„გთხოვთ, ისწავლეთ უჰანის შეცდომებზე!“ (ვიდეო)

ჩვენ გვერდით

8 აპრილი 14:13, 2020 წელი

ჩინეთის ქალაქი უჰანი, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემიამ გავრცელება დაიწყო, 11-კვირიანი კარანტინის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხების შემდეგ უჰანელებმა თავიანთი გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტეს, იმისთვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ იგივე შეცდომები არ დაუშვას, როგორიც უჰანელებს მოუვიდათ.


BBC-ი ვიდეოს ავრცელებს, სადაც უჰანელები მსოფლიოს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.


„იმედი მაქვს, რომ ადამიანები უჰანისგან ბევრ რამეს ისწავლიან, რათა მომავალში იგივე შეცდომები არ დაუშვან და იმდენი მსხვერპლის გაღება არ მოუხდეთ, რამდენისაც ჩვენ მოგვიწია“.


„როცა გასულ თვეებს თვალს ვადევნებ, ვაანალიზებ, რომ ეს პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმ პერიოდის მოგონებები ძვირფასი და თან ამავე დროს საშიშიცაა“.


„არ გავიხსენებდი ყველაფერს მსხვერპლით, ვიტყოდი, რომ ქალაქმა პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაფერი გააკეთა. და ამ ბრძოლას ძალიან ეხმარება თითოეული ადამიანი, ვინც სახლში რჩება“.


„უჰანი დიდხანს იყო ჩაკეტილი. ეპიდემიის დასაწყისში სიტუაციას ძალიან მსუბუქად ვუყურებდი. საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ქალაქის ჩაკეტვა აუცილებელი იყო.


მაგრამ შემდეგ უკვე ქალაქში ისეთი შიში სუფევდა, რომ ღამე ვერ ვიძინებდი.
ექიმები და მედდები საჭირო სამედიცინო აღჭურვილობას ითხოვდნენ. პაციენტები ჩიოდნენ, რომ საწოლები არ იყო საკმარისი, რის გამოც მათ მკურნალობას ვერ ხერხდებოდა. შემდეგ მარაგი შეივსო, ექიმები ჩამოვიდნენ“.


ჟურნალისტის კითხვაზე – „როგორ გადავიტანოთ კარანტინი“ – უჰანელი გოგონა ასე პასუხობს:


„ხშირად დაურეკეთ თქვენს ოჯახს. განსაკუთრებით, თუ ეპიდემიის ეპიცენტრში არ ცხოვრობენ. ისინი ინერვიულებენ, თუ თქვენს მდგომარეობას არ გაიგებენ.


თქვენს პარტნიორთან კომუნიკაცია ხშირად გქონდეთ.

რთულია, როცა წყვილს თვეების განმავლობაში ყოველდღე ერთად 24 საათის გატარება უწევს.
ამ დროს ხასიათის ნაკლი ყველაზე მეტად იჩენს ხოლმე თავს. არ იკამათოთ, თუ პრობლემებს პირისპირ შეეჯახებით.


და კიდევ ერთი – თუ სახლიდან მუშაობთ, გაავლეთ ზღვარი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად გაგიჟდებით“.


„გააკეთეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებისთვისაც დროც აქამდე ვერ გამონახეთ. იკითხეთ, უყურეთ ტელევიზორს, ითამაშეთ ვიდეო-თამაშები. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად“.


უჰანელები მსოფლიოს შემდეგ რჩევებს აძლევენ:


„რაც ახლა მსოფლიოში ხდება ძალიან ჰგავს იმას, რაც იანვარსა და თებერვალში უჰანში განვითარდა. ვხვდები, ახლა როგორი სასოწარკვეთილი შეიძლება იყოს ხალხი.


თუ თქვენ დეპრესია გაქვთ ან გაბრაზებული ხართ, იცოდეთ, ეს ამ დროს სრულიად ბუნებრივია.


გახსოვდეთ, რომ ეს კარანტინი თქვენი თავისუფლების მოსპობას არ ისახავს მიზნად. ეს დაავადებასთან ბრძოლის მეთოდია. ეს იმისთვისაა, რომ თქვენი თავისუფლება რაც შეიძლება მალე ისევ დაიბრუნოთ“.


„ისწავლეთ ჩვენი შეცდომებიდან. როცა მსოფლიო პანდემიას დაამარცხებს, ჩვენ უკეთ ვიქნებით“.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?