რუსული ჯარის და ზურაბ ჟვანიას როლი დათო ოქიტაშვილის ცხოვრებაში

ბავშვობის ფოტოები

18 თებერვალი 17:00, 2015 წელი

დღევანდელი სტუმარია კულტურის პალატის პრეზიდენტი, „ვარსკვლავების“ გახსნის ინიციატორი დათო ოქიტაშვილი, რომელიც სიამოვნებით იხსენებს საკუთარი ბავშვობის საინტერესო ეპიზოდებს.


დავიბადე თბილისში, 1969 წელს.  


დედა საკმაოდ წარმატებული მოცეკვავე იყო და ჩვენს ოჯახში სულ იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები... ალბათ ამანაც განაპირობა კულტურის მიმართ ჩემი ასეთი სიყვარული.


მამაჩემი სულ დასაქმებული იყო, ხშირად დადიოდა მივლინებებში... ამიტომ, ჩემი და ჩემი ძმის აღზრდა დედამ იტვირთა. შესაბამისად, დედის მიმართ დღემდე განსაკუთრებული სიყვარული გაგვაჩნია.


ქართული ცეკვა


ბავშვობაში ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, სადაც, სხვა პედაგოგებთან ერთად, დედაჩემიც მასწავლიდა... ცეკვა ძალიან მომწონდა და შეიძლება გავყოლოდი კიდეც, რომ არა ჩემი მოუსვენრობა... იმდენად ცელქი ბავშვი ვიყავი, რომ საკუთარმა დედამ ცეკვის ჯგუფიდან გამომაგდო (იცინის).


„მოპარული“ თოჯინა


დღესაც მიკვირს, ბაღის მასწავლებლები როგორ მიძლებდნენ - წუთით არ ვისვენებდი, ბავშვებს ვაწვალებდი, გამუდმებით რაღაცას ვაფუჭებდი... ერთხელ მახსოვს, მეზობელ ჯგუფში თოჯინა მოვიპარე და ჩემს ჯგუფელ გოგონას ვაჩუქე, რომელიც ძალიან მომწონდა... რა თქმა უნდა, ეს ბავშვური საქციელი იყო და სრულიად უწყინარი განზრახვა მქონდა, მაგრამ იმ საღამოსვე გამიგეს და სამაგალითოდ დამსაჯეს.


სკოლის წლები


სკოლის პერიოდში ხულიგანი ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში არც გართობაზე ვამბობდი უარს და კლასელებთან ერთად შატალოზეც დავდიოდი...


სწავლით კარგად ვსწავლობდი - განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა... ქიმია, ფიზიკა და სხვა ტექნიკური საგნები ნაკლებად მაინტერესებდა...


საუკეთესო პედაგოგები მასწავლიდნენ, თითქმის ყველა მათგანი მახსოვს და მიყვარს... ზოგიერთთან დღესაც მაქვს ურთიერთობა...


სკოლის მერხიდან დაწყებული მეგობრობა


ძალიან მეგობრული კლასი ვიყავით და ბევრ კლასელთან დღესაც ვმეგობრობ... ერთ-ერთი მათგანი თაკო გაიაშვილია, რომელიც სკოლის წლებიდან მოყოლებული, ყოველთვის გვერდში მიდგას, ჩემს ყველა ტკივილს და წარმატებას იზიარებს... თაკო ჩემი მეუღლის უახლოესი მეგობარიც გახდა... მოგვიანებით, მირონითაც  დავნათესავდით და ამით ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გავამყარეთ... მოკლედ, ჩვენ დავამსხვრიეთ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპი და დავამტკიცეთ, რომ ქალ-ვაჟის გულწრფელი და უანგარო მეგობრობა მართლაც არსებობს.


ჯარის წლები


სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში გამიწვიეს... სხვათა შორის, ჩემს მშობლებს შეეძლოთ, ჯარიდან დავეტოვებინე, მაგრამ მამამ იაქტიურა - კაცისთვის სამხედრო სამსახური აუცილებელიაო და ორი წელი რუსულ ჯარში გავატარე. ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან იმ წლებმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა... ფაქტობრივად, გარდატეხა მოახდინა ჩემში...


ტექნიკური უნივერსიტეტიდან - კულტურის სფეროში...


ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მომავალში კულტურის სფეროში აღმოვჩნდებოდი... ამაში დიდი როლი ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ ითამაშა, რომელმაც ჩვენთან, ოჯახში სტუმრად ყოფნისას, შემომთავაზა - კარგი იქნება თუ კულტურის ხაზით  იმუშავებო... მეც მაშინვე დავთანხმდი და დღემდე ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით, რადგან ჩემმა საქმიანობამ უამრავ საინტერესო და ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობისა და მეგობრობის საშუალება მომცა.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?