სოფო ჯიქია - ბიზნესლედი, რომლის ნაწარმიც პრეზიდენტის მაგიდას ამშვენებს

ბიზნესლედი

19 აგვისტო 16:00, 2015 წელი

ეს საქმე ტექნოლოგიურად ურთულესია და ხანდახან ვფიქრობდი, რომ დავნებდებოდი, მაგრამ მაშინვე თავს შევუძახებდი ხოლმე, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი სოფო ჯიქია, რომელიც საკმაოდ საინტერესო საქმეს აკეთებს. ის „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელია და უგემრიელეს ქართულ ტკბილეულს ამზადებს


- ქალბატონო სოფო, როგორ გაჩნდა ჩირის წარმოების იდეა და როგორ შეიქმნა „ჩირიფრუტი“?

- ამ საქმეს საკმაოდ შორეული წარსული აქვს და საინტერესო ისტორიაც.
წარმოშობით სამეგრელოდან ვარ და მამამ ზუგდიდიდან გამოგვიგზავნა კივი. შემთხვევით დაგვრჩა და გამოშრა. მივხვდით, რომ ამისგან შეიძლებოდა საკმაოდ საინტერესო პროდუქტი გამოსულიყო. ბიზნესიდეა მე გამიჩნდა. ჩემს მოძღვარს შევჩივლე, რომ მინდოდა, საკუთარი საქმე მქონოდა, მან კი მითხრა, - ახალგაზრდა, ენერგიული ქალი ხარ და რამე მოიფიქრე, არ გაგიჭირდებაო. გადავწყვიტე, დამეწყო ჩირის წარმოება და ეს აზრი ჩემს დას გავუზიარე. 
ჩირის წარმოება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა. როგორც წესი, კუსტარულად ამზადებენ და ერთი შეხედვით ადვილი ჩანს. გაგვიჭირდა ელექტროდანადგარის პოვნაც, ვერც ამ საქმის სპეციალისტები მოვიძიეთ...
მერე ისევ მამაჩემმა იყოჩაღა და უჟანგავი ფოლადისგან ინტერნეტის მეშვეობით კუსტარული დანადგარი გავაკეთეთ. არც ტექნოლოგი აღმოჩნდა ვინმე, რომ რამე გვეკითხა და გვესწავლა, რადგან ჩირი საკმაოდ სათუთი და მალფუჭებადი პროდუქტია, განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება...
ამიტომ წავედით სომხეთში, სადაც ძალიან კარგად დაგვხვდნენ, უსასყიდლოდ გაგვიზიარეს საიდუმლოებები და „ხეზე ასვლა“ გვასწავლეს (იცინის).
თუმცა წარმოებაში გარკვეული კორექტივები და ქართული შტრიხები მაინც შევიტანეთ.
ჩვენი პროდუქტი ძალიან ძვირადღირებული და ელიტურია, მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ. ბევრი ცნობილი ადამიანისა და სახელმწიფო მოხელის მაგიდას ამშვენებს. პრეზიდენტის სასახლეში ყველა ღონისძიებაზეა წარმოდგენილი და ძალიან მოსწონთ, აღფრთოვანებულები არიან.
ქართული ხილი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა და ჩვენ ფერსაც და გემოსაც ვუნარჩუნებთ.
სულ ვცდილობთ, მეტი გავაკეთოთ და გავფართოვდეთ. დროც არ გვაქვს ბევრი.
მე ოთხი შვილის დედა ვარ, ჩემი და - ექვსის. მინდა, რამე ღირებული გავაკეთო როგორც ჩემი ოჯახისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
მთელი გული და სული ჩავდეთ ამ საქმეში მე და ჩემმა დებმა. ვისაც რამდენი გვქონდა სახსარი, ყველამ გავიღეთ. არარეალიზებულობის გამო არ დამიწყია ეს საქმე. სასულიერო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის მოადგილე ვარ, მაგრამ შინაგანად სულ ვგრძნობდი, რომ მქონდა პოტენციალი, მეტი მეკეთებინა.
თუ რამე ტრენინგი და სწავლებაა, ყველგან დავდივარ, იბიარდის ფორუმზეც ვიყავით წარმოდგენილები.
ძალიან ამაყი ვარ, რომ მაღალი ხარისხის ჯანმრთელ ქართულ პროდუქტს ვქმნი.
ერთადერთი მინდა, ჩვენი მოსახლეობისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. 


