თამარ რობიტაშვილი: „წარმატების გამზადებული რეცეპტი არ არსებობს“

ბიზნესლედი

9 დეკემბერი 19:00, 2016 წელი

„ბავშვობიდან ვოცნებობდი საკუთარი სილამაზის სალონი მქონდოდა და როგორც კი საშუალება მომეცა, ოცნება რეალობად ვაქციე“ - ამბობს „აპრიორის“ დამფუძნებელი და დირექტორი თამარ რობიტაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

- დიდი ხანია, საკუთარ ბიზნესს ხელმძღვანელობთ?
- დაახლოებით, 6 წელია. მანამდე ერთ-ერთ კლინიკაში ექიმად ვმუშაობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ  სამედიცინო სფეროს ჩამოვშორებოდი და საკუთარი ბიზნესი დავიწყე.

- რატომ მაინცდამაინც სილამაზის სფერო?
- ბავშვობიდან ვოცნებობდი, საკუთარი სილამაზის სალონი მქონდოდა და როგორც კი საშუალება მომეცა, ოცნება რეალობად ვაქციე.

- შენი პირველი სილამაზის სალონი „აპრიორისგან“ საკმაოდ განსხვავებული იყო...
- დიახ, ჩემი პირველი სილამაზის სალონი გაცილებით მცირე მასშტაბის იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მომხმარებელს ყოველთვის  მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობდით. დაახლოებით, 5 წლის შემდეგ იმდენი გამოცდილება დამიგროვდა და მომხმარებელთა რიცხვიც იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტე, მათთვის უფრო ლამაზი და მშვიდი გარემო შემეთავაზებინა.

- არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ „აპრიორში“ მართლაც არაჩვეულებრივი გარემოა...
- ჩენი მიზანიც ეს არის - მინდოდა, „აპრიორის“ სტუმრებს თავი კონფორტულად ეგრძნოთ.

- დიზაინზე თავად იზრუნეთ?
- არა, ეს საქმე საკმაოდ გამოცდილ დიზაინერს მივანდე, თუმცა პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. სალონში ხშირად გვსტუმრობენ პატარძლებიც, რომლებიც არა მხოლოდ საქორწინოდ ლამაზდებიან, არამედ  ფოტოსესიებსაც აწყობენ... მოკლედ, აქ ნებისმიერი სადღესასწაულო ფოტოსესიისთვის შესაფერისი გარემოა.

- რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
- „აპრიორში“ მუშაობენ არაჩვეულებრივი სტილისტები, ვიზაჟისტი, პროფესიონალი კოლორისტები, რომელებიც ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ საზღვარგარეთ.
ჩვენთან მუშაობს, ასევე, უკრაინიდან მოწვეული კვალიფიციური კოსმეტოლოგი, რომელიც ატარებს მექანიკურ და აპარატურულ პროცედურებს, როგორიცაა: მექანიკური, კომბინირებული და აპარატურული სახის წმენდა, სახის მასაჟი, აპარატურული გაახალგაზრდავება, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა პროცედურებს მოიცავს...
გვყავს  მანიკურის და პედიკურის სპეციალისტი, რომელიც  სტანდარტული მომსახურების გარდა, მომხმარებელს აპარატურულ მომსახურებასაც სთავზობს.

- პროდუქციის არჩევისას რაზე აკეთებთ აქცენტს?
- „აპრიორში“ წარმოდგენილია მთელ მსოფლიოში ცნობილი, აპრობირებული და ხარისხიანი ბრენდები...  ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პროდუქციას, პირველ რიგში, უსაფრთხოების თვალსარზისით ვაფასებ. სამწუხაროდ, საქართველოში ხარისხიანი პროდუქციის ჩამონათვალი ძალიან მწირია, ამიტომ ხშირად ვმონაწილეობ საერთაშორისო გამოფენებში და ვეცნობი მსოფლიო სიახლეებს. მაგალითად, შარშან გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე აღმოვაჩინე ინოვაციური პროდუქტი „OLAPLEX“-ი, რომელიც თმის სტრუქტურის დასაცავად და აღსადგენად გამოიყენება.

- როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
- ყოველთვის მაინტერესებდა წარმატებული ადამიანების ცხოვრება და ძალიან ბევრს  ვკითხულობდი მათ შესახებ... თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ წარმატების გამზადებული რეცეპტი არ არსებობს და წარმატების ფორმულა ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ფორმულა არის ჩემი განწყობა და დამოკიდებულება საქმისადმი. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ და იყო მოტივირებული იმ გუნდთან ერთად მუშაობისთვის, რომელთანაც ყოველდღიურად რაღაც ახალს ქმნი. რომ არა ჩემი გუნდი, მე დღეს ასეთი წარმატებული არ ვიქნებოდი და ვერც კი ვიფიქრებდი ამხელა მასშტაბის სილამაზის ცენტრის გახსნაზე... ასე რომ, ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. ძალიან დიდი შრომა, ენერგია და ნებისყოფა დამჭირდა, აქამდე რომ  მოვსულიყავი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?