რას არ უთმობს ქართველ მეღვინეებს ქეთი ჯურხაძე?

ბიზნესლედი

30 დეკემბერი 18:00, 2015 წელი

ღვინის ექსპერტი ქეთევან ჯურხაძე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური შემფასებელი და გულშემატკივარია. როგორც თავად ამბობს, მეღვინეობისა და ენოლოგიის სფეროში ქალების როლი ყოველდღიურად იზრდება. კიდევ, პირობას დებს, რომ აუცილებლად დაარღვევს საუკუნოვან ტრადიციას და საწნახელშიც ჩადგება. 


- ქეთი, მოდით, საუბარი თქვენი ბექგრაუნდით დავიწყოთ...
- ჩემს ბექგრაუნდზე უკვე ლექსივით ვყვები ხოლმე, ყველას უჩნდება პირველი კითხვა: სად ისწავლე? და მეორე: რატომ მოხვდი მეღვინეობის სფეროში? კარგად მახსოვს, როდესაც ღვინის პირველი დეგუსტაცია შედგა, სადღაც 2004 წელს, მკითხეს, მყავდა თუ არა ოჯახში ვინმე მეღვინე... მაშინ გაკვირვება გამოიწვია ჩემი ამ საკითხით დაინტერესებამ. ოჯახის არც ერთი წევრი მეღვინე არ მყოლია, მაგრამ მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. მათ შორის ერთ-ერთია ნუგზარ ქსოვრელი, რომელმაც მაქსიმალურად შემიწყო ხელი, კარგად მესწავლა ეს ყველაფერი და მივსულიყავი სადეგუსტაციო კომისიამდე...
საკმაოდ ბევრგან მიმუშავია - დავიწყე ლაბორატორიიდან, ვიყავი ლაბორანტი, შემდეგ ვმუშაობდი მარკეტინგის მენეჯერადაც, პიარშიც, შესყიდვებისა და ექსპორტის მიმართულებითაც.
ჩემი ბოლო პოზიცია, რომლითაც ღვინის კომპანიებთან ურთიერთობა დავასრულე, იყო უფროსი მენეჯერი. მივხვდი, რომ ჩემი შეხედულებები ღვინის მწარმოებლების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება. როცა ხარ ექსპერტი და სიღრმისეულად იწყებ საკითხში ჩახედვას, შენთვის ნათელი ხდება, რომ ეს მათთვის ბიზნესია, შენთვის კი - საყვარელი პროდუქტი, რომელსაც ცოცხალ ორგანიზმად აღიქვამ! გვქონია მკვახე საუბრებიც, რის გამოც ისეთი იმიჯი ჩამომიყალიბდა, რომ ვარ უკომპრომისო და ჭირს ჩემთან ურთიერთობა. იცით, მირჩევნია, ადამიანს ყველაფერი პირდაპირ ვუთხრა, ცოტა უხეშადაც, სამაგიეროდ იციან, რომ ჩემთვის ურთიერთობები ძალიან ფასეულია და პირსუკან საუბრებიც არ მიყვარს. ისე, აღიარებაც თამამად შემიძლია, როცა არ ვარ მართალი.
2010 წელს შემომთავაზეს, ვყოფილიყავი სომელიეთა სტანდარტის თანაავტორი, რაც ჩემთვის ნამდვილად გამოწვევა იყო. 2014 წელს გავხდი სომელიეთა სტანდარტის ავტორი, შემდეგ ილიაუნიში დავიწყე ლექციების კითხვა. 
ამ პერიოდში ღვინის სფეროში ისევ წავაწყდი ისეთ მიდგომებს, რომლებიც კატეგორიულად არ მომწონდა. ამიტომ გამიჩნდა იდეა, დამეფუძნებინა საკუთარი სკოლა.
სპონტანურად ჯერ ფეისბუზე გავაკეთე გვერდი და დავაანონსე სწავლება, შემდეგ შევქმენი ღვინის სკოლა-სტუდია „კაბისტონი“. მაშინ არც ფირმა მქონდა, არც ფართი... უბრალოდ, გავრისკე. სხვათა შორის, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტობრივად, ერთ თვეში ძალიან კარგი ჯგუფი შედგა და ყველამ კარგი გამოცდილება მივიღეთ. 


ამჟამად დიდი გეგმები გვაქვს. ვარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კანცლერის მოადგილე და, ფაქტობრივად, მთელი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მაბარია. გვაქვს არაჩვეულებრივი მარანი, ვაშენებთ ლაბორატორიას, რომლის მუშაობაშიც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართულები. თან მომწონს, რომ ხელმძღვანელობა ვერტიკალურად არ ერევა ჩვენს საქმიანობაში. 



- ქართულ ღვინოს რა უნიკალური თვისებები და რა პერსპექტივა აქვს საერთაშორისო ბაზარზე?
- ქართულ ღვინოს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომაც ხშირად მიწევს თემის ირგვლივ ხმამაღალი კამათი. შეიძლება, ვინმეს გულსაც ვტკენ, მაგრამ, როცა იცი, რომ ღვინისა და ვაზის სამშობლო ხარ, პასუხისმგებლობა ცოტა მეტი უნდა იგრძნო. ბიზნესში ნდობის დაკარგვას, სჯობს, ფული დაკარგო. შენზე უნდა ლაპარაკობდეს ღვინო და არა - ეტიკეტი ან სატელევიზიო რეკლამა. იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქვევრი კი არ აღიარა, არამედ ქვევრის ღვინო! ამ ერთ ბეწო ქვეყანაში 500 ჯიშია ენდემური და 35-მდე ძველი და მივიწყებული სახეობაც აღორძინდა. უცხოელ მეღვინეებს სენტიმენტალური ისტორიებით გულს ვერ აუჩუყებ. მათ ასეთი ისტორიები, დაახლოებით, 150 ქვეყნის მწარმოებლებისგან ესმით. შეიძლება, ღვინის სამშობლოსა და ვაზის უძველეს კულტურაზე ამბები საინტერესო მოსასმენია, მაგრამ პროდუქტს ყიდის ის, რაც ბოთლში ასხია და არა წარსულზე მონათხრობი.


- ხასიათი და ენერგეტიკა თუ აქვს ღვინოს?
- ღვინოს აქვს თავისი კუთხის, ქვეყნის, მწარმოებლის ხასიათი. სტრუქტურაზე ეტყობა ქართულ ღვინოს, რომ უფრო მძიმეა, განსაკუთრებით - კახურ ღვინოს. იმერულ ღვინოებს თავისებური შარმი და სიცქრიალე აქვთ. როცა ადამიანს აკვირდები, რას სვამს, უკვე ზუსტად იცი მისი ხასიათი... 


- ქალი მეღვინე, სომელიე, ექსპერტი ბევრია საქართველოში?
- კი, საკმაოდ. ბევრი ქალბატონი თვითონ არის მწარმოებელი და საკუთარი ხელითაც აკეთებს ყველაფერს. ქალისთვის, ტრადიციის მიხედვით, საწნახელში ჩადგომა არ შეიძლება, თუმცა სულ ვამბობ, რომ „ბოროტად“ ვისარგებლებ ჩემი ამპლუით და აუცილებლად ჩავდგები საწნახელში. ქალი მეღვინეების ხელები უნდა ნახოთ, რა დღეში აქვთ, თავდაუზოგავად უვლიან საკუთარ მარნებს. როცა ეს საქმე ძალიან გიყვარს, დანარჩენი ყველაფერი უკვე ასატანია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?