გულიკო ფანჩულიძე: ამ გადასახედიდან მიკვირს კიდეც, როგორ გარისკეს და სესხი როგორ მოგვცეს

ბიზნესლედი

26 აგვისტო 16:00, 2015 წელი

ერთ დღეს გაზეთში წავიკითხე, რომ იბიარდი სასტარტო ბიზნესს აფინანსებდა. ექვსი თვე ვიარეთ, იყო მილიონი შეკითხვა და პასუხი... - ამბობს სასტუმრო „დემის“ მეპატრონე გულიკო ფანჩულიძე.

- სანამ სასტუმროს ბიზნესს დავიწყებდი, ამ სფეროსთან შეხება არ მქონია. ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი.
რა თქმა უნდა, ის ანაზღაურება არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა, კერძო ბიზნესი მქონოდა და, ცხადია - კარგი შემოსავალიც.
მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან მოვინდომეთ, რათა ეს საქმე გამოსულიყო. ეს სასტუმრო ჩვენი სახლი იყო. ამხელა სახლი საცხოვრებლად, დამეთანხმებით, ცოტა მოუხერხებელია, თან მაშინდელი დროისთვის ეს ფუფუნება, იყო... ამიტომ გადავწყვიტეთ, ბიზნესისთვის გამოგვეყენებინა. ერთ დღეს გაზეთში განცხადება წავიკითხე, რომ იბიარდი სასტარტო ბიზნესს აფინანსებდა. ოღონდ ჩვენ საპილოტე პროგრამაში ვიყავით, რადგანაც მაშინ მსგავსი არავის არაფერი ჰქონდა.
ექვსი თვე ვიარეთ, იყო მილიონი შეკითხვა და პასუხი. სასტუმროს ბიზნესი 1996 წელს დავიწყეთ, იბიარდმა 7000 დოლარით დაგვაფინანსა... ამ გადასახედიდან მიკვირს კიდეც, როგორ გარისკეს და სესხი როგორ მოგვცეს. ალბათ, იმხელა თავდაჯერება და განწყობა გვქონდა, რომ დამფინანსებლების დარწმუნება შევძელით. ჩვენთვის მთავარია შედეგი და სიძნელეებისაც არ გვეშინია. სასტუმროების რეიტინგში მეორე ადგილზე ვართ სტუმრების შეფასებითა  და გამოხმაურებებით - ეს გვაძლევს სტიმულს, რომ მეტი გავაკეთოთ. 


- იმ წლებში ბიზნესის დაწყება სარისკო არ იყო?
- ვერ ვიტყვი, რომ იყო. ყოველ შემთხვევაში, არ შემშინებია. დაზღვევის სახით გვქონდა ის, რომ, თუ ვერ ვამუშავებდით, უცხოურ ორგანიზაციაზე გავაქირავებდით. ამ წლების მანძილზე სულ გვაქვს ურთიერთობა ბანკებთან, მუდმივად ვიღებთ კრედიტს, რათა განვვითარდეთ და საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ ბანკს ვამდიდრებ (იცინის). სარგებელი ყველა მხარემ უნდა ნახოს.
2006 წელს, დასთან ერთად, დავაფუძნე სასტუმრო „ვაკე“, რომელიც მაღალი ევროპული სტანდარტების სასტუმროა.
თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით. დავისახეთ გრანდიოზული ბიზნესგეგმა, რომლის 90% უკვე სისრულეშია მოყვანილი. გვინდა გადასვლა აგროტურიზმზე. კინოსოფელ „ბროწეულაში“ (სადაც კინოსტუდიის აგარაკები მდებარეობს) საკმაოდ დიდი აგარაკი გვაქვს. იქ არის ბუნებრივი ტბა, რაც ძალიან მოსწონთ ჩვენს უცხოელ სტუმრებსაც. ძალიან პოპულარულია ღვინის ტურები, ჩვენი სტუმრები შაბათ-კვირას დაგვყავს ხოლმე და სულ უკვირთ, თბილისში რა გინდათ, აქ რატომ არ ცხოვრობთო. ჩემს მეუღლეს გაშენებული აქვს ბიოყურძნის ძვირფასი ჯიშები - ჩინური, თავკვერი და კიდევ რამდენიმე. გვაქვს იდეა, შევქმნათ კომპლექსი „შატო დემი“ - ქვევრებით, ღვინის სადეგუსტაციო დარბაზით, ჩამოვასხამთ შუშხუნა ღვინოს, იქნება თევზი, თონე, ბიოპროდუქტი ბოსტნეული და ხილი, გეგმაში გვაქვს ხორბლის დათესვა. 


- როგორც ჩანს, მეუღლე თქვენი დიდი მხარდამჭერია ამ საქმეში...
- მე და ჩემი მეუღლე ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, სულ ვამხნევებთ და მხარში ვუდგავართ ერთმანეთს. არასდროს მაძლევს მოდუნების საშუალებას, სულ მეუბნება: აბა, ახლა გამაგრდი, სისუსტის დრო არ არისო. არის, რა თქმა უნდა, ჩავარდნის პერიოდებიც, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. რწმენა და ღმერთის სიყვარული აძლიერებს ადამიანს. სხვათა შორის, რთულ სიტუაციებში არასოდეს ვიბნევი, ტექნიკური, მათემატიკური ტვინი მაქვს და ჭადრაკივით სულ სვლებსა და კომბინაციებს ვაკეთებ. 


- ლიდერული თვისებები გაქვთ, ალბათ?
- შესაძლოა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. მეათე კლასი რომ დავამთავრე, მამამ დამსვა და მკითხა: ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაშიო. მეც სწრაფად ვუპასუხე: ჩემი თავის და მეუღლის-მეთქი. ალბათ, იღბალიც მეხმარებოდა ყოველთვის. ქუდბედით ვარ დაბადებული, მერე დავკარგე ქუდი (იცინის). ერთადერთხელ ვნახე სიზმარში, რომ ღმერთის მფარველობა დავკარგე და ძალიან შეშინებულმა გავიღვიძე.


- საკუთარი თავისთვის იცლით ხოლმე?
- რა თქმა უნდა. არასოდეს მავიწყდება, რომ ქალი ვარ. საქმე აკეთო, ბიზნესი გქონდეს და ჩამოჩაჩულმა იარო, არ არის სწორი და ლამაზი. ხომ ხედავთ, თმადაუვარცხნელიც კი არ მოვედი ინტერვიუზე (იცინის).

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.