ზაზა მარჯანიშვილი - მეტალურგი აბსოლუტური სმენით

ბავშვობის ფოტოები

1 აპრილი 17:00, 2015 წელი

და მეტალურგია მასთან რა შუაშია? ამბობს, ბავშვობაში ძალიან ზარმაცი ვიყავიო, „ბითლზის“ კომპოზიციებზე გაიზარდა, ცეკვავდა კიდეც, მაგრამ თავი დაანება - იმიტომ, რომ გამწვანდა... დღეს უნიჭიერი მუსიკოსი და თბილისზე უზომოდ შეყვარებული ზაზა მარჯანიშვილი თავისი ბავშვობაზე გვიყვება.


დავიბადე 1968 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში. მიმაჩნია, რომ მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები მუსიკოსები არ არიან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩემთვის მუსიკა შეეყვარებინათ.


პირველი „დასარტყამი ინსტრუმენტი“
ჩემი პირველი ინსტრუმენტი, ცოტა არ იყოს უცნაური იყო (იცინის). ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედა „პრაიგრივატელში“მირთავდა და მასმენინებდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, გაბზარულ თეფშებს „ჩაის ტილოებში“ მიხვევდა, ჯოხებს მაძლევდა და, ამაზე დაარტყიო, მასწავლიდა. მეც თეფშებზე ჯოხებს ვურტყამდი და, როგორც მეუბნებიან, „ბითლზის“ კომპოზიციებისთვის მიმსგავსებას ვცდილობდი. ეს პატარა და, ერთი შეხედვით, სასაცილო გამოცდილება მოგვიანებით, სტუდიაში მისაღებ მოსმენაზე გამომადგა – „ნერგებში“ რომ მიმიყვანეს, აღმოჩნდა, რომ დასარტყამ ინსტრუმენტზე შესასრულებელი ერთი რიტმი უკვე ვიცოდი.


ბაღის წლები
საბავშვო ბაღში სახლთან ახლოს, კლარა ცეტკინის ქუჩაზე დავდიოდი.

საოცრად მიყვარდა  ჩემი ბაღის მასწავლებელი – ქალბატონი კატუშა. როცა მეკითხებოდნენ, ყველაზე ძალიან ვინ გიყვარსო? „კატუშა მასწავლებელი და ლენინი-მეთქი“, – ვპასუხობდი. ლენინს საიდან ვიცნობდი, მართალი გითხრათ, არ მახსოვს (იცინის).


 „დაკარგული“ მოცეკვავე
3-4 წლის ასაკში დედამ ქართული ცეკვის სტუდიაში მიმიყვანა. ძალიან გამხდარი, „უჭმელი“ ბავშვი ვყოფილვარ და რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ, კიდევ უფრო გავმხდარვარ. დედაჩემი შეშინებულა – ბავშვს ფერი აღარ ადევს, სულ გამწვანდაო და ცეკვიდან სასწრაფოდ გამოვუყვანივარ. ამის შემდეგ, როცა მეკითხებოდნენ, ცეკვაზე რატომ აღარ დადიხარო? მწვანე გავხდი და იმიტომ-მეთქი, – ვპასუხობდი. ასე დაკარგა ქართულმა სცენამ, ჩემი სახით, საუკეთესო მოცეკვავე (იცინის).


„ნერგები“
ეს იყო საოცარი სკოლა, რომელმაც რეპეტიციების ჩატარების კულტურა მასწავლა, საუკეთესო პედაგოგებს შემახვედრა, ბევრი მეგობარი შემძინა...

ვამაყობ, რომ ჩემი პედაგოგები იყვნენ – ნოდარ მდინარაძე, დავით კევლიშვილი, სოსო ჟორდანია. გარდა ამისა, ჩემთან ერთად გაიზარდნენ შესანიშნავი მუსიკოსები –  პაატა ანდრიაძე, მამუკა ღაღანიძე... სეზონი რომ დაიწყებოდა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში დავდიოდით და კონცერტებს ვმართავდით, რაც კიდევ უფრო გვაახლოებდა. როგორც სკოლაში იყო ადრე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ზუსტად ასე გვქონდა „ნერგების“ ბავშვებს „ნერგებს“ გარეშე დასაკრავი კომპოზიციები და ყოველ ახალ მუსიკალურ აღმოჩენას ერთმანეთს ვუზიარებდით.


