ბერი ანდრიას ნატვრა და „ბედნიერი სახლი“

ჩვენ გვერდით

1 აგვისტო 20:00, 2017 წელი

„გავიზრდები და აუცილებლად დავეხმარები ღატაკთ, დავეხმარები უსავანოთ, დავეხმარები უბედურთ. იქნებ, მართლა შევძლო ეს, იქნებ...“ - 17 წლის ასაკში გარდაცვლილი ბერი ანდრიას ეს სიტყვები ახლა უკვე „ბედნიერი სახლის“ მშენებლობის საძირკველში დევს...

28 ივლისს, სოფელ დიღომში, „ბერი ანდრიას ფონდის“ ინიციატივით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი...
„ბერი ანდრიას ფონდი“ 2010 წელს, ყველაზე ახალგაზრდა ბერის - 17 წლის ანდრიას თხოვნით დაარსდა. ფონდის პრიორიტეტი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა, მკურნალობა და რეაბილიტაციაა. დღეს ფონდი სიმსივნით დაავადებულ 54 ბავშვზე ზრუნავს. აქედან 22 განიკურნა და კონტროლის რეჟიმშია. მათ საკმაოდ ძვირად ღირებულ კვლევებს მხოლოდ „ბერი ანდრიას ფონდი“ აფინანსებს.


ბერი ანდრია (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა) სიმსივნით 2011 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა. ფონდის დამფუძნებლები მისი მშობლები - ნესტორ მილორავა და მილედი (თინათინ) ჩხვიმიანი არიან.


ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი: 


- „ბერი ანდრიას ფონდი“ უკვე 7 წელია, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს. სახლი, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები მკურნალობის პროცესში ცხოვრობენ, 4 წლის წინათ ვიქირავეთ. ის არ არის სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე კარგად მორგებული შენობა, ფართიც არასაკმარისია. ამიერკავკასიაში პირველ სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრს, სრული ინფრასტრუქტურით, 6500 კვმ-მდე მიწის ნაკვეთზე ავაშენებთ, რომელიც 2 წლის წინათ ეკონომიკის სამინისტრომ გადმოგვცა. „ბედნიერი სახლი“ცენტრს ბავშვებმა დაარქვეს. 28 ივლისს, იმ ადგილას, სადაც ცენტრის შენებას ვიწყებთ, ჩავუშვით კაფსულა. მასში მოთავსებულ პერგამენტზე ბერი ანდრიას მეგობრის ხელით დაიწერა ბერი ანდრიას სიტყვები: „ბედნიერია მოკვდავი, რომელიც სიკეთეს ფარულად თესავს, უანგაროდ. საცოდავია ადამიანი, რომელიც სიკეთეს იმისთვის აკეთებს, რომ ხალხმა ან ღმერთმა დაუფასოს. მთავარი ის კი არ არის, რომ სიკეთე ვინმემ დაგვიფასოს, არამედ მთავარია ის, რომ სიკეთის ქმნით, დაფარული სიკეთის, მადლის თესვით გადავარჩინოთ, ვიხსნათ მოყვასი, დავეხმაროთ გაჭირვებულს და სასოწარკვეთას მიცემულს სალბუნად დავადოთ ჩვენი ნუგეში. გავა დრო და გავიზრდები, გავიზრდები და აუცილებლად დავეხმარები ღატაკთ, დავეხმარები უსავანოთ, დავეხმარები უბედურთ. იქნებ, მართლა შევძლო ეს, იქნებ... და დავიამო ჩემი ტკივილი. ბერი ანდრია  (ნუგზარ მილორავა) 2006 წელი“. და მან ეს შეძლო!
საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, მინისტრები, თბილისის მერი და რიგი პარლამენტის წევრებისა. თბილისის მერია ყოველთვის გვერდში გვიდგას და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავით ნარმანიას, ქალბატონ ნინა ხატისკაცს და მერიის თითოეულ თანამშრომელს. ბატონი კახი კალაძე ბერ ანდრიას პირადად იცნობდა. ნაციონალურ ონკოცენტრში მოინახულა საჩუქრებით, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო. ბერმა ანდრიამ ის დალოცა და ბავშვების სახელით ღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.


- მიწა ორი წლის წინათ გადმოგეცათ. მშენებლობა ამდენხანს რატომ არ დაიწყო?
- ეს 2 წელი სახლის დაპროექტებას მოვანდომეთ. სახლის პროექტი არქიტექტორმა დადუნა შათაშვილმა გვაჩუქა. პირველი დიდი კონტრიბუცია კომპანია „ირაომ“ გაიღო და ფონდს 77 877 ლარი ჩაურიცხა, რაც საძირკვლისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ფონდის შვილობილმა ლაშა შეყლაშვილმა, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე არ დაუდასტურდა, მკურნალობისთვის განკუთვნილი 5 000 ლარი სახლის მშენებლობას შესწირა.


- სახლის მშენებლობის პროცესი როდის დაიწყება?
- დღეის მდგომარეობით ანგარიშზე 180 000 ლარი გვაქვს, რომლითაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ მშენებლობას, თუმცა ნურავინ იფიქრებს, რომ ეს თანხა „ბედნიერი სახლის“ აშენებისთვის საკმარისია. ამ კეთილი საქმის კეთებას ხალხის დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ. ამიტომ არსებობს ანგარიშის ნომერი, სადაც კომპანიებს თუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას ნებისმიერი თანხა შესწიროს. ეს იქნება ამიერკავკასიაში პირველი ცენტრი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სრულ რეაბილიტაციას შესთავაზებს.


ბერი ანდრიას მშობლებმა - „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებლებმა, უანგარო წევრებმა, თანამდგომებმა ფონდისა, რომელიც მისი ანდერძის თანახმად შეიქმნა, კვირიკობა დღეს, 2017 წლის 28 ივლისს, 17 წლის ბერი ანდრიას იმიერში გადასახლების დღეს, ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრის „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი!


ამ დღეს სტუმრებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ. „ყოველთვის ვცდილობ, თანამშრომლებთან ერთად „ბერი ანდრიას ფონდს“ გვერდში დავუდგე. ყოველ ღონისძიებაში ვარ ჩართული. „ბედნიერი სახლის“ მშენებლობისთვის რამდენიმე აგური უკვე დავდეთ“, - გვითხრა შსს-ს თანამშრომელმა, სოფო გოგუაძემ.


„ბედნიერი სახლის“ მშენებლობის ანგარიშია: GE62TB7171536080100006


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ფიტნეს-ნაყინი ავოკადოსგან

თუ დიეტაზე ხართ და საშინლად გენატრებათ ნაყინი, გასინჯეთ ეს დაბალკალორიული გემრიელობა.
დღის ჰოროსკოპი

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მამაკაცურობის ეტალონი 100 წლის განმავლობაში

ყველა ეპოქას შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვს და სხვადასხა დროს სხვადასხვა გარეგნობის მამაკაცები სარგებლობდნენ პოპულარობით.
საკნატუნო ამბები

ცხოვრება კაცის გარეშე: სრული სიმართლე ქალურ შიმშილზე

მარტოხელა ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც არ უყვარს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს.
დღის ჰოროსკოპი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...
ამბები

რომელი სმარტფონითაა გადაღებული ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, ჯერ ბაზარზე არარსებული სმარტფონითაა გადაღებული. თუმცა არსებობს მოსაზრება და ეჭვები, რომ ვიდეოკადრები სწორედ იმ სმარტფონითაა გადაღებული, რომელსაც მსოფლიო დიდი ინტერესით ელის!
ამბები

„თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ - კომპანიის ახალი პროექტი

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.