რატომ იწვიან ადამიანები - საიდუმლო, რომელიც მეცნიერებამ ვერ ამოხსნა

დაუჯერებელი

16 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

1990 წელს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდაზე პაციენტს უეცრად ცეცხლი მოედო. სანამ გაოგნებული ექიმები გონს მოვიდოდნენ, ქალისგან ფერფლის გროვაღა დარჩა...

ადამიანთა თვითაალება, ანუ პიროკინეზი, იდუმალებით სავსე, ანომალიური მოვლენაა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების საუკუნეშიც კი ამოუხსნელი რჩება. პიროკინეზის დროს, რომელიც საუკუნეების მანძილზე, მეცნიერებისთვის თავსატეხად იქცა, ადამიანს ყოველგვარი მიზეზისა და გარეგანი ზემოქმედების გარეშე, სხეულზე ცეცხლი ედება და რამდენიმე წუთში ფერფლის გროვად აქცევს.
ვცადოთ, ერთად გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ეს პარანორმალური მოვლენა.

როგორც წესი, თვითაალების დროს სხეული იმაზე ძლიერ იწვის, ვიდრე, უბრალოდ, ცეცხლის მოკიდებისას. ხშირად ძვლებიც კი იფერფლება, თუმცა ტანსაცმელი და ახლომდებარე ნივთები უვნებელი რჩება.
არსებობს ფაქტი, როდესაც ადამიანი საწოლში აალდა და დაიფერფლა, თუმცა ზეწარსა და საბანზე დამწვრობის კვალი არ დარჩენილა. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის კანის დაწვას მინიმუმ 300 გრადუსი სჭირდება, ხოლო სხეულისას - 1500 გრადუსზე მეტი.

რეალური ფაქტები
დღეისთვის ადამიანის თვითაალების ორასამდე შემთხვევაა ცნობილი, თუმცა თვითმხილველის თანდასწრებით მომხდარი ერთადერთი შემთხვევის შესახებ ვიცით: 
ინვალიდი ქალი, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობდა, სრულიად მოულოდნელად, თავის სავარძელში აალდა. მთელ ტანზე მოდებული ცეცხლის მიუხედავად, ქალი მშვიდად იჯდა და ვერაფრით შეატყობდით, რომ აუტანელი ტკივილი სტანჯავდა. ცეცხლის ჩაქრობის უშედეგო მცდელობისას მამამ ორივე ხელი დაიწვა, ქალი ფერფლად იქცა.
  
1919 წელს ინგლისური გაზეთები მწერალ ჯორჯ ტემპლ ჯონსონის დაღუპვის შესახებ წერდნენ.
მამაკაცი, რომელსაც სხეულის ქვედა ნაწილი მთლიანად დამწვარი ჰქონდა, თავის ოთახში აღმოაჩინეს.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ გარდაცვლილის ტანსაცმელი და შარვლის ჯიბეში დიდი ოდენობით ქაღალდის ფული უვნებლად იყო გადარჩენილი.

2010 წლის დეკემბერში ირლანდიაში, გოლუეის საგრაფოში მცხოვრები მაიკლ ფეჰერლი თავის საძინებელში დაიწვა. სიკვდილი ოფიციალურად გაფორმდა, როგორც თვითაალება. ექიმი კირან მაკაფლინი, რომელიც სიკვდილის გარემოებებს იკვლევდა, წერდა: „მე გულმოდგინედ შევისწავლე გარდაცვალების მიზეზები. მოცემული შემთხვევა ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს თვითაალებას, რომელსაც ადეკვატური ახსნა არ აქვს“.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს აღნიშნული მოვლენის სტატისტიკური ანალიზი, დაზარალებულთა შესახებ დაახლოებითი დასკვნების გაკეთება შესაძლებელია:
მსხვერპლთა უმეტესობა ქალია;
მსხვერპლთა უმეტესობა ალკოჰოლის მომხმარებელია;
მსხვერპლთა უმეტესობას ჭარბი წონა აწუხებდა;
უმეტეს შემთხვევაში, ცეცხლი ხელის მტევნებსა და ქუსლებს არ აზიანებს;
თვითაალებისა და სხეულის დაწვის შემდეგ რჩება წებოვანი, ფერფლი და საშინელი სუნი;
თვითაალების დროს, მსხვერპლთა უმეტესობა სრულიად მარტო, დახურულ სივრცეში იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ფენომენი მეცნიერებისთვის აუხსნელ საიდუმლოდ რჩება, არსებობს ამ უნიკალური მოვლენის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი თეორია. მათ შორის, სამეცნიერო წრეებში ყველაზე პოპულარული ორია:

ფითილის ეფექტის თეორია
თუ ამ თეორიას ვენდობით, ადამიანის სხეული შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც სანთელი, სადაც ცვილის როლს ცხიმის ფენა ასრულებს, ხოლო ტანსაცმელი და თმა ფითილის როლშია. მაღალ ტემპერატურაზე ცხიმი დნება და შიგნიდან იწვის. ამასთანავე, გარშემო მდებარე ნივთებს არ აზიანებს.

შინაგანი წვა
ამ თეორიის მიმდევრები დარწმუნებული არიან, რომ სხეული შიგნიდან გარკვეული „გაუმართაობის“ გამო იწვის. საუბარია, უეცარი მიტოქონდრიული დისფუნქციის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ ორგანიზმიდან წყალბადი, ჟანგბადი და ნახშირბადი ერთბაშად თავისუფლდება და ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად, მკვეთრი რეაქცია (თვითაალება) მოსდევს.

რომელია ამ ჰიპოთეზებიდან უფრო სანდო ან საერთოდ, არის თუ არა სანდო, დღემდე უპასუხოდ რჩება. ერთი რამ ცხადია - თვითაალება რეალურია და ის შეიძლება ნებისმიერს დაემართოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?