ნუცა ჯანელიძის ბავშვობის ოცნება, პირველი სიმღერა და პირველი სიყვარული

ბავშვობის ფოტოები

25 იანვარი 18:00, 2016 წელი

 „...დედაჩემს ეუბნებოდნენ: შენს შვილს ისეთი სმენა აქვს, ნემსის ყუნწში ძვრებაო...“ - ბავშვობის მოგონებებს გვიზიარებს მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე.


ბავშვობაში ვოცნებობდი
... კლასიკურ მუსიკაზე და მინდოდა  ოპერის მომღერალი გამოვსულიყავი. ძალიან კარგი სმენა მქონია, ხმა კი - ძალიან ნაზი. კომპოზიტორები დათო ტურიაშვილი, გოგი ცაბაძე დედაჩემს ეუბნებოდნენ: შენს შვილს ისეთი სმენა აქვს, რომ ნემსის ყუნწში ძვრებაო. ასეთი კარგი სმენა მქონდა და სულ ვოცნებობდი, რომ კლასიკა მემღერა.


სიმღერა დავიწყე... ორი წლიდან. მაშინ კიკეთში ვისვენებდით. „აბა დელი დელი დელა“ - ამ სიმღერას ბავშვურად ვმღეროდი... მაშინ მიშა თუმანიშვილი უკვე რეჟისორი იყო და გადაიღო საბავშვო კონცერტი, სადაც მე თოჯინებს შორის დავდიოდი და ვმღეროდი სიმღერას „ეს საწყალი კურდღელი“... მაშინ მერი დავითაშვილი ცნობილი კომპოზიტორი იყო. მერე ჩემი ძმა წამომეწია. რობერტინო ლორეტის მსგავსი ხმა ჰქონდა. ჯამაიკას, სანტა ლუჩიასა და სორენტოს მღეროდა. მე ამ დროს უკვე დაკვრაზე გადავედი - ჩემი ძმისთვის ვუკრავდი. თავიდან კი სიმღერა ერთად დავიწყეთ. მთავრობის კონცერტებზეც გამოვდიოდით ხოლმე. ერთხელ დედაჩემს დაუძახეს ცეკაში და ჰკითხეს: თქვენ ტელეფონი არ გაქვთო? კონცერტზე გვჭირდებოდა ბავშვი, სკოლაში გადავედით და ვერ გიპოვეთო. დედაჩემმა უთხრა: არ გვაქვსო. ცეკას მდივან მჟავანაძის დავალებით სასწრაფოდ დაგვიდგეს ტელეფონი - უფასოდ, უპატრონოდ, უყველაფროდ. აი, ასე დავეხმარეთ პატარები ოჯახს (იცინის). 
მერე პუშკინის ინსტიტუტში ჩავაბარე, კონსერვატორიაში მეზარებოდა. ინსტიტუტში რეზო ლაღიძე იყო მუსიკის კათედრის გამგე. დედაჩემი და რეზო კი კურსელები იყვნენ. რეზო ყველა გამოცდაზე შემოდიოდა, მარტო ჩემი გულისთვის კი არა, ყველა ბავშვს ეხმარებოდა. 


ბავშვობიდან მოვიპარავდი... რა თქმა უნდა, დედაჩემი მენატრება. თუ რამე გამაჩნია კარგი და თუ ვინმეს ვიცნობ, ეს მისი დამსახურებაა. გენეტიკურადაც მისი დამსახურებაა, რომ მუსიკასთან შეხება მაქვს. მამისგან კი სიჩუმე, გაწონასწორებული ხასიათი და ღიმილი გამომყვა... მამა ძალიან ჭკვიანი იყო, 13 წლის ასაკში ჩაის ფოთლების საშრობი მანქანა გამოიგონა. მერე ორჯერ ჩუმად დააპირა საზღვარგარეთ გაქცევა და ორჯერვე დააბრუნეს. უბრალოდ, არ დაიჭირეს, რადგან ბაბუაჩემის გავლენა იყო. მამაჩემი საოცრად მკაცრი იყო, მაგრამ ამავდროულად მეგობრული, ოღონდ არ ამჟღავნებდა. მე ვუყვარდი ძალიან. ჩემი სახელის წერაში გარდაიცვალა. ბოლოს პარალიჩმა დაარტყა და საავადმყოფოში იწვა.
იმ დღეს, სანამ მე მივიდოდი, დედას უკითხავს, რა გენატრებაო? მამამ ანიშნა, ფურცელი მომიტანეო და დაწერა ასოები ნ უ ც, -ზე კი კალამი ხელიდან გაუვარდა და გარდაიცვალა.


ბავშვობის სიყვარული... პირველად პიონერთა სასახლეში მომეწონა ბიჭი, გარეგნულად იყო კარგი ტიპი, მოცეკვავე... სხვათა შორის, პირველად, დაახლოებით, 15 წლის წინათ გამოვამჟღავნე ჩემი ემოცია და ვიღაცაზე ვთქვი, რომ აი, ეს მომწონს-მეთქი. მრცხვენოდა უარყოფის...


ნუცა დედასთან ერთად

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?