კოტე ტუღუში: „როცა ქვეყანას შენი შთამომავალი ევლინება, ეს განსაკუთრებული გრძნობაა!“

ახალი თაობა

13 ივლისი 20:00, 2016 წელი
88

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელ კოტე ტუღუშს სამი შვილი ჰყავს - 9 წლის მარიამი, 8 წლის ანასტასია და 3 წლის სანდრო.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


  • მამა რომ გავხდი, 25 წლის ვიყავი. ბავშვები იმდენად მიყვარს, გამუდმებით ველოდი, როდის მეყოლებოდა საკუთარი შვილი. როცა ქვეყანას შენი შთამომავალი ევლინება, ეს განსაკუთრებული გრძნობაა და ცხოვრებაზე შეხედულებებიც რადიკალურად გეცვლება.

  • ქართველ მამაკაცებს სჩვევიათ, რომ ბიჭი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ. მე კი ეს გართულება არასდროს მქონია. გოგონები და ბიჭიც რომ მყავს, ბედნიერი ვარ!

  • იანა: კოტე ძალიან კარგი მამაა. როცა სახლშია, შვილებს დიდ დროს უთმობს. ბავშვებთან თვითონაც ბავშვი ხდება და მათთან თამაში არ ბეზრდება. აძინებს და აჭმევს კიდეც. მათ აღზრდაში ძალიან მეხმარებოდა და დღესაც გვერდში მიდგას.

  • იანა: ყველაზე რბილი ხასიათი ანასტასიას აქვს. სანდრო და მარიამი კი ჯიუტები არიან. და-ძმა ჩხუბობენ კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მეგობრულები არიან. როცა სტუმრად ვართ, ყველა აღფრთოვანებული რჩება, როგორი ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვები არიანო.

  • კოტე: იანაც ძალიან დაკავებულია. ინგლისურის პედაგოგი გახლავთ და ერთად ყოფნას სახლშიც ძლივს ვახერხებთ. დღის განმავლობაში გოგოები - სკოლაში, სანდრო კი ბაღში დადის. მათ აღზრდაში ბებია-ბაბუებიც აქტიურად არიან ჩართულნი.

  • იანა: ინტერესები ხშირად ეცვლებათ. მარიამი ორი წელი ჩოგბურთზე დადიოდა. ახლა ცეკვითაა გატაცებული. ანასტასია ცურვითა და ცეკვითაა დაინტერესებული. საკმაოდ კარგად ხატავს. სანდრო ჯერჯერობით ცელქობს და დებს ნერვებს უშლის.

  • .

  • იანა: კოტესთან ერთად სასეირნოდ გასვლა იშვიათად გვიწევს. ამისთვის დრო თითქმის არ აქვს. ზოგჯერ გასართობ ცენტრებში თუ მოვახერხებთ წასვლას. შვებულების პერიოდში კი დასასვენებლად ერთად მივდივართ.

  • იანა: გოგონები სანდროს ძალიან უვლიან, ათამამებენ.

  • კოტე: გოგოები ნაკლები მოთხოვნილებებით გამოირჩევიან. სანდრო კი გამუდმებით რაღაცის ყიდვას ითხოვს.