პურის დიეტა - მათთვის, ვისაც პური უყვარს

დიეტა

8 სექტემბერი 14:00, 2016 წელი

დიახ - „პურის დიეტა“ საკმაოდ უცნაურად ჟღერს, თუმცა არაერთი კვლევით დადასტურებულა, რომ ჯანსაღი კვებისას სახამებლიანი საკვების, როგორიცაა, მათ შორის, პური, უნდა შეადგენდეს რაციონის ერთ მესამედს.

ჭარბ წონასთან ბრძოლის მიზნით რეკომენდებულია ხორბლის პურის მიღება. ხორბლის პური მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც ასტიმულირებს ოპტიმიზმის, კარგი განწყობის, სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის გამომუშავებას. თუ დიეტის დროს ხორბლის პურს მიირთმევთ, ნაკლებად დაიღლებით და ორგანიზმი ცომეულსა და ტკბილეულს აღარ მოგთხოვთ. 


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის დროს პურის მიღება რეკომენდებულია ბოსტნეულთან, მცენარეულ ზეთებთან, დაბალკალორიულ ყველთან (მაგალითად, ტოფუ) ერთად. შეგიძლიათ, მოამზადოთ ბუტერბროდები, ოღონდ არა ცხიმით, ძეხვითა და მაიონეზით, არამედ ბოსტნეულის პაშტეტით.
- პურის დიეტა არ უნდა გრძელდებოდეს 1 კვირაზე მეტხანს, რადგან ის უკავშირდება ცილების შეზღუდვას და ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით.
- დიეტის განმავლობაში გამორიცხეთ ალკოჰოლი.
- არ დაგავიწყდეთ დღის მანძილზე 2 ლიტრამდე წყლის მიღება.


გთავაზობთ პურის დიეტის ერთკვირიან მენიუს:
ორშაბათი
საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა უშაქროდ. 1 ნაჭერი დიეტური პური და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: წყალზე მოთუშული კომბოსტო და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.


სამშაბათი:
საუზმე: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ლანჩი: გახეხილი სტაფილოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი (კანგაცლილი) და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: დაბალპროცენტიანი იოგურტი - 100 გრ.
ვახშამი: 1 ცალი ვაშლი.


ოთხშაბათი:
საუზმე:
ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოთუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.


ხუთშაბათი:
საუზმე:
დაბალპროცენტიანი იოგურტი - 100 გრ.
ლანჩი: ჭარხლის სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთით.
სადილი:
მოხარშული თევზი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: უმი კომბოსტოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 2 ცალი მსხალი ან ფორთოხალი.


პარასკევი:
საუზმე:
1 ცალი გრეიფრუტი. 1 ნაჭერი დიეტური პური და მწვანე ჩაი.
ლანჩი: გახეხილი სტაფილოს სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ვახშამი: დაბალპროცენტიანი იოგურტი.


შაბათი:
საუზმე:
წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა უშაქროდ. 1 ნაჭერი დიეტური პური და 1 ფინჯანი მწვანე ჩაი.
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: კიტრი-პომიდვრის სალათა ბოლოკით და 1 ნაჭერი დიეტური პური.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.


კვირა:
საუზმე:
ნებისმიერი დაბალკალორიული ხილი.
ლანჩი: უმი კომბოსტოსა და კიტრის სალათა. 1 ნაჭერი დიეტური პური.
სადილი: მოხარშული თევზი, კიტრი-პომიდვრის სალათა და 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 2 ნაჭერი დიეტური პურისა და უცხიმო ხაჭოს ბუტერბროდი.
ვახშამი: დაბალპროცენტიანი იოგურტი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?