ია თაბაგარი: არ გვინდოდა ტურისტებისთვის მარტო სმა-ჭამა შეგვეთავაზებინა

ბიზნესლედი

2 სექტემბერი 16:00, 2015 წელი

დღეს წარმოგიდგენთ ია თაბაგარს - კომპანიების „ლივინგ რუთს“ და „გეო ფილმ პროდაქშენის“ თანადამფუძნებელს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ბიზნესი და მასშტაბური გეგმებიც აქვს.

- 2009 წელს დავაფუძნეთ პირველი კომპანია („გეო ფილმ პროდაქშენი“), რომლის მთავარი მიმართულებაც იყო და არის სამოგზაურო-ტურისტული ფილმების გადაღება საქართველოს შესახებ უცხოური ტელეარხებისთვის, როგორიცაა „ბიბისი“, „დისქავერი ჩენელი“, „თრეველ ჩენელი“... ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის საქართველოს გაცნობას სხვადასხვა კუთხით.
მეორე კომპანია ღვინის ტურებისა და ღვინის ღონისძიებების მართვის კომპანიაა, სადაც ჩემი პარტნიორია არაჩვეულებრივი პიროვნება, ამერიკელი ჯონ უერდერმანი. ის 18 წელია, სიღნაღში ცხოვრობს.
მე და ჯონმა ეს კომპანია 2012 წელს დავაფუძნეთ. ის არსებითად ფოკუსირებულია ღვინის ტურებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად, ტურიზმზეც. ჩავატარეთ უამრავი საერთაშორისო ღონისძიება: ღვინის ჟურნალისტებისთვის, მწერლებისთვის, ღვინის იმპორტიორებისთვის და ღვინის პროფესიონალებისთვის. გარდა იმისა, რომ აქტიურად ვართ ჩართულები ტურისტულ ბიზნესში, ასევე, ვეხმარებით ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საკუთარი ღვინისთვის ახალი ბაზრის ძიებასა და გაყიდვაში.  
სიღნაღში ღვინის ტურებისთვის უკვე რამდენიმე მარანია: „ხოხბის ცრემლები“, „კეროვანი“, „ღვინის აკვანი“ და „ოქროღვინო“. ერთ პატარა ქალაქში, მინიმუმ, ათი მარანი მაინც უნდა იყოს, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს.
სიღნაღს ძალიან აკლია აქტივობები და ღონისძიებები, ამიტომ გადავწყვიტეთ, მხოლოდ „ჭამა-სმა“ და სიმღერა არ ყოფილიყო და საცხენოსნო ტურებიც დაგვენერგა. სიღნაღთან ახლოს ავაშენეთ თავლა, გვყავს 15 ცხენი, ძირითადად, ქართული, თუშური ჯიშის, ასევე, ყაბარდოული. სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საცხენოსნო მარშრუტებს.
მომავალში ვგეგმავთ სასტუმროს აშენებას. ძალიან მიმზიდველად გვესახება ძველი ქიზიყური არქიტექტურა. სასტუმრო იქნება სტილიზებული და სახასიათო.  ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელშემშლელი ფაქტორებია ტურიზმისთვის. სიღნაღს მუდმივად აქვს წყლის პრობლემა. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მოგვარდება და ასევე, გაკეთდება რაიმე ხელოვნური წყალსაცავი, სადაც ტურისტები დაისვენებენ, იცურავებენ და გაირუჯებიან. 


- ცხენების თავლა როდის აშენდა?
- ფაქტობრივად, ეს ჯონისა და ჩემი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, 2012 წელს შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი თავლისთვის და რამდენიმე ცხენი. ჯერჯერობით განვითარების პროცესში ვართ. ეს ცხენები ძირითადად ფაშატებია, რადგან ფაშატები უფრო თვინიერები არიან. ტურისტების უმრავლესობამ არ იცის ცხენზე ჯდომა, ამიტომ მათ ექსტრემი და მძაფრი თავგადასავლები კი არ სჭირდებათ, არამედ კომფორტი.


- თქვენი და ჯონი როგორ დაახლოვდით?
- უცნაურია, მაგრამ ჯონი ამერიკაში გავიცანი. ამდენ ხანს ჯონი საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ ამერიკაში მეღვინეთა სიმპოზიუმზე შევხვდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვყოფილვარ სიღნაღში და „ხოხბის ცრემლებში“, იქ არასდროს შემხვედრია. ძალიან მომწონს მისი იუმორი და ქართული გამონათქვამები.


- როგორც ჩანს, ძალიან სპორტული ხართ. ინტელექტუალურობასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის ფიზიკური აქტივობა?
- ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ნებისმიერ საქმეს ფიზიკური ენერგიაც სჭირდება. მე პირადად, ცხენოსნობის გარდა, მიყვარს სამთო სათხილამურო სპორტი, სამთო ლაშქრობები, ცურვა, მანქანის მართვა... დრო არ მაქვს, თორემ ციგურებითაც ვისრიალებდი.


- თქვენი პროფესია თქვენს საქმეს უკავშირდება?
არა. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე და ეთნოლოგი ვარ. შედარებით გვიან ვისწავლე ბიზნესის ადმინისტრირება. მანამდე კარგა ხანს „პროდაქთ მენეჯერად“ ვმუშაობდი „კავკაზუს თრეველში“, რომელიც ტურიზმის პიონერი იყო იმ უშუქო და დაუცველ ქვეყანაში. სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც ცოდნა მაკლდა. ამიტომ გავიარე ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მენეჯმენტის რამდენიმე კურსი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე „კავკაზუს თრეველის“ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. „კაზკაზუს თრეველის“ გუნდი სანიმუშო მაგალითი იყო ყველასთვის და ქვეყნის ტურიზმის გზის გამკვალავი. ბოლოს მივხვდი, რომ იმ კომპანიაში თავი ამოვწურე და სხვა რამ მინდოდა. სხვათა შორის, მუშაობა საკმაოდ გვიან დავიწყე, 25 წლის ასაკში. მაშინ, როცა ყველა ჩემი მეგობარი მუშაობდა, მე ვსწავლობდი. ასე რომ, არასდროს არის გვიან.

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.