ბრძოლა სრულყოფილი სიცოცხლისთვის - 16 წლის სტიქაროსანი ბიჭის ნიკა ჩლაიძის ამბავი

ჩვენ გვერდით

15 სექტემბერი 20:00, 2017 წელი

ნიკა 6-თვიანი დაიბადა, თანდაყოლილი ანომალიით - არც წვივისა და ქუსლის ძვლები, არც მუხლის სახსრები არ ჰქონდა. ის ვერასდროს გაივლიდა. ნიკას ტყუპისცალმა უდღეურად დაბადება ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა... 

- ნიკას დაბადებიდან 2 თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ ეტლი გვაჩუქა, თუმცა გავაჩუქე, - გვიყვება დედა, სოფიო გულიკაშვილი.

- ეტლი ნიკასაც ხომ დასჭირდებოდა?
- ჩემი შვილი ერთხელაც რომ ჩამჯდარიყო ეტლში, ვიცოდი, რომ იქიდან აღარ ადგებოდა. თავიდანვე ვიბრძოდი, რომ ამპუტაცია გამეკეთებინა და პროთეზით შეძლებოდა გადაადგილება. ექიმები მეუბნებოდნენ, 13 წლის მაინც გახდეს, რომ ნიკამ თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ფეხების ამპუტაციაო, თუმცა ჩემსას მაინც ვცდილობდი.


- ასე რატომ ჩქარობდით?
- ასე იმიტომ ვჩქარობდი, რომ არ მინდოდა, ნიკას მეხსიერებაში ფეხებით დაძინება და ფეხების გარეშე გაღვიძება ჩარჩენოდა. 3 წლის იყო, როცა ფეხების ამპუტაცია ჩაუტარდა. 13 წლამდე მთელი 10 წელი იყო და ამდენ წელს ეტლში რომ გაატარებდა, ეს მის ფსიქიკაზე ხომ იმოქმედებდა? მინდოდა, ჩემს შვილს ბავშვობის ყველა ის ეტაპი გაევლო, რასაც სხვები გადიან.


- ოპერაციის შემდეგ რომ გაიღვიძა, თქვენთვის არაფერი უკითხავს?
- ფეხების ამპუტაციასთან დაკავშირებით შეკითხვა ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ გაუჩნდა. ერთ დილას გამაღვიძა და მკითხა: „დედა, ფეხები რატომ მომაჭერი?“ მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დიდხანს ვემზადებოდი, მაინც დავიბენი. შემდეგ ვიდეო ჩავურთე და ოპერაციამდე საკუთარი თავი ვაჩვენე. ავუხსენი, რომ ის ასეთ მდგომარეობაში ვერ გაივლიდა. სამწლინახევრიდან კი უკვე პროთეზით გადაადგილდებოდა.


- პროთეზს იოლად შეეგუა?
- კი, ძალიან. საერთოდ, ძალიან დამოუკიდებელია. ეტლს რომ მიჯაჭვოდა, ასეთი არ იქნებოდა. 3 წელია მეხვეწება, მუშაობა მინდაო. ლისის ტბაზე ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი და მთხოვდა, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო და ნაყინი მაინც გაეყიდა.


- პროთეზის გამოცვლა რა სიხშირით სჭირდება?
- ზრდასთან ერთად. ბოლოს 4 წლის წინათ შევუცვალეთ. ახლა სიმაღლეში 1.82 სმ-ია და ამ ეტაპზე ისეთი პროთეზი სჭირდება, რომელიც მის წონას გაუძლებს. ბარძაყის ძვალი რაშიც ჯდება, ის ძალიან დაუპატარავდა. სილიკონი 1000 დოლარი ღირს, რაც წელიწად-ნახევარში ერთხელაა შესაცვლელი, მაგრამ დიდი ხანია, არ გამოგვიცვლია. პროთეზის შეკეთება ნაწილ-ნაწილ მიწევს. ამ ეტაპზე პროთეზი მწყობრიდანაა გამოსული და ამიტომ ნიკას ეტლით უწევს გადაადგილება.


- ახალი პროთეზი რომ შეიძინოთ, რა თანხებთანაა დაკავშირებული?
- ამისთვის, სულ მცირე, 15 000 ლარია საჭირო და ამის საშუალება არ გვაქვს.


- აქამდე როგორ ახერხებდით პროთეზის გამოცვლას?
- სანამ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა იყო, ნიკას პროთეზის გამოცვლა არ გამჭირვებია. ახლა ჩემი ქმარი წისქვილში მუშაობს, მე კი დღეში 3 სახლის დალაგება მიწევს და ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფულს ნელ-ნელა ვაგროვებ, რომ ნიკას პროთეზის ნაწილები მაინც შევუცვალო.


- ნიკა სტუდენტია. სასწავლებელში სიარულს ეტლით დამოუკიდებლად როგორ ახერხებს?
- ერთი წელია, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში ჩააბარა. ეტლი სახლშიც გვაქვს და სასწავლებელშიც. იქამდე ტაქსით მივდივართ. შემდეგ კი სტუდენტები ძალიან გვეხმარებიან და ხელს გვიწყობენ. ამისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი. როცა პროთეზი ჰქონდა, მეტროთი დადიოდა. თავის ამ მდგომარეობას არასდროს აპროტესტებს, პირიქით - აქეთ გვამშვიდებს მშობლებს. 


ამ დროს საუბარში ნიკაც ჩაერთო.


ნიკა: დეპრესიული პერიოდი პატარა ასაკში უფრო მქონდა. 14 წლის რომ გავხდი, მაშინ დავფიქრდი, რომ მთავარი ისაა, თავში რა გიდევს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო დროს დედაზე ფიქრი ამეკვიატა და ვნერვიულობდი, დედა არ დავკარგო-მეთქი.


- სწავლის გარდა, რით ხარ დაკავებული?


- ერთი პერიოდი მშვილდოსნობაზე დავდიოდი. ახლა ძალიან მინდა, სატრენაჟორო დარბაზში ვივარჯიშო. უწმინდესის სტიქაროსანი ვარ. 7 წლის ვიყავი, პატრიარქთან ტაძარში დედამ დასალოცად რომ მიმიყვანა. მაშინ მაკურთხა პატრიარქმა თავის სტიქაროსნად, წმინდა ნიკოლოზის ხატი მაჩუქა და პროთეზის შესაკეთებლად 3000 ლარი მოგვცა. თვეზე მეტია, პროთეზის არქონის გამო ტაძარში არ ვყოფილვარ და ამას ძალიან განვიცდი. 


- ნიკა, რაზე ოცნებობ?
- პირველ რიგში - მუშაობაზე. სასწავლებელს რომ დავამთავრებ, მინდა, ჩემი პროფესიით ვიმუშაო. შემოთავაზებას თუ მივიღებ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება. და კიდევ, ძალიან მინდა, ძაღლი მყავდეს, განსაკუთრებით ჯეკ რასელ ტერიერი. 



დახმარების მსურველებისთვის ნიკა ჩლაიძის საბანკო ანგარიშია:
GE66LB0711109468351640 ლიბერთი ბანკი.
მიმღები სოფიო გულიკაშვილი (ნიკას დედა)


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.