ჩვენ, ყველა ერთად, ევას გადავარჩენთ!

ახალი თაობა

12 მაისი 16:10, 2016 წელი
82

შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით წუხელ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ევას სასწრაფოდ ესაჭიროება ხერხემალზე განმეორებით ურთულესი ოპერაცია, რისთვისაც ხვალ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ.


ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს აფინანსებს.  
თუმცა, ოპერაცია პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა კიდევ 35 ათასი დოლარის მობილიზება. ჩვენ ამას შევძლებთ და ევას გადავარჩენთ!
გთხოვთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ, შეძლებისდაგვარად გაიღოთ თანხა.

ბანკი „რესპუბლიკა“. ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 მიმღები: შორენა ბეგაშვილი