გიო ხუციშვილი: ბავშვობის ხმის ჩანაწერები გია ყანჩელის წყალობით შემომრჩა

ბავშვობის ფოტოები

28 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

ერთხელ გია ყანჩელი მოვიდა ჩვენთან... წამიყვანა „მელოდიაში“ და ჩამაწერინა ის სიმღერები, რასაც ვმღეროდი... ზუკაზე მაღალი ხმა მქონდა. ძალიან მიხარია, რომ გია ყანჩელის დამსახურებით ეს ხმა შემომრჩა, - ბავშვობისდროინდელ მოგონებებს გვიზიარებს მომღერალი გიო ხუციშვილი.

ბავშვობაში ვოცნებობდი... ბავშვობაში ვცურავდი, წყალბურთზე დავდიოდი, თხილამურებზე ვიდექი, ნაკრებში ვიყავი. გარდა ამისა, კინო მიყვარდა ძალიან. 5 წლის ვიყავი, როცა შოთა მანაგაძის ფილმისთვის „წუთისოფელი“ ბავშვები ამოგვარჩიეს. „ალილოს“ ვმღერით. თენგიზ არჩვაძე, რომელიც ფილმში ოფიცერია, თეთრგვარდიელი, კანფეტებს გვაძლევს... ისე ჩამრჩა ეს კინო გულში, რომ ამის მერე დავიწყე კინოზე ოცნება. ეს ოცნება ავიხდინე და სარეჟისოროზე ჩავაბარე, დოკუმენტალისტიკას წავყევი. მაშინ უკვე მიღებდნენ ფილმებში - „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“. თუმცა კინოზე ოცნება ბოლომდე ვერ ავიხდინე, რადგან მხატვრული ფილმის გადაღება მინდოდა. ამაზე ახლაც ვფიქრობ. იმ დროს ყველაფერი დაინგრა - ინფრასტრუქტურა, სტუდიები... ამიტომ შევიცვალე პროფესია და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. სად არ მიმუშავია... გამგებლის მოადგილე ვიყავი, საბაჟოზე ვმუშაობდი, ღვინის კომპანიაში, კინოსტუდიაში, სამსახიობო პროფესია შევითავსე, მომღერლობა. ახლა სპორტის სასახლის დირექტორი ვარ. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ეტაპი იყო და რაღაცის თავიდან დაწყება არასდროს მეშინია.


 


სიმღერა დავიწყე... ბავშვობიდან. ვმღეროდი, მაგრამ სცენაზე ასვლა არასდროს მინდოდა.  ბავშვობაში ყველაფერზე უარს ვამბობდი, რატომ, არ ვიცი. ჩემი და მღეროდა, ნანა გელოვანისა და ხათუნა ხუციშვილის დუეტი ცნობილი იყო. ბავშვობაში, მახსოვს, ჩვენს სახლში სულ ქეიფი იყო, მეც გამაღვიძებდნენ, ამაყენებდნენ და სტუმრებთან მამღერებდნენ ხოლმე. ერთხელ გია ყანჩელი მოვიდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მოისმინა ჩემი სიმღერა, დილას კი გამომიარა, „მელოდიაში“ წამიყვანა და ყველა სიმღერა ჩამაწერინა, რასაც მაშინ ვმღეროდი. მადლობელი ვარ გიასი, რომ ბავშვობის ნამღერი დამრჩა. ბავშვობაში ზუკაზე მაღალი ხმა მქონდა. ახლა ამ ჩანაწერს ძალიან ვუფრთხილდები... მიხარია, რომ გია ყანჩელის დამსახურებით ეს ხმა შემომრჩა. ჩემი სცენაზე ასვლა კი მამუკა ჩარკვიანის „ბრალია“... სტუდენტობის მერე მე და მამუკა ჩარკვიანი მამუკას სიმღერას ვმღეროდით, ერთხელაც სცენაზე ავედით და შემოვრჩით.


 


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. დედა მასწავლებელი იყო, მამა - პარტიული მუშაკი, ამიტომ მანქანა გვემსახურებოდა. არაფერს მაკლებდნენ, ზამთარში - ბაკურიანი, ზაფხულობით - გაგრა... მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა, მერე გარდამეცვალა დედა... ბავშვობა მშობლებთანაა ასოცირებული და თუ ნატვრაზეა საუბარი, მინდა, ისევ ის დიდი ოჯახი მქონდეს. ისე კი არაფერს არ შევცვლიდი, უბრალოდ, დედაჩემისა და მამაჩემის მონატრება მაქვს... ამიტომ მინდა, ჩემს შვილებს უფრო მეტი დრო დავუთმო და ის სითბო, რაც მე დამაკლდა, მათ გავუნაწილო.  


 


ბავშვობის სიყვარული... პირველი სიყვარული ყოველთვის გახსოვს... სკოლაში, პირველ თუ მეორე კლასში, ძალიან მომწონდა ერთი გოგო. მახსოვს, რა საოცარი შეგრძნებები მქონდა - სკოლაში მისვლა რომ გიხარია და მის დანახვაზე რაღაც ენით აუხსნელი რომ გემართება...  


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?