ნატა სამადალაშვილი: „მოდელი, პირველ რიგში, პიროვნება უნდა იყოს“

ბიზნესლედი

9 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

სააგენტო „ნატალის“ დამფუძნებელი ქართული სამოდელო ბიზნესის სათავეებთან იდგა. მანამდე საკმაოდ ხანგრძლივი გზა გაიარა. თავადაც იყო მოდელი და ამბობს, რომ საბჭოთა დროს ამ პროფესიას ალმაცერად უყურებდნენ... 

- დღეს „ნატალი“  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტოა. თავის დროზე როგორ მიიღო საზოგადოებამ თქვენი წამოწყება?
- 1994 წელს დავიწყეთ. ბევრი მეუბნებოდა, რას აკეთებ, ვერ ხედავ, რა დროაო, სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საქმეს. მე მანამდე ბალერინა და მანეკენი ვიყავი, ანუ ამ საქმეში პრაქტიკული გამოცდილება მქონდა, თუმცა საქართველოში სამოდელო სფეროში არანაირი მეთოდიკა არ არსებობდა. მადლობა ღმერთს, ისეთი მშობლები მყავდა, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოვასწარი ცხოვრებაში. ბევრი თაობა აღვზარდეთ, მათ შორის ქართველი ტოპმოდელების პირველი თაობა. უცნაურია, იცით - მართალია, რთული წლები იყო, მაგრამ ამ წამოწყებას ხალხი მაინც დიდი ინტერესით შეხვდა. მაშინ ხალხს ფულიც უფრო მეტად ჰქონდა და რაღაცის კეთების ხალისიც, ვიდრე დღეს. 


- თქვენ თქვით, რომ მანამდე საქართველოში ამ პროფესიას მაინცდამაინც კარგად არ უყურებდნენ...
- მაშინ  არც იმ გოგონებს უყურებდნენ კარგად, შარვალი რომ ეცვათ ან მანქანაში სხდებოდნენ. მენტალიტეტის თემაა ეს ყველაფერი. მოდელის პროფესია ელიტური და ძვირად ღირებულია, თუმცა ამით ფულის შოვნა არ არის მარტივი. ჩვენი ქვეყანა არ არის დიდი, მაგალითად - რუსეთივით, არც იმდენი გოგონაა, რომ ბევრი სააგენტო გვჭირდებოდეს. სამოდელო სააგენტოს მუდმივად რაღაცით კვება და განვითარება სჭირდება. ჩვენ ვცდილოთ, მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. მოდის ჩვენებებს რომ ვუყურებ, გოგონებმა არც სამოსის მორგება იციან, არც ტარება, არც პოდიუმზე სიარული, არც თავის წარმოჩენა. ასე არ შეიძლება და ამის გამო გული მწყდება. მოდელი, პირველ რიგში, პიროვნება უნდა იყოს. 


- ალბათ, დიდი შრომა ჩადეთ ამ საქმეში... 
- დიახ, დღე და ღამე ვმუშაობდი, საერთოდ არ მეძინა... და იცით, როგორ პირობებში? არც გაზი იყო, არც შუქი, არც წყალი... მაგრამ მაინც ვმუშაობდით! გოგონებსაც მეტი ენთუზიაზმი ჰქონდათ, ენთუზიაზმზე ბევრჯერ გვიმუშავია.


- რა კრიტერიუმებით არჩევთ გოგონებს?
- აუცილებელი არ არის, მოდელი იყოს ლამაზი. უფრო მნიშვნელოვანია პარამეტრები - 90/60/90. სილამაზის კონკურსი სხვაა და სამოდელო ბიზნესი სხვა. ხშირად ერთმანეთში ერევათ, თორემ ყველა გოგონა თავისებურად ლამაზია. ზოგადად, სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. ათიოდე წლის წინათ მთელი მსოფლიოს პოდიუმი სტანდარტებით იყო სავსე - ზედმეტად გამხდრები, ქერა, აპრეხილი ცხვირითა და არაფრისმთქმელი სახით. ამის გამო პარიზთან სულ ომი მქონდა. მაგალითად, სლავი გოგონები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ არ გააჩნიათ ინდივიდუალიზმი, ცარიელი სახეები აქვთ, მაშინ როცა ქართული სახე შეიძლება ასიმეტრიული იყოს, მაგრამ უფრო ცოცხალი და სახასიათო. ადამიანს ხასიათი, განათლება, მანერები, ჭკუა ალამაზებს... პოდიუმზე გოგონა რომ გამოდის, უნდა იგრძნობოდეს, რა ფერისაა. პოდიუმი ადამიანის სარკეა. 




პოდიუმზე 
მუქი გოგონების ტენდენცია გაჩნდა... 
- მობეზრდა მსოფლიოს პოდიუმებს ქერები, თანაც შავგვრემანი ქალი ფერებით ყოველთვის უფრო იგებს და ეფექტურია. სლავები პერესტროიკის მერე მთელ მსოფლიოს მოედვნენ, 90-იანებში ასეთი ტიპაჟების ნამდვილი ბუმი იყო. ახლა უფრო შავგვრემნების მოდაა. 


თქვენი შვილები ამ სფეროში მუშაობენ?
- არა, ჩემი ორივე გოგონა მხატვარია. ძალიან შემოქმედებითი შვილები მყავს.  


საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.