ანი ცინცქილაძე - მე და ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ტოლები ვართ

ახალი თაობა

7 აპრილი 20:00, 2015 წელი

ტანსაცმლის დიზაინერი ანი ცინცქილაძე 19 წლის ასაკში გახდა დედა. მას ტყუპი გოგო-ბიჭი ჰყავს - მაშკა და ბიკო.


- მაშინაც  ვიცოდი, რომ დედობისთვის ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ვრწმუნდები ამაში. მე და ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ტოლები ვართ.


- რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი დედა იყო?
- ვერ ვიტყვი, რომ რამე ფორმულა არსებობს, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარია, არ მოვადუნოთ ყურადღება, არ მოვაკლოთ პატარებს სითბო და არასდროს განიცადონ დედის დანაკლისი.

- როგორი ბავშვები არიან ტყუპები?
- ძალიან ცელქები და სუპერაქტიურები.

- ხასიათით ჰგვანან ერთმანეთს?
- რამდენიმე  საერთო თვისება აქვთ, მაგრამ არა - ტყუპებისთვის დამახასიათებელი.
ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.  ორივე სხვადასხვა ადამიანია. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ გოგო და ბიჭი არიან.

-  ვინმე გეხმარებათ ბავშვების აღზრდაში?
-  ბავშვების დაბადებიდან გვყავდა ფანტასტიკური ძიძა, რომელიც ძალიან მეხმარებოდა... და არა მარტო ძიძა - ყველა მეხმარება, მთელი ოჯახი ერთად ვზრდით ბავშვებს.


- ტანსაცმლის დიზაინერი ხართ და თქვენი შვილებისთვის თუ ქმნით სამოსს?
- კი, რა თქმა უნდა... მაშკას ახლაც ჩემი შეკერილი კაბა აცვია.

- მუშაობის გამო დღის განმავლობაში ახერხებთ ბავშვებთან ყოფნას?
- ბავშვები სკოლიდან რომ გამომყავს, ვცდილობ, მერე მეც სახლში ვიყო. ძალიან უყვართ, როდესაც მათთან ერთად ვთამაშობ დაჭერობანას, დამალობანას. მაშკას ბარბებით უყვარს თამაში, ბიკოს - ჭიდაობა. გარდავიქმნებით ხოლმე ზღაპრის გმირებად და ვჭიდაობთ.

- კიდევ აპირებთ შვილის გაჩენას?
- ძალიან მინდა, უბრალოდ - ცოტა მოგვიანებით.

P.S. ფოტოსესია გადაღებულია საბვშვო - გასართობ ცენტრში ,,დადუს სახლი".

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?