ზარმაცი მოსწავლე
„ნერგებში“ დასარტყამ ინსტრუმენტზე ვუკრავდი, მაგრამ დედამ ეს არ იკმარა და პარალელურად, მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით ჩამაბარებინა. გაგიკვირდებათ და მთელ მუსიკალურ სკოლაში ყველაზე ზარმაცი მოსწავლე ვიყავი – გაკვეთილებს ვაცდენდი, არ ვმეცადინეობდი... საბოლოოდ იმდენი გაცდენილი გაკვეთილი დამიგროვდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედაჩემს სახლში რუსული ასოებით დაწერილი დეპეშა მოუვიდა: „გაიკვანეთ ბავშვი თუ ისევ დადის?“ აი, მაშინ კი მომხვდა ყურისძირში დეპეშის ადრესატისგან (იცინის). თანაც იმდენად კარგი სმენა მქონდა, რომ ბევრი მეცადინეობის გარეშეც ფონს იოლად გავდიოდი, ამიტომ თავს დიდად აღარ ვიწუხებდი და რომ არა ჩემი მუსიკის პედაგოგი – მერი ალავიძე, შეიძლებოდა მუსიკაზე გულიც კი ამცრუებოდა. ქალბატონი მერი საოცარი პედაგოგიური ტაქტიკით მომიდგა და სწორედ მისი დამსახურებითაა, რომ ჩემი ცხოვრება საბოლოოდ მუსიკას დავუკავშირე.


სკოლის წლები
რკინიგზის პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც დგებუაძის ქუჩაზე მდებარეობდა. საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი, რადგან დედა თავისი სიმკაცრით ცუდად სწავლის საშუალებას არ მაძლევდა. დილიდან დაღამებამდე –  ხან გაკვეთილებს ვსწავლობდი, ხან მუსიკალურ კომპოზიციებს ვუკრავდი... თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა.


ჯაზი ჩემს ცხოვრებაში
პირველად ჩიკ კორეას ცნობილი ალბომი „ჩემი ესპანური გული“ მოვისმინე. სწორედ ამ შემსრულებელმა შემაყვარა სამუდამოდ ჯაზი. მივხვდი, რომ ეს იყო უზარმაზარი მუსიკალური კოსმოსი, რომელსაც ან უნდა შევჭიდებოდი, ან მუსიკისთვის თავი საერთოდ უნდა დამენებებია.


„საჩუქარი“ დედისთვის
სკოლის დამთავრების შემდეგ, კონსერვატორიის ნაცვლად, „გეპეიში“, მეტალურგიულ ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. მე კი მინდოდა კონსერვატორიაში ჩაბარება, მაგრამ რადგან მუსიკოსობა იმ დროს პერსპექტიული პროფესია არ იყო, დედაჩემის თხოვნა გავითვალისწინე და ჩემს ოცნებაზე უარი ვთქვი. თუმცა, არ ვნანობ, რადგან საბოლოოდ მაინც მუსიკალური განხრით წავედი, მეტალურგის დიპლომი კი დედაჩემს დაბადების დღეზე საჩუქრად მივუტანე (იცინის).


„ჩემი ბავშვობის თბილისის ნოსტალგია“
ჩვიდმეტი წელი ვიცხოვრე ამერიკაში და დღეს არ ჩაუვლია ისე, რომ საქართველო არ მომნატრებოდა. სამშობლოში სწორედ ამ მონატრებამ დამაბრუნა, მაგრამ...

ჩამოვედი და დამხვდა სრულიად შეცვლილი თბილისი – აღარ დამხვდა კინო „გაზაფხული“, ხმის ჩამწერი სტუდია „მელოდია“... და რაც ყველაზე გულსატკენია, სივრცე აღარ დამხვდა ქალაქში – ვერა-ვაკე-საბურთალო შენობებითაა „ამოტენილი“. ძველი, თბილისური ურთიერთობებიც დაიკარგა – პლეხანოვზე სეირნობისას, მთელი დღის მანძილზე, შეიძლება ერთი-ორი ძველი პლეხანოველიღა ვნახო... დროის მანქანა რომ მქონდეს, ძველ დროში დავბრუნდებოდი და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემი ქალაქის ასეთ მდგომარეობამდე მიყვანაში წვლილი მიუძღვის, დავანახვებდი დღევანდელ თბილისს და გავფრთხილებდი, რა შედეგი მოჰყვებოდა მათ უგუნურებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?