ვერელი ფერმერი და წარმატებული ქალი ნინო ზამბახიძე

ბიზნესლედი

17 ივნისი 16:00, 2015 წელი

ეს პოზიტიური ადამიანი შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ დირექტორი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეა.


ქალბატონო ნინო, როგორ კეთდებოდა ბიზნესი?
– 1996 წელს გაცვლითი პროგრამით წავედი ამერიკაშიეს ის პერიოდია, ხომ გახსოვთ, მშობლები ბოლო კაპიკს რომ გაიღებდნენ და შვილს $100-ით უშვებდნენ ამერიკაში. პირველი შთაბეჭდილება ჩემზე „take away ყავის კონცეფციამ მოახდინა. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, ასეთი რამ საქართველოშიც გაკეთდეს-მეთქი. როცა დავბრუნდი, რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი, აუდიტორულ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილების უფროსი ვიყავი. მაგრამ ხომ იცით, რაღაც რომ არ გასვენებს შიგნიდან (ეღიმება)... ჩემს პარტნიორს შევთავაზე, ყავის ჯიხურები გაგვეკეთებინა, რომელსაცახალი ყავის ფერიდავარქვით. მეწარმის სულისკვეთება ყოველთვის მქონდა. დავიწყეთ ჩაის და ყავის დისტრიბუცია იტალიიდან, გერმანიიდან. დღესდღეობით ყველა ცნობილი სასტუმრო და რესტორანი ჩვენი ჩაით და ყავით მარაგდება. 
სოფლის მეურნეობაში ჩემს მოხვედრას ცოტა სასაცილო ისტორია აქვს. ჩემი პარტნიორი, რომელიც უკვე 15 წელია, ჩემი ბიზნესპარტნიორია, ახალციხეში სათევზაოდ წავიდა, დათვრა და ორი ძროხა იყიდა. მირეკავს და მეუბნება, მოდი, ფერმერული მეურნეობა გავაკეთოთო. არადა თბილისში გაზრდილი ვერელი გოგოსთვის, რომელსაც სოფელი არ უნახავს, ხომ წარმოგიდგენია, როგორი ამბავია. ცხოვრებაში რძე არ მქონდა გასინჯული (იცინის). რომ ჩავედი და ვნახე, როგორი სანიტარიული მდგომარეობა იყო, უარი ვთქვი, ან მაღალი ხარისხის გავაკეთოთ, ან საერთოდ არა-მეთქი. მერე იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, სადაც შევიტანეთ საპროექტო განაცხადიროგორ გადაგვეტანა კუსტარულად დამზადებული პროდუქტი ინდუსტრიაში და $125 000 მოვიგეთ.  აგრარულ მეურნეობას აქვს ერთი თვისებარაც მეტს აკეთებ, მით მეტის კეთება გინდა. შევქმენით ფერმერთა ასოციაცია და ამ ასოციაციის ფარგლებში ფერმერთათვის გავაკეთე ტრენინგცენტრი. სხვათა შორის, ჩვენთან ჩამოსული იყო ამერიკის ელჩი, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად. მან წარმადგინა ჰილარი კლინტონთან. ჰილარი კლინტონს აქვს ორგანიზაციამოახდინე ინვესტირება მომავალში“, რომელიც ქალის როლის გაძლიერებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულისხმობს. გავხდი მისი საპატიო წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.


რა სირთულეებს წააწყდით თავიდან?
რეგიონმა არ მიმიღო. კითხვა გაუჩნდათ, რამივქარეთბილისში ისეთი, რომ სამცხე-ჯავახეთში ჩავედი ბიზნესის გასაკეთებლად, მით უმეტეს, განათლება უცხოეთში მაქვს მიღებული. არ მენდობოდნენ, თავიდან განზრახ მიფუჭებდნენ ჩასაბარებელ პროდუქტს, წყალს ურევდნენ... ახლა ერთი ოჯახივით ვართ.


– ფერმერ ქალბატონს ძროხა არ მოგიწველიათ?
როგორ არა. ძალიან სასაცილო იყო, გაგიჟდა საწყალი ძროხა, წრეზე დარბოდა. დღეს ტექნოლოგიები გვაქვს თანამედროვე, ხელით აღარ ვწველით.


თქვენი ამერიკული გამოცდილება როგორი იყო?
ამერიკაში თავიდან კულტურული შოკი მქონდა. ძალიან გავბრაზდი საქართველოზე, ასეთ პირობებში რომ ვცხოვრობდით. საერთოდ აღარ მინდოდა ჩამოსვლა, ეს მხოლოდ მამაჩემის დაჟინებულმა თხოვნამ გადამაფიქრებინა. რამდენჯერმე ვიყავი წასული. არალეგალურად  ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მიმტანადაც, ქსეროქსს ვიღებდი ოფისში და დიდი რამე მეგონა. მობილური და ქსეროქსი პირველად ვნახე შტატებში. საოცრად რთული ტემპია ამერიკასა და ტოკიოშიერთხელ მეტროში ჩავდიოდი, ადამიანი დაეცა და ისე სწრაფად ჩაურბინეს, ზედ არც კი შეხედეს. მაინც ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა ამერიკაში. თინეიჯერი ვიყავი და მეტი თავისუფლება მინდოდაამერიკამ დამოუკიდებლობა და ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა.


აგრარულ სექტორში ბევრი ქალბატონია?
ეს კულტურული ფენომენია ქართული. ჩვენს რეალობაში წარმატებული ქალი ისაა, ვისაც მამისგან მემკვიდრეობით ერგო ქონება, ან მდიდარი კაცის მეუღლეა, ან საყვარელი. ვინც ამ სფეროში მეწარმე ქალია, ყველას ამის გამო დაენგრა ოჯახი (იცინის). ჩემი არ მეყო დანგრეული, ახლა იმათიც დავიწყე, მგონი. ქალის როლი თანდათან ძლიერდება ბიზნესში. უცხოეთშიც ფერმერად კაცი მოიაზრება უფრო. ხშირად წერილები, რომლებაც უცხოეთიდან მიგზავნიან,  ბატონო ნინოთი იწყებაკაცის სახელი ჰგონიათ.


შვილებს აინტერესებთ თქვენი საქმიანობა?
– 
უფროსს უფრო მეტად. როცა გამოფენა გვაქვს, პროდუქტის გაყიდვაში მონაწილეობს. უმცროსი გვეუბნება, მე ბანკირი ვიქნები და დაგაფინანსებთ, ოღონდ თავი დამანებეთო. მომხრე ვარ, თავისუფლად გაიზარდონ, დედის გავლენის გარეშე. მათ მიმართ მხოლოდ ერთადერთი და აუცილებელი მოთხოვნა მაქვსკარგი განათლება უნდა მიიღონ.

უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...