„სმაილი“ - ინტერვიუ კეთილგანწყობილი კომპანიის გენერალურ დირექტორთან

ბიზნესლედი

21 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი

დღეს ქართული ტექნიკის ბაზარზე „სმაილი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა. პოზიტიური ლოგო, მზიური, ყვითელი ფერი და მაღალი ხარისხის სერვისი „სმაილის“ სავიზიტო ბარათია და ამ წარმატებულ ფირმას ქალბატონი ნინო ფირცხალავა ხელმძღვანელობს. ის კომპანიის გენერალური დირექტორია.


ნინო ფირცხალავა:

- თავიდან მინდა, ორი სიტყვით თავად კომპანია „სმაილის“ შესახებ გიამბოთ. კომპანია 1995 წელს დაფუძნდა, ოღონდ მაშინ მონობრენდული მაღაზია „პანასონიკის“ სახელით ოპერირებდა. წლების შემდეგ ბაზარზე ვითარება შეიცვალა და საჭირო გახდა, კავშირები დამყარებულიყო სხვა ბრენდებთანაც. ამიტომ კომპანია გახდა „ინდეზიტის“, „სამსუნგის“, „ჰოტპოინტ არისტონის“, „სატურნის“ პარტნიორი. 2009 წელს რებრენდინგის შედეგად დაფუძნდა „სმაილი“. შეიცვალა ლოგო, ფერები... ძალიან პოზიტიური ლოგო გვაქვს, თვითონ ყვითელი ფერიც დასამახსოვრებელი და კეთილგანწყობილია. გაფართოვდა ქსელიც, მაღაზიები გვაქვს დასავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონში. 
მე რაც შემეხება, კომპანიის გუნდს 2014 წლიდან შემოვუერთდი, მას შემდეგ, რაც მენეჯმენტი შეიცვალა. ძალიან მომწონს გუნდიც და დამოკიდებულებებიც. ჩვენ გავაქარწყლეთ მომხმარებლის შეხედულება, რომ ხარისხიანი პროდუქცია აუცილებლად ძვირი უნდა იყოს. კიდევ, მნიშვნელოვანია სერვისის ხარისხი! ადამიანები მაღაზიაში ხედავენ კონსულტანტებს და არა მე ან მენეჯერებს. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა შევუქმნათ თანამშრომლებს, მივცეთ მოტივაცია, ზრდის საშუალება, რათა ისინიც კეთილგანწყობილები იყვნენ მომხმარებლების მიმართ. 


- თქვენ თვითონ თუ გიყვართ ყვითელი ფერი?
- ყვითელი, მწვანესთან ერთად, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფერია და მას საკმაოდ ხშირად ვიყენებ.


- თავად პრეტენზიული ხართ, როგორც მომხმარებელი?
საკმაოდ წუნია და პრეტენზიული ვარ. მაღაზიაში ან რესტორანში რომ მივდივარ, ყველაფერს ვაკვირდები. თუმცა არ მახასიათებს ადამიანს არაკორექტული შენიშვნა მივცე და უხეშად გამოვხატო საკუთარი აზრი. ისე არ ხდება, რომ საქმეში მაღალი რგოლის პერსონალის ჩართვის აუცილებლობა დადგეს, მაგრამ შენიშვნებს, როგორც წესი, ხმამაღლა გამოვთქვამ ხოლმე იმ იმედით რომ მომავლისთვის გაითვალისწინებენ ზოგადად, აუცილებელია, კონსულტანტებს მუდმივად ჰქონდეთ გადამზადების საშუალება, ეცვათ ხარისხიანი სამოსი, რადგან ეს მათ განწყობაზე აუცილებლად მოქმედებს. მოტივაცია მარტო ხელფასი და ბონუსი არ არის.


- ვიდრე სმაილის გუნდს შემოუერთდებოდით, რა გზა გაიარეთ?
- 1996 წლიდან, ანუ სტუდენტობის პერიოდიდან ვმუშაობ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და ბიზნესიდან“ დაიწყო ნელ-ნელა ჩემი კარიერული წინსვლა, თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ერთხანს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ვკითხულობდი ლექციებს და ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, არ ვიყავი ცუდი პედაგოგი. პროფესიით ქიმიკოსი ვარ. თუმცა მერე დრომ მოიტანა... ეკონომიკური დავამთავრე და პროფილი შევიცვალე. თითქმის 18 წელია, საცალო ვაჭრობაში ვმუშაობ. 


- რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის პროფესიული რეალიზაცია?
- ძალიან! რა თქმა უნდა, საჭიროა კერა და ოჯახი, მაგრამ პროფესიულად შემდგარი ქალის მიმართ ოჯახშიც სხვა დამოკიდებულებაა შვილების, მეუღლის მხრიდანაც კი. შენ მაგალითი ხარ მათთვის, გამოცდილების გამზიარებელი. ამ ეტაპზე არ მყავს შვილები და ოჯახი, თუმცა შექმნას ვგეგმავ. არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ თავი საქმეს მივუძღვენი! მამაკაცები არ აღიარებენ, მაგრამ სინამდვილეში რეალიზებული ქალები ბევრად უფრო მოსწონთ. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მსიამოვნებს, მთელ სულსა და გულს ვდებ ამ საქმეში.


- რაც ამ ბიზნესში მოხვედით, კაცური თვისებები შეიძინეთ?
- ხასიათი, რა თქმა უნდა, გეცვლება, საქმიანი ქალის შტრიხები მაინც ცოტა უფრო სხვა არის. თუმცა ვცდილობ, შევინარჩუნო ქალურობა, თუნდაც გარეგნობაში... ცოტა რთული პერიოდი დაგვემთხვა და მთელი ჩემი ძალისხმევა კომპანიის წინსვლისკენაა მიმართული. მომწონს, როცა ვახერხებ კრიზისული სიტუაციების გადალახვას და შედეგს ვხედავ. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ქალბატონია, რომლებიც ამ დაბრკოლებების გადალახვაში მეხმარებიან. ქალები უკეთესი ორგანიზატორები არიან, დროის გადანაწილებას უკეთ ახერხებენ, უფრო თანმიმდევრულები არიან. რა თქმა უნდა, კაცებს აქვთ სხვა დადებითი თვისებები (ეღიმება). 


- ოჯახის წევრები არ გაწუხებენ ქორწინებასთან დაკავშირებული შეკითხვებით?
- მარტო ოჯახის წევრები არა, საახლობლო-სანათესაოც (იცინის), საქართველოში პირველი კითხვა ხომ ეს არის: არ თხოვდები? აუცილებლად გავთხოვდები მას შემდეგ, რაც ბიზნესში გარკვეულ საკითხებს მოვაგვარებ. 


აპრიორი რა თვისებებია საჭირო ბიზნესში წარმატებისთვის?
- შრომისმოყვარეობა, თავდადება და საქმის სიყვარული. მერე ცოდნასაც შეიძენ, გამოცდილებასაც და მიზნებსაც მიაღწევ. შეგუებული ვარ, რომ საქმე თუ მოითხოვს, აუცილებლად უნდა დავთმო კომფორტის ზონა. მიყვარს სხვისი მოსმენა და ვაძლევ თანამშრომლებს აზრის გამოთქმის საშუალებას. 


- მკაცრი ხართ?
- მკაცრი და მომთხოვნი ვარ, მაგრამ სამართლიანი. არაკორექტული საყვედურებიც არ მახასიათებს. არასდროს უნდა დაკარგო თავის კონტროლი. არც საკუთარ აზრს ვახვევ ვინმეს თავზე, ალბათ, იმიტომ, რომ ქალი ვარ. ვფიქრობ, კაცები უფრო ავტორიტარული უფროსები არიან. მე ვუსმენ სხვებს, მათ არს ვითვალისწინებ და შესაბამისად მოვითხოვ, რომ პასუხისმგებლობაც გაიზიარონ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ხმამაღალი განხილვებიც გვაქვს ხოლმე, თუმცა ესეც პროცესის ნაწილია.


- ანუ პიროვნულად უფრო გუნდური მოთამაშე ხართ?
- კი, გუნდური მოთამაშე ვარ და სხვებისგანაც იმავეს ვითხოვ. სხვანაირად არ გამოვა.


- თავისუფალი დრო გაქვთ საერთოდ?
- იშვიათად. არც დიასახლისობისთვის და არც პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება. რაც მაქვს, ვცდილობ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გავატარო. მიყვარს მოგზაურობა და ვცდილობ, საქმიანი მივლინებების გარდა, დასვენების მიზნითაც წავიდე. ძალიან მიყვარს პარიზი. იქ სეირნობა ჩემთვის ფანტასტიკური სიამოვნებაა. მირჩევნია, სილამაზით დავტკბე, ვიდრე მაღაზიებში ვირბინო. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?