ლელა ოთარაშვილი: „City Style“ სხვა სილამაზის ცენტრებისთვის ძლიერი კონკურენტია!

ბიზნესლედი

19 იანვარი 22:00, 2017 წელი

წლების წინათ ძალიან პოპულარული ჯგუფ „რონდოს“ წევრი ლელა ოთარაშვილი ამჟამად საკუთარ ბიზნესს ხელმძღვანელობს - იგი სილამაზის ცენტრ „სითი სთაილის“ დამფუძნებელია. წარმატებული ბიზნესლედი „Funtime“-ს თავისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ უამბობს...

- ლელა, ფართო საზოგადოება ჯგუფ რონდოდან გიცნობთ... მოდით, პირველ რიგში, თქვენი მუსიკალური ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
- მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე... დედაჩემი, ლიზი ოთარაშვილი პროფესიონალი მუსიკოსია და მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემი და ჩემი დის მუსიკოსებად ჩამოყალიბებაში. ჩემი და ელენე ოთარაშვილი პროფესიით მუსიკათმცოდნეა, შემდეგ სწავლა განაგრძო მენეჯმენტის მიმართულებით. მე პირველი მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, მევიოლინე გახლავართ. ასევე, ვარ ინგლისური და ფრანგული ენების სპეციალისტი. კვარტეტის  შექმნა მუსიკის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა. ჯგუფი „რონდო“ 20 წლის წინათ შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე აქტიური და ნაყოფიერი ეტაპები გავიარეთ - გასტროლები სხვადასხვა ქვეყნებში, საერთაშორისო ფესტივალები, კონკურსები...


- გული არ გწყდებათ, რომ სცენას  ჩამოშორდით?
- იცით, მთლად ჩამოშორებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო... ოჯახი შევქმენი, მყავს სამი შვილი და ახლა ჩემს მცირე თავისუფალ დროს მათზე ზრუნვას ვუთმობ. თუმცა „რონდო“ არსებობს, არ დაშლილა, უფრო მეტიც, ახალ რეპერტუარზე დავიწყეთ მუშაობა და სოლო კონცერტისთვის ვიწყებთ მზადებას.


- სილამაზის ცენტრის გახსნა რატომ გადაწყვიტეთ?
- რომ გითხრათ, სილამაზის ცენტრის გახსნაზე ვოცნებობდი-მეთქი, მოგატყუებთ. ყველაფერი თავისთავად მოხდა, ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი ამ საქმეში...


- რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყებისას და როგორ გადალახეთ?
-
სირთულეები უამრავი იყო, მაგრამ ეტაპობრივად ყველა სირთულე გადავლახეთ. ჩემი მეუღლე ბიზნესმენია და მისი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროში იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ, თუ მომხმარებელს სიახლე ყოველდღიურად არ შესთავაზე, ვერ განვითარდები. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვსწავლობ ბაზარს და ვეცნობი ამ სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს. სხვათა შორის, კონკურენცია ერთგვარ სტიმულსაც მაძლევს. ვფიქრობ „City Style“ სხვა სილამაზის ცენტრებისთვის ძლიერი კონკურენტია.

- სახელწოდება თქვენ შეარჩიეთ?
- სახელწოდებაზე ბევრი ვიფიქრე, მქონდა უამრავი ვერსია და ფოკუს ჯგუფებს ვატარებდი ახლობლებში. ბოლოს ჩემმა უცხოელმა მეგობარმა მირჩია ეს სახელი და ძალიან მომეწონა.


- რა მომსახურებებს სთავაზობს „City Style“ მომხმარებელს?
- გვაქვს მრავალფეროვანი მომსახურებები „City Style“-ში. თავიდან დავიწყეთ სალონური მომსახურებით, შევქმენით სტილისტებისა და მანიკიურ-პედიკიურის სპეციალისტების საუკეთესო გუნდი.
შემდეგ გავფართოვდით და ალექსიძის პირველში, მეორე სართულზე, გავაკეთეთ სახისა და სხეულის ესთეტიკური ცენტრი, რომელიც აღჭურვილია დერმატო-კოსმეტოლოგიური უახლესი ტექნოლოგიის აპარატურით.
მომხმარებელს ვთავაზობთ სახისა და ტანის მოვლის პროცედურებისა და პროდუქციის ფართო არჩევანს: სახის წმენდა, მასაჟი, უნემსო მეზოთერაპია, Anti-Age RF lifting, ინექციური პლასტიკა, ლაზერული მომსახურება (დიოდი და ალექსანდრიტი), სხეულის კორექცია, ცხიმების დაწვა, გამკვრივება, RF lifting და ა.შ. რაც მთავარია, „City Style“-ის კანის ესთეტიკური კაბინეტები დაკომპლექტებულია პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური ექიმებით.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „City Style“-ში დაცულია ჰიგიენისა და სტერილიზაციის მაღალი სტანდარტი. გამოყოფილი გვაქვს ცალკე ოთახი ყველა იმ ინსტრუმენტის სტერილიზაციისთვის, რომელიც ჩვენს კაბინეტებში გამოიყენება და ჩვენს მომხმარებელს კანზე ეხება. სტერილიზაციას ვახდენთ  სამედიცინო-ქირურგიული სტანდარტის მეთოდით (ავტოკლავით). ასევე გვაქვს უახლესი ტექნოლოგიის ვერტიკალური სოლარიუმი, უსაფრთხოების სრული დაცვით, City Style-ში სოლარიუმის ნათურები ხშირად იწმინდება და იცვლება. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობას.


 


- პროდუქციის არჩევისას აქცენტს რაზე აკეთებთ?
- პროდუქციის ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს წარმოდგენილი. როცა გაქვს ამბიცია, იყო ერთ-ერთი წამყვანი სილამაზის ცენტრი,პროდუქციის მაღალი ხარისხი და ფართო არჩევანი აუცილებელი პირობაა. მეც სწორედ ხარისხიან პროდუქტზე ვაკეთებ აქცენტს. სხვათა შორის, ნებისმიერ პროდუქტს ჯერ საკუთარ თავზე ვტესტავ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობ მომხმარებელს. „City Style“-ის მომსახურება გათვლილია მომხმარებლის ფართო სეგმენტზე. ჩემი მთავარი მიზანი და მიმართულებაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, ამიტომ როგორც სასალონე მომსახურებაში, ასევე კანის ესთეტიკურ კაბინეტებში  წარმოდგენილია პროდუქციის ფართო სპექტრი. სალონურ მომსახურებაში L’OREAL Professionel, KEUNE Hair Cosmetics, WELLA.  ასევე, მანიკიურ-პედიკიურის კაბინეტებში CND, ORLY, OPI. LCN, MORGAN.  დერმატო-კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში CHRISTINA, SOSKIN.

- „City Style“-ის გუნდზე რას გვეტყვით?
- ჩვენთან მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები. გვყავს, ასევე, შესანიშნავი ადმინისტრატორები. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო მთავარი ადმინისტრატორი მარიამ სულეიმანაშვილი, რომელიც ყოველდღიურად წარმართავს და ხელმძღვანელობს „City Style“-ის საქმიანობას.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- ამ ეტაპზე „City Style“ წარმოდგენილია ორი ფილიალის სახით - ალექსიძის N1-ში და  სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მეოთხე სართულზე (c408). მომავალში ვგეგმავთ, კიდევ ერთი ფილიალი გავხსნათ და კიდევ  უფრო დიდი გუნდითა და ახალი პროდუქტებით წარვდგეთ მომხმარებლის წინაშე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?