როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

ჩვენ გვერდით

26 მაისი 23:00

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე



მინადორა ტოროშელიძე წარმოშობით იმერეთიდან იყო. იგი ჟენევაში მედიცინასთან ერთად მარქსიზმსაც სწავლობდა. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლეც. ისინი თბილისში აქტიურ მენშევიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. დაუხვრიტეს ქმარ-შვილი, თავად ყოფილი პარლამენტარი ქალი კი მრავალგზის გადაასახლეს. იგი თბილისში 1950 წელს დაბრუნდა. რეაბილიტირებულია 1956 წელს.


 


ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე 



ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა და მოგვიანებით ექიმ ქმართან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად; იყო მენშევიკური მთავრობის წევრი. იგი აქტიურად იყო ჩაბმული სოხუმის პოლიტიკურ საქმიანობაში; ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს დაცემის შემდეგ არალეგალურ ანტისაბჭოთა მოძრაობას შეუერთდა. იგი 1926 წელს გადაასახლეს. გადასახლების შემდეგ ის 30-იან წლებში დაბრუნდა საქართველოში და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.


 


ქრისტინე შარაშიძე



ქრისტინე შარაშიძე 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. ის და მისი ოჯახი აქტიურად იყვნენ ჩაბმულები ანტისაბჭოთა მოძრაობაში. თავად არაერთხელ დააპატიმრეს. მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.


 


 


ელისაბედ, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე



ლიზა ბოლქვაძეც ერთ-ერთია იმ 5 ქალს შორის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. 1917 წელს იგი გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იგი აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც 2 წელიწადში დააპატიმრეს და გადაასახლეს. დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო ანტისაბჭოთა მოღვაწეობა. საბოლოოდ კი 1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით კრასნოიარსკში დახვრიტეს.


 


ანა სოლოღაშვილი



ანა სოლოღაშვილი, მასწავლებელი, მენშევიკი და ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის გადასახლებული ქალი იყო. 1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ “მენშევიკებს” მიემხრო. 1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღიდან, იგი სხვა მენშევიკების მსგავსად ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. 1925 წლიდან ანა მასწავლებლადაც მუშაობდა. 1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომმა დააპატიმრა. ე.წ „ტროიკამ“ მას დახვრეტა მიუსაჯა. სოლოღაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების დანერგვა, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირი.



პირველი ეროვნული საბჭოს წევრი ქალების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის კიდევ უამრავი ქალი იბრძოდა. მათი სახელები, მათივე ანტისაბჭოური საქმიანობის გამო ხშირად უცნობია, ან ისტორიაში სხვა, უფრო „უწყინარი“ საქმიანობის გამო ჩაეწერნენ.


მარო მაყაშვილი



მათგან ერთ-ერთი მარო მაყაშვილია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ, 2015 წელს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი თავადაზნაურთა ოჯახში დაიბადა. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი გახლდათ, დედა კი, თამარ გაბაშვილი - ეკატერინე გაბაშვილის ასული. 1921 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში. მას იმდროინდელ პრესაში ქართველი ჟანა დ’არკიც უწოდეს. იგი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული.


 


ელენე დარიანი



დღეს ცნობილია ფოტო, სადაც შარვალსა და მამაკაცურ პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა სიგარეტით ფოტოობიექტივს გამომწვევად უმზერს, მის უკან კი, რამდენიმე გოგონა იცინის. ვინ არის ელენე დარიანი? ამ თემაზე დღემდე მიდის მსჯელობა. ცნობილი პოეტის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არსებობს „დარიანული ციკლი“, რომელიც 14 ლექსს აერთიანებს. ციკლი „ქალურ“ ეროტიკულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს დეტალურად აღწერს. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს იაშვილის ლექსები იყო, თუმცა მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო, რომ ელენე დარიანი სინამდვილეში ცისფერყანწელთა მეგობარი და თანამოაზრე, ელენე ბაქრაძეა. 1937 წელს პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დახვრეტებსა და გადასახლებებს ელენე თავისი უამრავი მეგობრისგან განსხვავებით გადაურჩა. იგი ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო.


კატო მიქელაძე



კატო მიქელაძემ განათლება ბრიუსელის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იგი სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ კი პარიზში დასახლდა. პარიზში საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. 1916 წელს კი იგი საქართველოში ბრუნდება და ქალთა სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისთვის იწყებს ბრძოლას. მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ გამოშვება. მიუხედავად იმისა, რომ რეპრესიებს გადაურჩა, საბჭოთა ხელისუფლებამ კატო მიქელაძე ე.წ. „ისტორიულ ნაგავსაყრელზე“ მოისროლა, როგორც „ბურჟუაზიული გარყვნილების“ მაგალითი. დიდი ხნის განმავლობაში მისი სახელი უცნობი იყო. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, 1942 წელს კი გარდაიცვალა. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიუყვებოდა: ირინე და ნიკოლო იუშკოვები, პოეტი ანდრო თევზაძე და მარიამ გარიყული. კატოს საფლავი დაკარგულია.


 

დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?