ლაზარეს სინდრომი, ანუ მკვდრეთით აღდგომის ოფიციალურად დადასტურებული 8 შემთხვევა

დაუჯერებელი

23 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

ჩვენ გიამბობთ ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების შესახებ, როდესაც ცოცხალი ადამიანები გარდაცვლილები ეგონათ...

1. კუმარ მარევადი
17 წლის ინდოელ მოზარდს ძალიან გაუმართლა, რადგან კრემირებას ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადაურჩა. კუმარს ეზოში თამაშის დროს ძაღლმა უკბინა. მეორე დღეს ძლიერი ციებ-ცხელება დაეწყო და საღამომდე სუნთქვა შეწყვიტა. კუმარის ოჯახმა მოზარდის სხეული კრემაციისთვის მოამზადა. კრემაციის პროცესის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე მოზარდმა თვალები გაახილა და სახლში საკუთარი ფეხით დაბრუნდა.


2. ნენსი პერესი



ჰონდურასელ გოგონას ნაკლებად გაუმართლა. ის რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყვიტა. თავზარდაცემულმა მშობლებმა ნენსი ყველა წესის დაცვით დაასაფლავეს. მეორე დღეს საფლავზე მისულ დედას მიწიდან უცნაური ხმები შემოესმა. საფლავი სასწრაფოდ გათხარეს და ცოცხალი გოგონა ამოიყვანეს, თუმცა გადატანილი სტრესისგან ნენსი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


3. ჯუდიტ ჯონსონი
ჯუდიტ ჯონსონი საავადმყოფოში საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით მოხვდა. ყოველ შემთხვევაში, მას ასე ეგონა, თუმცა რეალურად, ქალს გულის შეტევა ჰქონდა და რეანიმაციულმა დახმარებამ ვერ უშველა. ქალი მორგში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთმა ექიმმა შენიშნა, რომ სუნთქავდა და პალატაში დააბრუნა. საბოლოოდ, ჯუდიტ ჯონსონი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მომხდარის გამო მისი ფსიქიკა ძალიან დაზარალდა.


4. უოლტერ უილიამსი



უოლტერ უილიამსი 2014 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოხუცის ცხედარი მორგში გადაიტანეს, სადაც ბალზამირების პროცესის დაწყებისას ექიმებმა შენიშნეს, რომ მამაკაცი სუნთქავდა. უოლტერის ოჯახმა მოხუცის მკვდრეთით აღდგომა სასწაულად მიიჩნია. სინამდვილეში, ამ შემთხვევას მეცნიერული ახსნა აქვს და ლაზარეს სინდრომი ჰქვია, რომლის დროსაც მიცვალებული შეიძლება გაცოცხლდეს. ამ სინდრომის გამოვლინება ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა სიკვდილის დაფიქსირების შემდეგ ადამიანის უეცარი გაცოცხლების ფაქტები რეალურად არსებობს.


5. ელეონორა მარკჰემი
ნიუ-იორკელი ელეონორა მარკჰემი 1894 წელს, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვილის სიკვდილით თავზარდაცემულმა მშობლებმა გოგონას ბალზამირება არ ისურვეს და ივლისის საშინელ სიცხეებში მისი სასწრაფოდ დასაფლავება გადაწყვიტა. სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ჭირისუფლებს კუბოდან ხმაური შემოესმათ და სახურავის ახდის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო. სამგლოვიარო ცერემონიას ელეონორას მკურნალი ექიმიც ესწრებოდა. სწორედ მას მიმართა გოგონამ სიტყვებით: „ღმერთო ჩემო! თქვენ ცოცხლად მმარხავდით!“ რაზეც ექიმმა მშვიდად უპასუხა: „დაწყნარდით. ეს უბრალო შეცდომა იყო, რომელიც ადვილად გამოსწორდა“.


6. მილდრედ კლარკი
მარტოხელა, 86 წლის მილდრედ კლარკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მოხუცის ცხედარი მორგში წაასვენეს, საიდანაც ის დამკრძალავ ბიუროში და შემდეგ სასაფლაოზე უნდა გადაესვენებინათ. მორგის მორიგე ექთანმა შენიშნა, რომ მოხუცის გაყინული ფეხები თანდათან გათბა და „გარდაცვლილმა“ ოდნავ შესამჩნევი სუნთქვა დაიწყო. ასე დაუბრუნდა მარტოხელა მოხუცი ცხოვრებას.


7. სიპხო უილიამ უმცროსი - მეტსახელად, ზომბი
24 წლის სამხრეთ აფრიკელმა ახალგაზრდამ „გარდაცვალების“ შემდეგ, მორგში 2 დღე და ღამე გაატარა. გონზე მოსულმა კი აღმოაჩინა, რომ ლითონის ყუთში იწვა და ყვირილი დაიწყო. საბედნიეროდ, მისი ხმა გაიგეს და ყუთიდან ამოიყვანეს. ახალგაზრდა მაშინვე სახლში გაიქცა, რათა მშობლები და საცოლე გაეხარებინა, თუმცა, მშობლებისგან განსხვავებით, საცოლემ დანახვისთანავე უარყო, რადგან მკვდრეთით აღმდგარი ყმაწვილი ზომბად მიიჩნია.


8. ელის ბლანდენი - ქალი, რომელიც ორჯერ ცოცხლად დამარხეს
ელის ბლანდენი გართობის მოყვარული ქალბატონი იყო, რომელიც 1975 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვებმა, რომლებიც სასაფლაოს სიახლოვეს თამაშობდნენ, მისი სამარიდან უცნაური ხმაური გაიგეს და უფროსებს დაუძახეს. საფლავის გახსნის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქალი ცოცხლად დამარხეს და გადარჩენისთვის დიდხანს იბრძოლა. ცხედრის დათვალიერების შემდეგ, გადაწყდა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მოსვლამდე, ქალი ისევ დაემარხათ. როცა ექსპერტები მოვიდნენ და სამარხი გახსნეს, ელისს ტანსაცმელი შემოგლეჯილი და სახე დასისხლიანებული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი მეორედ დამარხვის მომენტისთვისაც ცოცხალი იყო. სამწუხაროდ, მას მესამე შანსი აღარ მიეცა. ექსპერტებმა ის საბოლოოდ გარდაცვლილად გამოაცხადეს და მიწას მიაბარეს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?