რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

ჩვენ გვერდით

3 აპრილი 22:00, 2020 წელი

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შემდეგ, ზოგიერთი ქალაქის მოსახლეობამ მაშინვე მოიმარაგა სამედიცინო ნიღბები, საჯარო თავშეყრის სივრცეში გამოსაყენებლად.


თუმცა, ამავე დროს, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მოსკოვში, სიდნეისა თუ სინგაპურში - დღემდე მისაღებია უნიღბოდ სიარული.


ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ექიმების რჩევისა თუ ხელისუფლების მითითებების გამო ხდება, მაგრამ უმეტესწილად კულტურული ჩვევებისა თუ წინა წლების კოლექტიური გამოცდილების შედეგია.


ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა საჭირო სამედიცინო ნიღბები პანდემიის დროს?


რას გვირჩევენ ექსპერტები?


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) გვირჩევს: მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა იხმარონ სამედიცინო ნიღბები: რომლებიც არიან ავად და აქვთ სიმპტომები, ან ვის ოჯახშიც რისკ-ჯგუფში მოხვედრილი ადამიანები ცხოვრობენ.


დანარჩენებს არავითარ შემთხვევაში არ სჭირდებათ ნიღაბი და საამისოდ არაერთი მიზეზი არსებობს! პირველ რიგში, არის საშიშროება იმისა, რომ სამედიცინო ნიღბების დეფიციტი არ დაიწყოს და ხელი არ შეეზღუდოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს ნივთი: ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.


ნიღაბი არ არის ვირუსისგან დაცვის სრული გარანტია, ვირუსის უმცირესი ზომის გამო. ამოტომ ექიმები მოგვიწოდებენ, რომ ხელების ხშირი დაბანა ნომერ პირველი დაცვაა ვირუსისგან.


პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ უმრავლესობამ არ ვიცით, სწორად როგორ გავიკეთოთ და მოვიხსნათ ნიღაბი - ანუ ისე, რომ ხელები სახეს არ შევახოთ. თუკი ბაქტერიას ხელიდან სახეზე გადავიტანთ, ვერანაირი ნიღაბი ვერ დაგვიცავს ინფიცირებისგან.


რატომ აღიქმება აზიურ ქვეყანაში ნიღაბი პანაცეად?

ადამიანები ფიქრობენ, რომ შეიძლება თავად არიან ვირუსის მატარებლები და ამით იცავენ საკუთარ თავს და სხვებსაც დაინფიცირებისგან.


ჩინეთის, ჰონგ კონგის, იაპონიის, ტაილანდის და ტაივანის უმეტეს რეგიონებში ადამიანები მიიჩნევენ, რომ ვირუსის მატარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ძლიერი იმუნიტეტის მქონეებიც კი. მაშასადამე, ნიღბის ტარება ამ ქვეყნებში თავაზიანობის გამოხატვაც არის: ისინი სხვებს იცავენ ინფიცირებისგან.



მით უმეტეს, რომ ამ გამოცდილებას მხარს ხელისუფლებაც უჭერს და აჯარიმებს ან იჭერს მათ, ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩნდება.


 


ნიღაბი, როგორც კოლექტიური გამოცდილების შედეგი


საქმე ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ნიღბის ტარება მიღებული იყო კორონავირუსის გავრცელებამდეც. ნიღაბი თითქოს მოდური აქსესუარიც კი გახდა: მაგალითად, იაპონიაში შეხვდებით ახალგაზრდებს Hello Kitty-ის პრინტით დაბრენდილი ნიღბებით.


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ ქვეყანაში ხალხს ჩვევად აქვს, გაიკეთოს სამედიცინო ნიღაბი მაშინ, როცა სტუმრად მიდის, არ აქვს მნიშვნელობა, გაციებულია თუ უბრალოდ, ალერგია აქვს - აზიაში სხვის წინაშე დაცემინება ან დახველება უზრდელობაა.



როდესაც 2003 წელს ვირუსი Sars გავრცელდა, ინფექციამ სწორედ ამ ქვეყნებს დაარტყა და ამ დროიდან გაჩნდა მათთან ნიღბების ტარების აუცილებლობა.


ასე რომ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ იკეთებენ ნიღბებს დასავლეთის ქვეყნებში და რატომ ხმარობენ ამ ნივთს ასე აქტიურად აზიაში, ამ ქვეყნების კოლექტიური გამოცდილებაა.


დამატებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ნიღაბი სხვა ფუნქციასაც ასრულებს: დედამიწის ამ ნაწილში ჰაერი იმდენადაა დაბინძურებული, რომ ადამიანები თავს იცავენ გამონაბოლქვისგან.


თუმცა აზიის ყველა ქვეყანა ამ ტრენდს არ მისდევს: მაგალითად, სინგაპურში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნიღბები ჯანდაცვის მუშაკებისთვის უფრო აუცილებელია და რეალურად ქუჩაში სასიარულოდ ნიღაბი ნამდვილად არ არის საჭირო, რათა ამან სამედიცინო ნიღბების დეფიციტი არ გამოიწვიოს. სინგაპურელთა უმეტესობა კანონმორჩილია და ზედმიწევნით იცავს მედიკოსთა რეკომენდაციებს.


