ცილოვანი დიეტა - წონაში კლების უმარტივესი მეთოდი

დიეტა

10 მარტი 14:00, 2016 წელი

დღეს ერთ-ერთ, საკმაოდ პოპულარულ დიეტას წარმოგიდგენთ, რომლის მთავარი არსია ცილით მდიდარი პროდუქტების მიღება. თუკი ცილოვანი დიეტის რეკომენდაციებს სწორად გაითვალისწინებთ, ზედმეტი ძალისხმევისა და წვალების გარეშე, ერთ კვირაში ზედმეტი 5 კილოგრამის მოშორებას შეძლებთ.


ცილოვანი დიეტის მრავალფეროვანი მენიუს დახმარებით, თქვენ არ გექნებათ მუდმივი შიმშილისა და სისუსტის შეგრძნება. მიიღეთ მხოლოდ ცილით გამდიდრებული საკვები და შეამცირეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ცილოვანი დიეტის დროს მისაღები პროდუქტებია: ძროხის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული, კვერცხი, დაბალპროცენტიანი რძის პროდუქტები. ასევე, ცოტაოდენი ძეხვეული და თევზის კონსერვი.
- ბოსტნეულის სალათები შეაზავეთ ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით.
- უარი თქვით ცომეულსა და ტკბილეულზე, თუმცა, იმისთვის, რომ ტკბილეულის მოთხოვნილება ოდნავ მაინც დაიკმაყოფილოთ, მენიუში შეტანილია დაბალპროცენტიანი ორცხობილა.
- დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი;
- ცილოვანი დიეტის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი ხილის წვენის ან ტკბილი სასმელების მიღება;
- მენიუდან ამოიღეთ მაკარონი, კარაქი, კარტოფილი და შემწვარი კერძები.
- საუზმის, სადილის, სამხარისა თუ ვახშმის მიღებამდე 15-20 წუთით ადრე, აუცილებლად მიიღეთ წყალი. ნებისმიერი კვებისთვის შეარჩიეთ ერთი და იგივე დრო და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ვახშმის მიღება საღამოს 6 საათს არ უნდა გადააცილოთ.


ცილოვანი დიეტის ერთკვირიანი მენიუ:


პირველი დღე:
საუზმე: მოხარშული ქათმის ხორცი - 150 გრ. 1 ნაჭერი შავი პური და უშაქრო ჩაი.
სადილი:
მოხარშული ძროხის ხორცი - 200 გრ. ბოსტნეულის სალათი - 200 გრ;
სამხარი:
ციტრუსის ხილი - 100 გრ;
ვახშამი:
დაბალცხიმიანი ყველი - 50 გრ. და ერთი ცალი, საშუალო ზომის პომიდორი.


მეორე დღე:
საუზმე:  ხაჭო თაფლით - 200 გრ;  უშაქრო ჩაი.
სადილი:
მოთუშული ძროხის ხორცი ბოსტნეულით - 200 გრ;
სამხარი:
კივი - 2 ცალი;
ვახშამი:
მოხარშული თევზი - 100 გრ; უმი ბოსტნეული - 200 გრ;


მესამე დღე:
საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე - 150 გრ; 1 ცალი ფორთოხალი;
სადილი:
მოთუშული  ლობიო ბოსტნეულით - 300 გრ;
სამხარი:
დაბალპროცენტიანი კეფირი - 1 ჭიქა;
ვახშამი:
მოთუშული ძროხის ხორცი კომბოსტოთი - 300 გრ.


მეოთხე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი  და 2 ცალი დაბალკალორიული ორცხობილა.
სადილი:
ინდაურის ფილე - 200 გრ; ვაშლი - 1 ცალი;
სამხარი:
100 გრამი იოგურტი და 1 ცალი ფორთოხალი;
ვახშამი:
ორთქლზე მომზადებული თევზი ბოსტნეულით - 300 გრ.


მეხუთე დღე:
საუზმე: მოხარშული ხბოს ხორცი - 200 გრ; ვაშლი - 1 ცალი;
სადილი:
მოხარშული თევზი - 200 გრ; 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური;
სამხარი:
1 ჭიქა კეფირი. 1 ცალი გრეიფრუტი.
ვახშამი:
ორთქლზე მომზადებული თევზი - 150 გრ; ბოსტნეულის სალათი - 200 გრ.


მეექვსე დღე:
საუზმე: დაბალცხიმიანი ხაჭო - 200 გრ. უშაქრო ჩაი.
სადილი:
მოთუშული ლობიო - 300 გრ; უმი ბოსტნეული - 150 გრ;
სამხარი:
2 ცალი ფორთოხალი; 1 ცალი ვაშლი;
ვახშამი:
მოხარშული თევზი - 150 გრ; ბოსტნეულის სალათი - 200 გრ.


მეშვიდე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი რძე და 2 ცალი დაბალკალორიული ორცხობილა;
სადილი:
ბოსტნეულის წვნიანი; მოხარშული ძროხის ხორცი - 150 გრ და 1 ნაჭერი ჭვავის პური;
სამხარი:
დაბალცხიმიანი ხაჭო - 150 გრ. 1 ჩაის კოვზი თაფლი;
ვახშამი:
ხილის სალათი ციტრუსითა და ვაშლით - 300 გრ.



გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?