- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც დედა გახდი?
- ამაზე ამაღლებული გრძნობა არ არსებობს. ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს დედობა. ეს სასწაულია. ჩემს თავს ბოლომდე აღარ ვეკუთვნი. მთლიანად დათუნაზე ვარ გადართული. ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. ასჯერ უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი.
- როგორი ბავშვია დათუნა?
- ძალიან ცელქია და ეს ფოტოგრაფმაც შეამჩნია. ერთი წამითაც არ ჩერდება. ძალიან ჭკვიანია, თითქოს რაღაცნაირად გრძნობს ადამიანებს. ადამიანების ამოჩემება იცის. მაგალითად, როცა ჩემი ქმრის მეგობრები მოდიან, რამოდენიმეს ამოარჩევს ხოლმე და მათთან კონტაქტობს. განსხვავებული ბავშვია. ყველაფერს სხვანაირად გრძნობს. მოსიყვარულე და ძალიან თბილია
- როგორ ატარებთ ერთად დროს დედა-შვილი?
- რაც შეეხება ჩემს რეჟიმს, მთლიანად დათუნაზე ვარ დამოკიდებული. ვსეირნობთ ვერის ბაღში, რადგან აქ ახლოს ვცხოვრობთ, ვაკის პარკში, მზიურში. დამყავს დაბადების დღეებზე, არც ერთს არ ვაცდენთ (იცინის). ასე მხიარულად ვატარებთ დროს. ყოველ კვირა დაგვყავს ტაძარში და ვაზიარებთ აუცილებლად.
- როდესაც დათუნა გაჩნდა, ძიძა გეხმარებოდა, თუ მარტო გაზარდე?
- ძიძა არ მყოლია. სურვილი არ მქონდა. მინდოდა, მე თვითონ გამეზარდა. თანაც დიდი ხანი მყავდა ბუნებრივ კვებაზე, სამსახურიც ხელს მიწყობდა. „ქრონიკის“ წამყვანი ვიყავი და როცა ეძინა, სამსახურში მოვდიოდი, გაიღვიძებდა თუ არა - სახლში მივრბოდი.
- როგორია შენი გეგმები, აპირებ ეკრანზე დაბრუნებას?
- ამჯერად არ ვმუშაობ, მაგრამ სამსახურის დაწყებას ვაპირებ. ტელევიზიაში თუ სხვაგან, არ ვიცი, თუმცა რამოდენიმე შემოთავაზება მაქვს და ალბათ მოკლე ხანში გადავწყვეტ.