზე გემრიელად ვჭამ ხოლმე შემწვარ კარტოფილს.


 


ნიკოლოზ ლორთქიფანიძე - 9 წლის


 



ყველაზე გემრიელად ბავშვები ჭამენ ჩიფსებს და ტკბილეულობას, მაგრამ ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მე ვჭამ ხოლმე თაფლს, კარაქიან პურს და ჩაის. უფრო გემრიელი რაღაცებიც არის, მაგრამ თაფლი და კარაქი სასარგებლოა, თორემ ისე, ხინკალიც გემრიელია და ხაჭაპურიც.


 


დიმიტრი ლორთქიფანიძე - 7 წლის


 



მე მგონი, ყველაზე გემრიელად ბავშვები ჭამენ ჩიფსებს, შოკოლადებს და ხინკალს. ვიცი, რომ ჩიფსები საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ზოგჯერ მეც ვჭამ ხოლმე. საუზმეზე ნუტელა და პურიც მიყვარს. ჩემი საყვარელი საჭმელია მოხარშული კარტოფილი. წვნიან კერძებსაც მივირთმევ ხოლმე. განსაკუთრებულად მიყვარს სუპი.


 


სიდონია ეზიეშვილი, 5 წლის


 



ბავშვები ყველაზე გემრიელად ჭამენ მაკარონს და ნაყინს. საერთოდ, რასაც ვჭამ, ყველაფერი ძალიან მიყვარს. სასარგებლო, ვიცი, რომ სუპია, სუპში ლამაზი ბოსტნეულებია, მაგრამ ისერა მიყვარს. ბაღში ვჭამ ხოლმე ვერმიშელს. კარაქიანი პური და თაფლი არ მიყვარს. აი, ბავშვები რომ ჭამენ ხოლმე ჩიფსებს და გაზიან სასმელებს სვამენ, არ შეიძლება, იმიტომ რომ მაგათში ბევრი ჭიაა. ერთხელ დავლიე, გემო კი მომწონს, მაგრამ სასარგებლო არ არის და ამიტომ არ ვსვამ. კიდევ მიყვარს შოკოლადები, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი არ შეიძლება ზომიერად ვჭამ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?