როგორ იქმნებოდა კომპანია „დიო“ - დაუშვილი ირმას ორგანიზაცია

ბიზნესლედი

16 სექტემბერი 16:00, 2015 წელი

თავიდან სკეპტიკურად გვიყურებდნენ, ხუმრობდნენ კიდეც, - ვის რად უნდა ჟალუზებიო. მე კი ვპასუხობდი, - მოვა ზაფხული და ნახავთ-მეთქი... ჰოდა, მოვიდა და მოვიდა... თუმცა ბევრჯერ გვქონია სერიოზული ჩავარდნების პერიოდებიც.

კომპანია „დიო“ უკვე ოცი წელია, ქართულ ბაზარზეა. ამ სფეროში ყველაზე სახელმოხვეჭილმა და წარმატებულმა კომპანიამ 1994 წლიდან დღემდე განვითარების გრძელი და სირთულეებით სავსე გზა განვლო.
ამ წარმატებულ კომპანიას ქალბატონი ხელმძღვანელობს. „დიოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ირმა დაუშვილი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.


- ქალბატონო ირმა, როგორი იყო განვლილი ოცი წელი და როგორ შეძელით, ბაზარზე დამკვიდრებულიყავით, როგორც მთავარი მოთამაშე?
- ჩვენი წარმატება, უპირველესად, მუხლჩაუხრელმა შრომამ და ხარისხზე ორიენტირებამ განაპირობა, განსაკუთრებით - მომსახურების ხარისხზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი ყველასგან განსხვავებულია. გვყავს ლოიალური პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. მეორე, ეს არის პროფესიონალების გუნდი. „დიო“ ჩვენი ოჯახური ბიზნესია, ჩემი და-ძმა კომპანიის თანადამფუძნებლები არიან.


- რა საინტერესო მომენტები ახლავს ოჯახის წევრებთან ერთად ბიზნესის კეთებას?
- ოჯახის წევრებთან ერთად ბიზნესსაქმიანობა ადვილიც არის და რთულიც, რადგან ყველა ორიენტირებული ვართ ერთ მიზანზე და არანორმალური, გაათმაგებული ენერგიით ვმუშაობთ. ეს ყველაფერი დღისა და ღამის გასწორების შედეგია.


- პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი ღამისთევა მოგიწიათ, ალბათ?
- რა თქმა უნდა. ბიზნესსაქმიანობა, ფაქტობრივად, 1994 წელს დავიწყე, „დიო“ კი 1996 წელს დაფუძნდა. რა საშინელი მდგომარეობა იყო მაშინ, ყველას ახსოვს. მოუქნელი, კორუმპირებული საგადასახადო სისტემა, პროდუქციის ტრანსპორტირება მხოლოდ თვითმფრინავით შეიძლებოდა, არ იყო პირდაპირი რეისები, მხოლოდ ჩარტერული სრულდებოდა... აეროპორტში ვათენებდით ლამის. იმ პერიოდში მსგავსი სხვა კომპანია არც იყო. 
ორი წელი გადარჩენისთვის ვიბრძოდით. თუმცა იმ წლებმა კარგად გამოგვწვრთნა.
თავიდან სკეპტიკურად გვიყურებდნენ, ხუმრობდნენ კიდეც, - ვის რად უნდა ჟალუზებიო. მე კი ვპასუხობდი, - მოვა ზაფხული და ნახავთ-მეთქი... ჰოდა, მოვიდა და მოვიდა... თუმცა ბევრჯერ გვქონია სერიოზული ჩავარდნების პერიოდებიც. ახლაც საკმაოდ რთული პერიოდია, იღვიძებ და არ იცი, სად იქნება ლარის კურსი (ეღიმება).


- ახერხებთ იმას, რომ არ გქონდეთ პოლიტიკური მიბმულობა? თუ გიფიქრიათ პოლიტიკაში წასვლაზე?
- არა, ნამდვილად. ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნო. თავდაპირველად დიპლომატიურზე ჩაბარება მინდოდა, თუმცა მაშინ თბილისში ეს ფაკულტეტი არ იყო, კიევში კი მშობლებმა არ გამიშვეს. არ ვიცი, რის წყალობით, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ, მიუკერძოებელი ვიყო. სავალდებულო არ არის, ბიზნესმენმა ხმამაღლა გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. არ მაქვს უფლება, აქ დასაქმებული ადამიანების ბედი ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებებს შევწირო.


