სინდი კროუფორდის დიეტა „ზონა“ - მარტივი გზა იდეალური წონის შესანარჩუნებლად

დიეტა

3 მარტი 14:00, 2016 წელი

კვების ამ სისტემის ეფექტურობა უამრავმა სამედიცინო დაწესებულებამ და კვლევითმა ცენტრმა აღიარა.

ამ დიეტის დახმარებით ინარჩუნებს  სინდი კროუფორდი იდეალურ ფორმას.
კვების ამ რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით ბრინჯის მოყვარულებს გაუადვილდებათ.
დიეტა, მინიმუმ, 3-დღიანია, მაქსიმუმ კი მისი შესრულება 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ.
სინდი კროუფორდის დიეტის დახმარებით 3-დღეში - ერთს, კვირაში კი, მინიმუმ, სამ კილოგრამს დაიკლებთ.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- საკვების მიღების შუალედში შეგიძლიათ მიირთვათ მინერალური წყალი, მწვანე ჩაი ან ბალახების ნაყენი. ასევე, ახლად დაწურული წვენი;
- მენიუდან უნდა გამორიცხოთ ცომეული და ტკბილეული;
- ეცადეთ, ყველა კვება ერთსა და იმავე დროს მიირთვათ და  ვახშამი საღამოს 6 საათს არ გადააცილოთ;


პირველი დღე
საუზმე: 60 გრამ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ გახეხილი ლიმონის კანი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. 1 ცალი ვაშლი და მწვანე ჩაი ან ბალახების ნაყენი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი და ბოსტნეულის სალათი - 150 გრამი. ცოტაოდენ მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ მწვანილი, 1 ს.კ. ხილის ძმარი და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ორთქლზე მომზადებული მოხარშული ბრინჯი სტაფილოთი და ყაბაყით (შეგიძლიათ, ყაბაყი სხვა, დაბალკალორიული ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ).


 


მეორე დღე
საუზმე:
მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის კანით და 1 ს.კ. არაჟნით. 1 ცალი ფორთოხალი.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი და მცირე ულუფა მოხარშული ბრინჯი.
ვახშამი: 
მიირთვით იგივე, რაც სადილზე.


 


მესამე დღე
საუზმე:  მოხარშული ბრინჯი დარიჩინით. 1 ცალი მსხალი.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი. კიტრის სალათი ცოტაოდენი ძმრით და ზეითუნის ზეთით. 150 გრამი მოხარშული ბრინჯი ზეითუნის ზეთში შემწვარი სოკოთი.
ვახშამი:
ბოსტნეულის ბულიონი. ორთქლზე მომზადებული ბრინჯი ბროკოლით.


 


მეოთხე დღე
საუზმე:
მოხარშული ბრინჯი რძით ან ნაღებით. ხილის სალათი.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი, მწვანე სალათის ფურცლები ბოლოკით და ორთქლზე მომზადებული ბრინჯი სტაფილოთი.
ვახშამი:
ბოსტნეულის ბულიონი. მოხარშული ბრინჯი ცოტაოდენი მზესუმზირის თესლით.


 


მეხუთე დღე
საუზმე:
მოხარშული ბრინჯი ყურძნით ან ქიშმიშით და 1 ჩ.კ. გახეხილი ნუშით.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი. ორთქლზე მომზადებული ბრინჯი ბევრი მწვანილით, ბოსტნეულით და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთით.
ვახშამი:
ბოსტნეულის ბულიონი. მოხარშული ბრინჯი მწვანე ხახვით და ნიახურის ძირებით. ორთქლზე მომზადებული ისპანახი.


 


მეექვსე დღე
საუზმე:
მოხარშულ ბრინჯს დამატებული 2 ცალი ფინიკი, 4 ცალი ნიგოზი და 1 ცალი მსხალი.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი. მოხარშულ ბრინჯს დაუმატეთ  უმი ბოსტნეული (კიტრი, ბულგარული წიწაკა), პიტნა და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
ვახშამი:
ბოსტნეულის ბულიონი. მოხარშულ ბრინჯს დამატებული 1-2 ცალი დაჭრილი ვაშლი, 1/2 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. ნაღები ან არაჟანი.


 


მეშვიდე დღე
საუზმე: მოხარშულ ბრინჯს დამატებული დაჭრილი მსხალი, რამდენიმე წვეთი ლიმონი, 1/2 პორცია იოგურტი  და 1 ჩ.კ. თაფლი.
სადილი:
ბოსტნეულის ბულიონი. მწვანე სალათის ფურცლები. ორთქლზე მოხარშულ  ბრინჯს დამატებული 1 პომიდორი და მწვანე ლობიო.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ორთქლზე მომზადებულ ბრინჯს დამატებული ყაბაყი, 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.




გაითვალისწინეთ დიეტის დასრულების შემდეგ
იმისთვის, რომ დაკლებული კილოგრამები უკან არ დაგიბრუნდეთ, დიეტის დასრულების შემდეგ ნაკლებად მიირთვით ხორცისა და რძის პროდუქტები. ხოლო, თუკი მარცვლეულის მიღებას გადაწყვეტთ (ბრინჯი, მაკარონი, შავი პური), აუცილებლად მიირთვით მხოლოდ სადილზე.



გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?