- თქვენი ბიზნესი სეზონურია?
- არ არის სეზონური. ჩვენ ყველა სეზონზე ვაშრობთ და ვაწარმოებთ ხილს. სამი და ვაკეთებთ ამ საქმეს.
ერთი და კარგად ხატავს და შემოქმედებით-ვიზუალური მხარე აბარია; მე ბიზნესის და მარკეტინგულ საკითხებს ვაგვარებ. მესამე და ინტერნეტში მასალების მოძიებაში გვეხმარება. გვყავს მეოთხე დაც, რომელიც ოპერის მომღერალია და იტალიაში ცხოვრობს. სხვათა შორის, აქედან ხშირად მიაქვს ჩვენი ნაწარმი. გაგიჟდნენ იტალიელები, ისე მოეწონათ, კითხულობდნენ, სად უნდა შევიძინოთ ეს პროდუქტი, იტალიაში რატომ არ იყიდებაო.
პრინციპში, ეს ხომ მარტო მშრალი ხილი არ არის, ეს ტკბილეულია. ჩვენ წარმოებაში ვიყენებთ შოკოლადს, ვამზადებთ ფორთოხლის არაჩვეულებრივ ცუკატს და ალუბლის კერკს. აგრეთვე, გოგრის ტყლაპს, რომელიც ინოვაციაა საქართველოში. ჩვენი წარმოება ნამდვილი საიუველირო ხელოვნებაა, ისეთი სკრუპულოზური აწყობა სჭირდება.
ჩვენს შვილებსაც ძალიან უყვართ. მაგიდაზე დადებიდან წამშივე ქრება.



- შეცდომები და იმედგაცრუებებიც იყო?
- იყო, ცხადია. ბევრი... ეს საქმე ტექნოლოგიურად მართლა ურთულესია და ხანდახან ვფიქრობდი, რომ დავნებდებოდი, მაგრამ მაშინვე თავს შევუძახებდი ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი ვარ, ხან ვარ, ხან - არა.
ტრენინგებმა და სწავლებებმა ბევრი რამ შემძინა...
საშინლად მეშინოდა პუბლიკის. ვერ ვიტყვი, რომ ახლა არ ვღელავ, მაგრამ შედარებით უკეთ გამომდის.
ვცდილობთ, სხვას არ დავემსგავსოთ... ჩვენი პროდუქტი არამარტო გემრიელია, ძალიან ლამაზიც არის. თვითონ ფერებია საოცარი და ჩვენ ამ ფერებს ვინარჩუნებთ. მაგალითად, ვაშლი დაჩირვისას, როგორც წესი, ყვითლდება, ჩვენი ვაშლი კი თეთრია. 



- რომელი პროდუქტია განსაკუთრებით პოპულარული?
- ფეიხოას, შავი ქლიავისა და ხურმის ჩირი, ოღონდ ჩვენ სხვანაირად ვჭრით და არა ისე, როგორც მიღებულია.
მე პირადად ფეიხოასა და კივის მიყვარს ძალიან.
უნდა ნახოთ, როგორია „მონეტების“ კეთების პროცესი, როცა შოკოლადს ასხამ, სათითაოდ ნიგოზს, ნუშს, უნაბს,თხილსა და არაქისს დებ, მერე ზედ ქოქოსს აყრი... ფანტასტიკურია.
ახლა მაქვს ძალიან მაგარი იდეა, გავაკეთოთ თუთის ჩირი, რომელიც უძვირესია და ჩვენ გვაქვს უნიკალური ქართული ჯიშები. ვნახოთ, რა გამოვა, USAID  და სახელმწიფო დახმარებას დაგვპირდნენ.


- მეუღლე გეხმარებათ ამ საქმეში?
- მეუღლე ყველანაირად მხარში მიდგას, სასულიერო პირია და იშვიათად აქვს ამისთვის დრო. თუმცა ძალიან დიდ ძალას მაძლევს. მე შემიძლია, უფრო ძლიერი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.
მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.


 

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.