ზაზამ სიყვარული იცის

ბავშვობის ფოტოები

18 იანვარი 18:00, 2016 წელი

„ზაზა ყოველთვის ძალიან კარგად სწავლობდა, მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებში ფინალში გადიოდა, იყო და არის მოწესრიგებული და ერთგული. მახსოვს, ბავშვობაში უნდოდა, რომ საკუთარი ქარხანა და 5-სართულიანი სახლი ჰქონოდა...“ - შვილის ბავშვობაზე გვიამბობს საქართველოში ყველაზე წარმატებული კალათბურთელის, ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და NBA-ს მოთამაშის ზაზა ფაჩულიას დედა მარინა კოდუა.

ბავშვობაში ზაზა ოცნებობდა... პირველ კლასში საკონტროლო თემაში - „ვის რა უნდა, რომ გამოვიდეს“ - ზაზამ დაწერა: მე მინდა გამოვიდე „ფეღურთელი“ (ანუ ფეხბურთელი). 3 წლიდან დადიოდა ცეკვაზე, მაგრამ მეწყვილე ვერ უშოვეს და გამოგვაბრძანეს; მერე დავდიოდით ფორტეპიანოზე - კლავიშებში ლამის თითები ეჭედებოდა და უარი თქვა; მერე გიტარაზე ვიარეთ. მართლა კარგად ცეკვავს, კარგად მღერის, ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს, როგორც დედას. ძალიან კარგად სწავლობდა და, როგორც ბევრ დედას, მეც მინდოდა, ჩემი შვილი ექიმი გამოსულიყო, მაგრამ... კალათბურთის თამაშებზე სპორტის სასახლეში დავდიოდით, შინაგანად ეტყობოდა, რომ ძალიან მოსწონდა ეს სპორტი. ასევე, უნდოდა, კარგად ეცხოვრა და ძალიან მიკვირდა, ამაზე რომ ფიქრობდა ასეთ პატარა ასაკში. ერთხელ, სენაკიდან მოვდიოდით (მე სენაკელი ვარ) და ზესტაფონში ფეროს ქარხანა დაინახა. თითქოს ახლაც ჩამესმის მისი სიტყვები, როცა მკითხა: დე, ეს რა არისო? ქარხანაა, ვუპასუხე. ეს თბილისში როგორ უნდა გადაიტანოო? თბილისში რატომ უნდა გადავიტანოთ-მეთქი, ვკითხე. აბა, აქ ხომ არ უნდა ვიმუშაო, თბილისში უნდა წავიღოო. ის ვერ წარმოედგინა, რომ სხვაგან ცხოვრება შეიძლებოდა და უნდოდა, ეს ქარხანა მისი ყოფილიყო. კიდევ ერთი სურვილი ჰქონდა - 5-სართულიანი სახლი უნდა ავაშენოო. პირველ სართულზე მისაღები იქნებაო, მეორე სართულზე - საქეიფოო. მესამე სართულზე მე და ჩემი ცოლი ვიცხოვრებთო, მეოთხე სართულზე - ბავშვების ოთახები იქნებაო და მეხუთე სართულზე - ცოლის დედ-მამა მოთავსდებიანო. მამამისმა ჰკითხა: ჩვენ სად ვიცხოვრებთო? და თქვენ ხომ გაქვთ ბინაო, უპასუხა. მაშინ ოროთახიანი ბინა გვქონდა დიღომში (იცინის)...


ზაზას ცელქობის გამო... სულ საავადმყოფოში ვიყავით. ყველგან ეცემოდა, ტანად რომ დიდი იყო და ასაკით პატარა, ალბათ, თავის თავს ვერ ერეოდა. დიღომში ავტოფარეხის თავზე თამაშობდნენ ხოლმე ბავშვები და ერთხელ იქიდან გადმოვარდა, დაილეწა და საავადმყოფოში ვიწექით. ერთხელ საქანელადან ჩამოვარდა, ერთხელ ხელი მოიტეხა... ისე, ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა და დამოუკიდებელიც იყო. მათემატიკასა და ფიზიკაში რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე ყოველთვის ფინალში გადიოდა. ასეთი ჭკვიანი რომ იყო, ამიტომ არ მინდოდა მისი სპორტსმენობა. კარგად იცის რუსული, ინგლისური, თურქული ენები, ცოტა - ესპანური. და მეგრულიც იცის, რა ქნას მეტი? (იცინის).
მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი შვილი განათლებული ყოფილიყო. ოჯახში პრიორიტეტი იყო სწავლა და შემდეგ სპორტი. ყველა მშობელს ვურჩევ - აიღეთ ორიენტირი სწავლაზე. თუ კარგი მოსწავლე იქნება, კარგი სპორტსმენიც გამოვა. 


ზაზას ჰობი იყო... ბავშვობაში საფოსტო მარკებს აგროვებდა. სხვათა შორის, თვითონ აღარ ახსოვდა ეს და გუშინ შევახსენე. ის ალბომი შენახული მაქვს. 
საერთოდ, ზაზა ძალიან მოწესრიგებული იყო. ახლაც ზუსტად იცის, სად რა უდევს. ასევე, თამაშის მერე სახლში რომ ბრუნდება, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, არ არსებობს, თავისი ტანსაცმელი არ ამოალაგოს, არ დაკიდოს და არ გაასწოროს საგულდაგულოდ. მე არ მყავდა ძიძა, არც ბებია-ბაბუები. მარტო მე და მამამისი ვზრდიდით. თვითონ იცოდა, რა გაკვეთილი ჰქონდა მოსამზადებელი, რა უნდა წაეღო სკოლაში. არასოდეს არაფერი დარჩენია. 
ერთი კი უნდა ვთქვა, რომ სახლში ფანჯრებზე კარნიზი სულ ჩამოგლეჯილი იყო - ბურთს ტენიდა ხოლმე შიგნით.


პირველი განშორება... თურქეთში რომ ჩავიყვანეთ და დავტოვეთ, მაშინ ჩემი მეუღლეც მასთან ერთად იყო. იქიდან დაბრუნებულს სახლი ცარიელი რომ დამხვდა, ის სიმწარე არასოდეს დამავიწყდება.


 


ბავშვობის სიყვარული... 3 თუ 2 წლის ასაკში ძალიან უყვარდა ჩემი მეუღლის მეგობრის ცოლი და ამბობდა: ბელა უნდა მოვიყვანო ცოლადო (იცინის). დანარჩენი - სულ შეყვარებული იყო. ზაზამ სიყვარული იცის. ძალიან უყვარს თავისი მეუღლე და მისი ძალიან ერთგულია.

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?