ალბინა ქაჯაია: „ჩემი ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო“

ბიზნესლედი

14 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი

ესთეტიკისა და პლასტიკური ქირურგიის ცნობილ კლინიკა „ტოტალ შარმს“ ქალბატონი ალბინა ქაჯაია მეუღლესთან, გიორგი სულამანიძესთან ერთად ხელმძღვანელობს. ალბინას თავისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი გამოცდილება და ბექგრაუნდი აქვს. ძლიერი ქალბატონი, რომელიც პროკურორობაზე ოცნებობდა და პოლიციის აკადემიაში ჩაბარებას გეგმავდა, მშობლების გზას გაჰყვა და მალე მოიპოვა ნდობა და აღიარება ამ სფეროში.

- წარმოშობით ქართველი ვარ, აფხაზეთიდან. ბებია აფხაზი მყავს, თუმცა მთელი ცხოვრება მოსკოვში გავატარე, იქ გავიზარდე, ვსწავლობდი, სახლშიც, ძირითადად, რუსულად ვლაპარაკობდით. აქ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. თუმცა 2008 წელს მე და ჩემი მეუღლე გიორგი სულამანიძე საქართველოში დავბრუნდით და დავრჩით. არც ვიცოდით, რა და როგორ იქნებოდა... ალბათ, სისხლის ყივილია, ყველამ თავის მიწაზე უნდა იცხოვროს (ეღიმება).


- გარეგნულად ქართველს ნამდვილად არ ჰგავხართ. სიმართლე გითხრათ, ქაჯაია მეუღლის გვარი მეგონა... 
- დიახ, ქართველს არ ვგავარ, თუმცა დედითაც და მამითაც ქართველი ვარ. დედა კვირაიაა, მამა - ქაჯაია. საკუთარ გარეგნობას ჩემს მეგრულ ფესვებს ვუმადლი. მოკლედ, მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე, სამედიცინოზეც იქ ვსწავლობდი. დღემდე ამბობენ ჩემი პაციენტები: რა საყვარელი და კარგი რუსის გოგოა და რა კარგად ლაპარაკობს ქართულადო (იცინის). მოსკოვში ცხოვრების გიჟური ტემპია და თუ ფეხს ვერ აუწყობ, გაგპრესავს. რაც შეეხება ექიმობას, თითქოს ჩემი ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. დედა ცნობილი ექიმია - მამოლოგი, მამოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. როდესაც ინტერნატურაში ჩავაბარე, პლასტიკურ ქირურგს გავყევი ცოლად. მართალია, მეც მამოლოგობა მინდოდა, მაგრამ ჩემი მეუღლის გამო პროფილი შევიცვალე და დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი გავხდი. ალბათ, უფრო საინტერესოა, როცა მეუღლეები ერთ სფეროში მუშაობენ, მეტი საერთო ინტერესი და სასაუბრო აქვთ. ბავშვებიც კი გვისმენენ და კითხვებს გვისვამენ, როცა სამსახურზე ვლაპარაკობთ ხოლმე. 



- მშობლები დაჟინებით ითხოვდნენ ექიმობას?
- დედას ნამდვილად უნდოდა, მისი გზა გამეგრძელებინა. მე კი პროკურორობაზე ვოცნებობდი, პოლიციის უმაღლეს აკადემიაში ჩაბარება მინდოდა. გავიარე შემოწმება, უკვე გამოცდებზეც უნდა გავსულიყავი, მაგრამ დედამ კატეგორიულად გამომიცხადა: ჩვენს მეგრულ ოჯახში გოგონა პოლიციელი არ გახდება! არა და მორჩა! 


- ძალიან ამტანი, გამტანი და ძლიერია მეგრული ხასიათი, ქალის, ალბათ, განსაკუთრებით...
- ნამდვილად ძლიერი ხასიათი მაქვს და შრომაც მიყვარს, მომთხოვნი ვარ საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც. თავი არასოდეს მეცოდება! ეს ყველაფერი მშობლებისგან მოდის, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყვნენ, და რუსული ცხოვრებისეული სკოლის დამსახურებაცაა, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ძალიან მიკვირს აქაური დამოკიდებულება, დროის ფასის არცოდნა... რას ნიშნავს, თავი მტკივა და ვერ მოვალ სამსახურში?! ძალიან ბევრჯერ სიცხიანს მიმუშავია, წავსულვარ მივლინებებში, კონფერენციებზე... საქმე საქმეა და მისი გაფუჭება არ შეიძლება.


- რა გატაცებები გაქვთ?
- როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, ოჯახთან გავატარო, ახალ წელს მივდივართ გუდაურში ან ბაკურიანში. ძალიან მიყვარს თოვლი და თხილამურები.


- როგორი იყო 90-იანებში რუსეთში ცხოვრება?

- საკმაოდ რთული! ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოში უფრო უჭირდათ, მაგრამ არც იქ იყო იოლი. დედას ისეთი მცირე ხელფასი ჰქონდა, გადასახადებისთვის ძლივს გვყოფნიდა.  ჩემი მშობლები ყოველთვის მუშაობდნენ. მამა ახლაც სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. მომწონს საქართველოში ცხოვრება, მაგრამ საქმის მიმართ დამოკიდებულება - არა. კიდევ აღვნიშნავ, რომ მოსკოვში დიდი წნეხია. დილის რვა საათზე გასული მეუღლეს მხოლოდ შუაღამეზე ვხედავდი... ისიც რთულია, როცა სამსახურამდე მინუს 30 გრადუს ყინვაში 2 საათი გიწევს მგზავრობა. მოსკოვში სამუშაო დღეს რესტორანში წასვლა ცუდ ტონად და უსაქმურობად მიიჩნევა, აქ კი ყოველდღე ტევა არ არის რესტორნებში (იცინის). მაგალითად, ბაქოში დილის 7 საათზე ქუჩაში უკვე საცობებია, ვერ წარმოიდგენთ, რა შრომისმოყვარე ხალხია, აქ კი 7 საათზე რუსთაველზე კაცი არ ჭაჭანებს! 


- მეუღლე როგორ გაიცანით?
- მე და ჩემი მეუღლე ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, თუმცა ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. თურმე იქ მოვეწონე, მაგრამ ქართველი არ ვეგონე. შემდეგ ჩემი და ჩემი ბიძაშვილის სურათი ნახა სოცქსელში წარწერით და ყველაფერს მიხვდა (იცინის). ჩემი მეუღლე მოსკოვში საკმაოდ ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო. 


- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი - ვაჟი და გოგონა. შვილებს რუსულად ვესაუბრები, თუმცა ქართულ სკოლაში დადიან და ნამდვილ ქართველებად ვზრდი. არ მინდა, ჩემს შვილს ბრჭყვიალა შარვალი და ვარდისფერი მაისური ეცვას. მინდა ნამდვილ ქართველ ვაჟკაცად გაიზარდოს. 


- როგორია პლასტიკური მედიცინის დონე საქართველოში?


- საკმაოდ მაღალი. მოსკოვივით ვერა, მაგრამ მთელ რეგიონში ყველაზე მაღალი საქართველოშია. დამიჯერეთ, ისრაელისა და თურქეთის კლინიკებს ბევრად სჯობია ქართული გამოცდილება. ამ სფეროში კონკურენციაც საკმაოდ დიდია, მაგრამ მე ჯანსაღი და პატიოსანი კონკურენციის მომხრე ვარ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?