 


ნიღაბი, როგორც სოციალური სიგნალი

მიჩნეულია, რომ სამედიცინო ნიღბის გაპოპულარულება მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც კორონავირუსის საფრთხეს გვახსენებს და სტიმული, რომ უკეთ დავიცვათ პირადი ჰიგიენა.


„ყოველდღიურად ნიღბის გაკეთება სახლიდან გასვლის წინ, უკვე რიტუალად ჩამოყალიბდა, რიტუალად, როგორიცაა, მაგალითად, სპეცსამოსის ჩაცმა. და ადამიანი მიჰყვება დანარჩენ „რიტუალური წესებსაც“, რომლებიც ეს, ასე ვთქვათ, ამ სოციალური უნიფორმის გაგრძელებაა: იქნება ეს ჰიგიენური წესების დაცვა, სახეზე არაფრის შეხება, გადატვირთული საჯარო სივრცეებისთვის თავის არიდება თუ სოციალური დისტანციის დაცვა“, - ამბობს ჰონგ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ქცევითი ეკონომიკის პროფესორი დონალდ ლოუ.


სამედიცინო ნიღაბი, როგორც კოლექტიური გამოცდილების შედეგი


და თუ ეს ასეა, მაშინ, ყოველი, უმცირესი წვლილიც კი კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ნიღბები არაეფექტურია, მაგრამ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ის იცავს ადამიანს. ამიტომაც ვაძლევთ მათ ჯანდაცვის მუშაკებს“, - ამბობს ბენჯამინ ქოულინგი, ეპიდემიოლოგი ჰონგ კონგის უნივერსიტეტიდან.


„თუკი ადამიანთა უმრავლესობა გაიკეთებს ნიღბებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს აუცილებლად შეაჩერებს ვირუსის გადადებას და თუკი ჩვენი ახლანდელი უმთავრესი მიზანი ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა, მკურნალობა და ვირუსის გადადების შეჩერებაა, ამ შემთხვევაში, ყოველი ნაბიჯი გამართლებულია“, - აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.


თუმცა არც ისე მარტივადაა ყველაფერი: ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიაში, ინდონეზიაში ან ტაილანდში უკვე ნიღბების დეფიციტია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ექიმებს და საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სისტემას.


გარდა ამისა, საშიშია, რომ ადამიანებმა ერთი და იგივე ნიღაბი ორჯერ არ გამოიყენონ - რაც, რა თქმა უნდა, არაჰიგიენურია, ან იყიდონ მეორადები შავ ბაზარზე, ან, მით უმეტეს, იხმარონ სახლში დამზადებული ცუდი ხარისხის ნიღბები, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, გამოუსადეგარია.


თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ნიღბის ტარება ამ ქვეყნებში გარკვეული კულტურულ-სოციალური ნიშნით არის განპირობებული:


ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირის წინ ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს ადამიანების ფოტოები დასავლეთის ქვეყნებიდან უნიღბოდ, როგორ ატარებდნენ დროს ბარებსა და ღამის კლუბებში. ადგილობრივი მცხოვრებლები ასეთმა უდარდელობამ და დაუფიქრებლობამ აღაშფოთა.


დასავლეთის ქვეყნებში კი, სადაც ნიღბის ტარება ჯერ ნორმად არ ქცეულა, ნიღაბაფარებულ ადამიანს ხშირად უყურებენ უნდობლად და მეტიც, აგრესიულადაც კი. და არც ის ფაქტი ცვლის მათ რეაქციას, რომ აზიელებისთვის ნიღაბი დიდი ხანია, განუყრელი აქსესუარია.


 


ახალი საფრთხე - ფარული გამავრცელებლები


უკვე არსებობს მონაცემები, რომ „ფარული გამავრცელებელი“ - ანუ ერთი შეხედვით, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ვირუსით, მაგრამ არ აღენიშნება არცერთი სიმპტომი, იმაზე გაცილებით ბევრია, ვიდრე აქამდე ექიმები ვარაუდობდნენ.


ჩინეთში მიჩნეულია, რომ სამიდან ერთი ადამიანი ინფიცირებულია COVID-19-ით, თუმცა ავადმყოფობა აბსოლუტურად უსიმპტომოდ გადააქვს. ეს არის ჩინეთის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.


ეს მოსაზრება მეტწილად გაამყარა იოკოჰამაში გაჩერებული საკრუიზო გემის, „Diamond Princess”-ის გემბანზე მყოფი ადამიანების მაგალითმა, რომელთაგან 600-ზე მეტ ინფიცირებულს არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდა.


სწორედამ მონაცემზე დაყრდნობით გავრცელდა პირველი ვარაუდი, რომ სიმპტომების გამოვლინებამდე, ადამიანი გადამდები არ იყო. მაგრამ ახლა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკვე ნებისმიერი ადამიანი, სიმპტომიანი თუ უსიმპტომო, შეიძლება ჩაითვალოს ინფიცირებულად. ამიტომაც საჭიროა თავდაცვა სხვა ადამიანების გადასარცენად.


 


p.s. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, მრავალი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ემზადება რეკომენდაციის გამოსაცემად, რომლის მიხედვითაც, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, აშშ-ში ყველა ადამიანმა საჯარო ადგილებში ქსოვილის ნიღაბი უნდა ატაროს.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?