Best British Center-ის დამფუძნებელი, რომელსაც საკუთარი საქმე უკვე 15 წლის ასაკში ჰქონდა

ბიზნესლედი

18 ნოემბერი 18:00, 2015 წელი

პროფესიით დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საოცრად პოზიტიური ქალბატონი ნათია თანანაშვილი სასწავლო ცენტრ Best British Center-ის დამფუძნებელია. ამბობს, რომ ბავშვობიდან დამოუკიდებელი იყო. საკუთარი საქმე 18 წლის ასაკიდან აქვს და დღემდე საინტერესო გზაც გაიარა. 


- გარდა იმისა, რომ სასწავლო ცენტრი გვაქვს, ორი წლის წინათ გადავწყვიტეთ, საქართველოში ინოვაციური და საინტერესო პროექტი შემოგვეტანა ბავშვთა ინგლისურენოვანი ბანაკების სახით. BBC ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრია და, თეორიული სწავლების გარდა, გვინდოდა, პრაქტიკული სწავლების საშუალებაც გვქონოდა, რადგან ბუნებით უფრო პრაქტიკოსი ვარ. რა თქმა უნდა, 8 დღეში ბავშვი ინგლისურს ვერ ისწავლის, მაგრამ ეს არის პირველი კომპლექსისა და ბარიერის გადალახვის გზა, რომელსაც ე.წ. „ყინულის დაძვრას“ ვეძახით. სწავლებისა და გართობის შერწყმა საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. ჟესტიკულაციით ხომ ბევრს რცხვენია საუბარი? ისინი ძლევენ ენის კომპლექსს და უფრო უადვილდებათ როგორც საუბარი ასევე ურთიერთობები. მსგავს ბანაკებს აქამდე აწყობდნენ ტურისტული კომპანიები, მაგრამ ისინი აქცენტს აკეთებდნენ ტურიზმის კუთხით, ხოლო ჩვენ ვართ ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი და განათლების კუთხით ვახდენთ ფოკუსირებას. ტურისტულ კომპანიას შესაძლოა არ ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება, აქედან გამომდინარე, ჩვენს ბანაკს, მათთან შედარებით, უპირატესობა აქვს. თავდაპირველად ზემოთ აღნიშნული სერვისის შეთავაზება დავიწყეთ უშუალოდ ჩვენი ცენტრის სტუდენტებისთვის, ხოლო შემდეგ პრაქტიკამ გვიბიძგა, გავსულიყავით უფრო ფართო სეგმენტზე, შესაბამისად შეგვეთავაზებინა იგივე სერვისი, და აქედან გამომდინარე, ჩვენ გავხსენით კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მათთვის, ვინც თუნდაც მსგავსი ცენტრებისგან ვერ იღებდა იმავე სერვისს. ამჟამად, ცენტრის გარდა, მაქვს თარჯიმანთა ბიუროც. 


- როგორია, როცა ადამიანს საკუთარი ბიზნესი აქვს?
- პატარობიდან მქონდა წვრილ-წვრილი ბიზნესები. 15 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს ელჩის პატრონაჟით, დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად ვიყავი წასული. როცა დავბრუნდი, პირველი მოსწავლე ავიყვანე. 25 ლარს ვიღებდი თვეში. ასევე მახსოვს როდესაც თარჯიმანთა ბიუროებში ლარად ვთარგმნიდი ერთ გვერდს ლექსიკონების დახმარებით, მაშინ როდესაც ინტერნეტით არ ვიყავით განებივრებულები და ღამეებს ვათენებდი.  19 წლის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საკუთარი თარჯიმანთა ბიურო გავხსენი სარდაფში.  მუდმივი სწავლა და თვითგანვითარება მთავარია ადამიანისთვის. არასოდეს უნდა გაჩერდე და სულ უნდა იმოძრაო. აქტიური ვარ და ყველას ამავეს ვურჩევ. თავისით არაფერი მოდის, არც მაქვს სურვილი, ფეხი ფეხზე გადავიდო და ისე ვუყურო შორიდან. ასე არც ერთი ბიზნესი არ იქნება წარმატებული. პირველ რიგში, ხელმძღვანელი უნდა იყოს მაქსიმალურად ჩართული, რადგან მისი საქმეა და მას ყველაზე მეტად უყვარს. და თუკი რამე მიყვარს, მთელ სულსა და გულს ვდებ მასში და შესაბამისად საუკეთესოდაც გამოვა.  
არ მომწონს არაადეკვატური ფასები, რაც ირგვლივ არის. ჩემი ბიზნესი ძალიან კეთილსინდისიერად იქცევა ამ საქმეში. ყველას ვურჩევდი, 500%-იანი მოგება დავიყვანოთ 100%-ზე. ის, რომ საკუთარი საქმე გაქვთ, უკვე მოგებაა. იმის წარმატებად მიჩნევა, რომ მოკლევადიან პერიოდში კარგი მოგება ნახეთ, მცდარია და პირდაპირი გზაცაა გაკოტრებისკენ. ბიზნესი უნდა დაიწყო მოგებისთვისაც, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს არ იქნება ის სფერო, რომელიც გიყვართ და გულით ემსახურებით, თუ არ გეყოლებათ თანამშრომლები, რომლებსაც ასევე უყვართ თავიანთი საქმე და არ მუშაობენ მხოლოდ ხელფასისთვის, მაშინ თქვენთან ურთიერთობისას მომხმარებელი აუცილებლად მიხვდება, რომ თქვენ მათი პრობლემა ან კმაყოფილება ნამდვილად არ გაინტერესებთ.


 


- როგორ ფიქრობთ, კარგი ვიზუალი ეხმარება ქალბატონს საქმეში?
- ზოგადად, გარეგნობას მნიშვნელობა აქვს და მეც ვზრუნავ საკუთარ ვიზუალზე. შეიძლება, ანგელოზი იყოს ქალი და ამან პირიქით ხელი შეუშალოს, დაფაროს სხვა თვისებები. თუმცა იმიჯი მნიშვნელოვანია. 


- საკმაოდ კომუნიკაბელური და ემოციური ადამიანი ხართ, როგორც ვხედავ.
- ძალიან ემოციური ვარ და არ მომწონს ჩემი ეს თვისება, უფრო რომანტიკული ვარ, ვიდრე პრაგმატული. არ მიყვარს სიხისტე და უხეშობა! ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები, ნუ ხართ უხეშები მეთქი. მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანს მივუდგე, მოვერგო და გული არ ვატკინო. თან პროფესიით დიპლომატი ვარ და ესეც მეხმარება. თუმცა ერთი დღეც არ მიმუშავია პროფესიით. შეიძლება ზოგჯერ გავბრაზდე, ზოგჯერ მკაცრიც ვიყო თანამშრომლებთან, მაგრამ სამაგიეროდ ყურადღებით და საჩუქრებით ძალიან ვანებივრებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათ კარგი პირობები და გარემო შევუქმნა.



- რისკიანი ხართ?
- საკმაოდ, მით უმეტეს - საქმეში, თუმცა სულელურ რისკებზე არ მივდივარ. ბევრს ვწონი, სანამ რამეს გადავწყვეტ. სხვების აზრსაც ვუსმენ ხოლმე. 

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.