„მამაკაცებო, იყავით ჯენტლმენები და ერთი დღე აჩუქეთ საყვარელ ქალს ისეთი, როგორიც მას უნდა“

ბიზნესლედი

2 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

საქმე, რომელიც ქალბატონების ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და გამორჩეული დღის კიდევ უფრო გალამაზებას ემსახურება - დღეს ჩვენი სტუმარია საქორწინო სალონ „მარიგოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე.

2008 წელს შევქმენით „მარიგოლდი“. საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და გადავწყვიტე, დამოუკიდებლად დამეწყო საქმე. პირველად „ქართული ბრენდის დღეზე“ გამოვჩნდით, როგორც ახალი ქართული ბრენდი და მას მერე, თუკი რამ ტიტული და პრიზი იყო, ყველაფერი ავიღეთ. დასაწყისი საკმაოდ მძიმე იყო, ღამეები არ მეძინა, შედეგად მივიღეთ „მარიგოლდის“ დიდი ოჯახი. 

- თქვენი გამოჩენა ომის პერიოდს დაემთხვა
?
- ჩვენ იანვარში გავიხსენით, მაგრამ ზაფხულში ომის სიტუაციამ გეგმები შეგვიცვალა, კერძოდ, მინდოდა ფილიალის გახსნა კეკელიძეზე, თუმცა ომი რომ დაიწყო, შევშინდით და დავხურე, რასაც ძალიან ვნანობ. ბევრი რამ დავკარგე. არ უნდა დავნებებულიყავი. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ 2008 წელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. შეიძლება ითქვას, მაშინ უფრო ბევრი და ღირსეული კონკურენტი გვყავდა. „მარიგოლდი“ ხარისხთან და გემოვნებასთან ასოცირებული ბრენდია. გარდა ბიზნესისა, კომპანია უამრავ სოციალურ პროექტშია ჩართული. „მარიგოლდის“ თანამშრომლები არ მიიჩნევენ, რომ სამსახურში მოდიან, მათთვის ეს ნამდვილი ოჯახია. 


- რა პროფესიის ხართ?
- გაგიკვირდებათ, ალბათ, და პედაგოგიური დავამთავრე. ძალიან მინდოდა სარეჟისორო-სამსახიობო, საოცრად მიყვარს სცენა და ძალიან მწყდება გული, რომ სცენაზე ვერ დავიხარჯე. მამა რეჟისორი იყო, მეც, ფაქტობრივად, თეატრში გავიზარდე. ახლაც მახსოვს გარდერობის მტვრის სუნი, მაგრამ მამა ჩემი არტისტობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მესამე კურსიდან გავთხოვდი და ბაღიდან სკოლამდე მივყევი ჩემს შვილებს. თუმცა ხომ არის რაღაც, შინაგანად რომ არ გასვენებს... ჰოდა, მეც ვთქვი: მეყოფა-მეთქი! მე არ მიყვარს მდორე და მშვიდი ცხოვრება, კაბინეტური სამუშაო, სულ დუღილში ვარ, სულ რაღაც უნდა ვაკეთო. შემიძლია, დღე-ღამეში ორ საათს ვიძინო, ვიშრომო და ვიყო საუკეთესოდ. სულ მინდა, რაღაც მოვასწრო. ეს, ალბათ, გენეტიკურია მაინც. 


- თავად როგორი კაბა გეცვათ ქორწილში?
- მაშინ სხვა სტილის კაბები იყო მოდური, დედამ შემიკერა. დასავლეთში მქონდა ქორწილი. საკმაოდ სადა, ძველებურ სტილში, დახურული. მუსლინის ნაჭრით შეკერილი. მამამ მომიტანა კრინოლინისთვის უზარმაზარი მარლის ნაჭერი. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ძველი სტილი, როკოკო და კაბაც ამ სტილში მეცვა. 


- როგორი განცდაა, ემსახურებოდე სილამაზეს?
- განცდა საოცარია, საკეთებლად კი - საკმაოდ რთული. ეს დღე ქალის ცხოვრებაში ყველაზე საოცარია. ძალიან არ მომწონს ორი ტენდენცია: ის, რომ პატარძალი არჩევანში არ არის თავისუფალი და ხშირად ერევა მეჯვარე, დედამთილი თუ ქმარი... და ის, რომ ყველაზე ცოტა თანხა საქორწილო კაბაზე იხარჯება! მამაკაცებო, იყავით ჯენტლმენები და ერთი დღე აჩუქეთ საყვარელ ქალს ისეთი, როგორიც მას უნდა. 


- მოკლე მოდელებს თუ ითხოვენ?
- იშვიათად. მოკლე კაბების ჩაცმასა და ლამაზი ფეხების გამოჩენას ყოველთვის მოასწრებთ. გრძელი კაბა, თან ქორწილში, სხვა მომენტია. გრძელი კაბა მაინც სხვა ფენომენია. ჩვენ ხომ ისედაც იშვიათად გვაქვს ცხოვრებაში დღესასწაულები. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?