გურანდა გაბუნიას ბავშვობის სოხუმი

ბავშვობის ფოტოები

14 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი

„სხვაგან სად უნდა მდომებოდა წასვლა, როცა სოხუმში ვიყავი. ასეთი სოხუმი არავის დაესიზმრება... წლების შემდეგ, როდესაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სოხუმში გასტროლებზე ჩავედით, სასტუმრო „რიცაში“ დავბინავდით. იმ ღამით ვერ დავიძინე, აივანზე ვიჯექი და ზღვას ვუყურებდი... ძალიან ძნელი იყო...“ - საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გურანდა გაბუნია ბავშვობის მოგონებებს გვიზიარებს.  

ბავშვობაში ვოცნებობდი... ძალიან მომწონდა ექიმის პროფესია. მახსოვს, წიგნი „ახალგაზრდა გვარდია“ რომ წავიკითხე და მის მიხედვით გადაღებული ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა მედდის თავსაფარი და თეთრი ჩანთა წითელი ჯვრით. ბებიამ ორივე შემიკერა და კლასში მედდა ვიყავი. ჩემს დროს კლასში ვინმეს კბილი თუ ასტკივდებოდა ან სხვა რამ, მედდას მიჰყავდა ექიმთან. ჰოდა, ასე დავდიოდი წითელჯვრიანი თავსაფრით და ჩანთით...


მეგობრებთან ერთად... თეატრში გავიზარდე, თუმცა კინოშიც ხშირად დავდიოდით. ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს კინო „რუსთაველი“ იყო - ხის კარებით, ხის კედლებით... კინოთეატრში ბევრი ადგილი იყო, თუმცა მეგობრები დიდი ხნის განმავლობაში ფილმს გარედან ვუყურებდით: თითოეულმა ხის კედელში მრგვალად გამოვჭერით თვალის ჩასადები ადგილები, მივაწერეთ ჩვენი სახელები - გურანდა, ოლგა, მარინა - და იქიდან ვიჭყიტებოდით. ყველამ იცოდა, რომ თუ ვინმე გაბედავდა და სხვის „თვალს“ დაიკავებდა, თვალში თითს მიიღებდა... „საშინელი“ ბავშვები ვიყავით, მე კი მათ მეთაურად ვითვლებოდი.


ჩემი ცელქობის გამო... ერთხელ სკოლიდან 24 დღით გაგვრიცხეს. მაშინ მე-11 კლასში ვიყავი. შეგვიცვალეს პედაგოგი, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ეს არ ვაპატიეთ. ზოოლოგიის კაბინეტში დავხურეთ ფანჯრები, ონკანები გავხსენით და იმდენი ხნის მანძილზე დავტოვეთ, რომ წყალი კაბინეტში მუხლამდე დადგა და ქვედა სართულზეც ჩააღწია. კაბინეტში შემოიჭრნენ, კარი გააღეს და ყველა სკოლიდან გაგვრიცხეს 24 დღით. ეს 24 დღე ისევ კინოში დავდიოდით და სხვადასხვა ფილმებს ვუყურებდით. მახსოვს, მამაჩემს დირექტორმა დაურეკა: გააჩერე შენი შვილი, შეგვშალა, გადაგვრიაო... გაგიჟდა მამაჩემი, ამხელა გოგო როგორ იქცევიო? შენ კარგი მსახიობი რომ გყავდეს თეატრში და უცებ ვიღაცამ სხვაგან წაიყვანოს, რას იზამდი-მეთქი, ვკითხე. რა თქმა უნდა, მეც ვიბრძოლებ, - მითხრა მამამ, - მაგრამ ასე არაო.
ერთხელ კი თანაკლასელი ბიჭი ვცემეთ. საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი იყო. მათემატიკაზე დახურავდა რვეულს და არავის არაფერს გვაწერინებდა. ვუთხარი, კიდევ ერთხელ გააკეთებ ასე და ინანებ-მეთქი. რას მაშინებ, მე ბიჭი ვარ, შენ - გოგოო. მე შენ განახვებ, რაც შემიძლია-მეთქი. დავკეტეთ კლასის კარი, გადავაფარეთ პალტო და კარგად ვცემეთ (იცინის).


ჩემი საყვარელი გმირი იყო... „ახალგაზრდა გვარდიიდან“ მამაცი ქალი ლუბოვ შევცოვა. მას სცემდნენ, აწამებდნენ, მაგრამ მაინც არ ეშინოდა გერმანელი ჯარისკაცების, პირში ეუბნებოდა, რასაც მათზე ფიქრობდა... ის გმირი იყო.


ადგილი, რომელიც ბავშვობაში ყველაზე მეტად მიყვარდა... სხვაგან სად უნდა მდომებოდა წასვლა, როცა სოხუმში ვიყავი. ასეთი სოხუმი არავის დაესიზმრება. ჩვენი საცხოვრებელი ბინის მოპირდაპირე მხარეს სანაპირო იყო. ომის დროს სახლებში წყალი რომ არ მოდიოდა, წავიღებდით საპონს, ჩავდიოდით ნაპირზე და იქ ვბანაობდით... წლების შემდეგ, როდესაც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სოხუმში გასტროლებზე ჩავედით, სასტუმრო „რიცაში“ დავბინავდით. ამ სასტუმროს ორ ოთახში ადრე ვცხოვრობდი, მას შემდეგ, რაც თეატრი დაიწვა... აღმოჩნდა, რომ მე და ოთარი სწორედ იმ ოთახში მოვხვდით. იმ ღამით ვერ დავიძინე, აივანზე ვიჯექი და ზღვას ვუყურებდი. ოთარი მეხვეწებოდა, რომ დამეძინა, თუმცა ვერ შევძელი... ძალიან ძნელი იყო... 


 


პატარა გურანდა დედასთან ერთად (მარცხნივ), დედის მეგობარი, პარტნიორი თეატრში და გურანდას ძუძუმტეები (მარჯვნივ), სოხუმი, 1939 წელი


 


გურანდა (შუაში) ძუძუმტეებთან ერთად


 


გურანდა გაბუნია მამასთან ერთად




 


გურანდა დედასთან ერთად

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?