- სახელი „დიო“ რას ნიშნავს?
- დაუშვილი ირმას ორგანიზაცია ან დაუშვილი ირმა ოჯახით (მეგობრები ასე ამბობენ).


- საინტერესოა... და რა იყო ბიზნესამდე?
- პროფესიით მათემატიკოსი ვარ და მცირე ხანს ჯანდაცვის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში ვმუშაობდი. „ეფლის“ უზარმაზარი კომპიუტერები გვედგა. სხვათა შორის, მათემატიკოსობა ძალიან დამეხმარა ბიზნესში, რადგან ბიზნესი მაინც რიცხვები, სტატისტიკა და ანალიტიკაა. სულ მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ყოველთვის მზად ვიყავი გამოწვევებისთვის და ვგრძნობდი, რომ მქონდა საამისო რესურსი. თუმცა ბიზნესზე არასდროს მიფიქრია, ჩვენ მაინც საბჭოთა მენტალიტეტიდან მოვდივართ და მახსოვს, მაშინ ბიზნესმენებს „საქმოსნებს“ ეძახდნენ და უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდნენ.


- მონაწილეობდით ხოლმე პარტორგანიზაციების საქმიანობებში?
- არა, მაგრამ აქტიური კომკავშირელი ვიყავი და ამის არც მრცხვენია. ზოგადად, ყოველთვის საზოგადოებრივად აქტიური ვიყავი. ადრეული ასაკიდან, 19 წლიდან ვმუშაობ. ოჯახის წევრებისთვის ფულის თხოვნა მერიდებოდა, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მინდოდა, ამისთვის საკუთარი ფული მქონოდა. ამიტომ სულ ვეუბნები ახალგაზრდებს და საკუთარ შვილებსაც, რომ არანაირი შრომა არაა სათაკილო. ეს იძლევა უზარმაზარ გამოცდილებასა და კონტაქტებს. ბიზნესში  მთავარი ესაა. ბიზნესამდე საკმაოდ დიდი გზა განვვლე, მათ შორის ვმუშაობდი შემნახველ ბანკში, სადაც 150 კუპონი მქონდა ხელფასი!


- ბიზნესმა გაგაძლიერათ თუ მანამდეც ძლიერი ხასიათი გქონდათ?
- ალბათ, როცა წარმატებები გაქვს, ეს თვითრწმენას გმატებს. ფაქტობრივად, ოცნებისთვის, სარკეში ჩახედვისთვის დრო აღარ გრჩება. ყველაზე რთული ისაა, რომ ქალ ბიზნესმენს მუდმივად ოჯახსა და საქმეს შორის გიხდება განაწილება. ამ მხრივ, ალბათ, ძალიან გამიმართლა, რადგან ოჯახი ცოტა გვიან შევქმენი და ცოლად წარმატებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს გავყევი. ცხრა და შვიდი წლის შვილები მყავს. შინ დედა მეხმარება, მაგრამ მეც ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. არ მესმის ქალბატონების, ვინც ამბობს, რომ არ უყვარს საოჯახო საქმეები. თუმცა კულინარიაში მეუღლე მჯობნის (იცინის).


- ანუ მეუღლეს თქვენს ჩრდილში ყოფნა არ აღიზიანებს?
- ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს ჩრდილშია. ჩემი მეუღლე დავით ვაშაძე საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ექიმი ფიტოთერაპევტია. ასე რომ, ოჯახში არ გვაქვს მეტოქეობისთვის ბრძოლა. განსხვავებით ახალგაზრდა ბიჭებისგან, მას ეს მომენტი კარგად ესმის. ყველაფერს შეგნებულად და გაგებით ეკიდება. ჩვენი ინტერესები არ იკვეთება.

კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.