„მეტრა დეველოპმენტის“ დირექტორი: სამყაროს ქალები ამოძრავებენ!

ბიზნესლედი

23 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

დეველოპერულ კომპანია „Metra Development“-ს ნატა გლინსკაია ხელმძღვანელობს. იყო დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი, არცთუ მარტივია. ამბობს, რომ საჯარო სივრცე მისთვის კომფორტის ზონიდან აბსოლუტური გასვლაა, თუმცა თუ ამ ზონიდან არ გახვედი, საკუთარ თავს ვერ შეიცნობ.


ნატა გლინსკაია:
 
- კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ 2007 წელს დაფუძნდა და უკვე რამდენიმე მასშტაბურ პროექტს ითვლის. კომპანიას ვარკეთილში სამი კორპუსი აქვს აშენებული, სადაც ყველა ბინა გაყიდულია. დასრულებულია მეოთხე კორპუსის პროექტირება და მალე იგეგმება სამუშაოების დაწყება. ასევე, ბაგებში, კუს ტბის ასახვევთან „მეტრამ“ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელა პროექტები „პარკ სტრიტი“ და „პარკ თაუერი“. 
ამ ეტაპზე კომპანიის მთელი ადამიანური და ფინანსური რესურსი ბაგებში „მეტრა პარკის“ დასრულებაზეა მიმართული - ეს დიდი და ტექნიკურად რთული პროექტია. 
დღეს ბევრი კომპანია აშენებს კარგ სახლებს, თუმცა ამ პროექტს თავისი ხიბლი აქვს. ეს არის 20 ელეგანტური შენობა, შეკრული სტილით და ლანდშაფტით, აშენებული მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით,  მოცილებული ქალაქის ხმაურს და ცუდ ეკოლოგიას. 
დღეს დედაქალაქის განვითარების კუთხით ბაგები სტრატეგიულ ლოკაციას წარმოადგენს - არის ახლოს ქალაქის ცენტრთან, მაგრამ გამოირჩევა გარეუბნის ყველა უპირატესობით.   
კომპანია აწარმოებს სამშენებლო პროცესს ისე, რომ არ ზიანდება არც ერთი ხე და მცენარე.  პირიქით, ჩვენ ვზრუნავთ და
ვაუმჯობესებთ არსებულ მწვანე საფარს. ეს კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია.  
„მეტრას“ მიზანია, მომხმარებელს შეუქმნას კერა. ეს ამოძრავებს პატარა, მაგრამ ძლიერ გუნდს, რომელიც შეყვარებულია თავის საქმეზე.



- რამდენი წელია, რაც კომპანიას ხელმძღვანელობთ და როგორი იყო თქვენი გამოცდილება მანამდე?
- კომპანიის გენერალურ დირექტორად ერთი წლის წინ დავინიშნე. მანამდე დაკავებული მქონდა ფინანსური დირექტორის პოზიცია. ეს ჩემთვის სრულიად ახალი ამპლუაა, უდიდესი პასუხისმგებლობა არამარტო აქციონერების, არამედ ჩემი გუნდის და, რა თქმა უნდა, მომხმარებლის წინაშე.
კაბინეტის მუშაკიდან კომპანიის საჯარო პირამდე დიდი გზა იყო გასავლელი, რომელიც ჩემთვის, აბსოლუტური ინტრავერტი ადამიანისთვის, საკმაოდ რთული იყო. პატარა აგურებით და პატარა ნაბიჯებით ყოველდღე შენდება ჩვენი დიდი ოცნებები.  



-
თქვენი ქალური ბუნება თუ გეხმარებათ ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობაში? ქალები ემოციურები ვართ საერთოდ.
- საქმე უნდა კეთდებოდეს ცივი თავით და ცხელი გულით. ამ ორის მართვა უკვე გამოცდილების, ოსტატობისა და ინტუიციის ამბავია.  
მგონი, არავინ დავობს, რომ მამაკაცები წარმოადგენენ უპირატეს ძალას. მაგრამ ძალას სჭირდება ენერგიის წყარო, მამოძრავებელი ძალა - ქალი.
კაცებისგან განსხვავებით, ჩვენ ვირჩევთ გრძელ და რთულ გზებს, მაგრამ ვაბალანსებთ და ვამშვენებთ სამყაროს.

საკნატუნო ამბები

მარტივი ხრიკები, რომლითაც ქალები კაცებს ატყუებენ (9 ფოტო)

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან მიმართავდნენ ქალები სხვადასხვა საშუალებებს, რათა უფრო მიმზიდველები და ლამაზები წარმოჩენილიყვნენ. ვნახოთ, რა ხრიკები არსებობს 21-ე საუკუნეში...
უცნობი ფოტოები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.